ეკატერინა ვორონცოვა
| ეკატერინა ვორონცოვა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1783[1] |
| დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
| გარდაცვალების თარიღი | 27 მარტი, 1856[1] (72 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
| საქმიანობა | დიპლომატი და ფრეილინა |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
| მეუღლე | George Herbert, 11th Earl of Pembroke[2] |
| შვილ(ებ)ი | Sidney Herbert, 1st Baron Herbert of Lea[2] , Catherine Murray, Countess of Dunmore[2] , Lady Elizabeth Herbert[1] [2] , Mary Caroline Brudenell-Bruce, Marchioness of Ailesbury[1] [2] , Lady Georgiana Herbert[1] [2] და Lady Emma Herbert[1] [2] |
ეკატერინა სიმონის ასული ვორონცოვა, ქორწინებაში ლედი პემბრუკი (რუს. Екатерина Семёновна Воронцова, დ. 24 ოქტომბერი, 1783 — გ. 27 მარტი, 1856) — რუსი არისტოკრატი, გრაფ სემიონ ვორონცოვის ქალიშვილი, გრაფ მიხეილ ვორონცოვის და, ჯორჯ ჰერბერტის, პემბრუკის მე-11 გრაფის მეუღლე, უილტონ-ჰაუსის დიასახლისი, ბრიტანელი პოლიტიკოსისა და მინისტრის, სიდნი ჰერბერტის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკატერინა დაიბადა გრაფ სემიონ ვორონცოვისა და ფრეილინა ეკატერინა სენიავინას ოჯახში. იგი სულ 10 თვის იყო, როდესაც დედა ჭლექით გარდაეცვალა. მას გულმკერდის დაავადების ჩანასახები ჯერ კიდევ ქალიშვილის დაბადებამდე ჰქონდა. სწორედ ამის გამო, ეკატერინა ახალგაზრდობაში სუსტი და სნეული იყო, რაც ძალიან აშფოთებდა მამას, რომელსაც იგი გაღმერთებამდე უყვარდა.
ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელი თავისი ცხოვრება ეკატერინამ თითქმის სრულად ინგლისში გაატარა, სადაც მამამისი 1784-დან 1806 წლამდე ელჩად მსახურობდა. მან მიიღო ბრწყინვალე განათლება მამისა და აღმზრდელის, სმოლნის ინსტიტუტში ნასწავლი ქალიშვილ ჟარდინის ხელმძღვანელობით, რომელიც მას გათხოვებამდე არ მოცილებია. ეკატერინამ ბრწყინვალედ იცოდა ენები, კლასიკა, მუსიკა და სიმღერა, ხოლო 12 წლის ასაკში ფრანგულიდან რუსულ ენაზე თარგმნა ტრაგედია „ადამის სიკვდილი“.[3] Екатерина обладала прекрасным голосом и часто пела дуэтом с поэтом Томасом Муром, которому для его альбома подарила ряд русских мелодий[4] ეკატერინა ფლობდა შესანიშნავ ხმას და ხშირად მღეროდა დუეტში პოეტ ტომას მურთან, რომელსაც ალბომისთვის რამდენიმე რუსული მელოდია აჩუქა.[5]
მუდმივად მამასთან მყოფი ეკატერინა ეხმარებოდა მას რუს მეგობრებთან წარმოებულ ვრცელ მიმოწერაში და წერდა მისი კარნახით. მამა ცდილობდა ასულისთვის შთაეგონებინა რუსეთისა და ყოველივე რუსულის სიყვარული. ამასთანავე, რადგან შიშობდა, რომ მისი სუსტი ჯანმრთელობა რუსეთის კლიმატს ვერ გაუძლებდა, მან ძმასთან პირობაც კი დადო, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში ეკატერინა სამუდამოდ დარჩებოდა ინგლისში თავის აღმზრდელთან ერთად და იცხოვრებდა პენსიით, რომელიც მას გრაფ ალექსანდრე ვორონცოვს უნდა გადაეხადა.[6]
იმავდროულად, მამა მეგობრების მეშვეობით ზრუნავდა ეკატერინასთვის ფრეილინის შიფრის (სამკერდე ნიშნის) ბოძებაზე. ეს მას დიდ ძალისხმევად დაუჯდა, რადგან იმპერატორი პავლე I შიფრს „არამყოფთ“ (ვინც სასახლეში არ იმყოფებოდა) არ აძლევდა. თუმცა, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას შუამდგომლობით, 1797 წელს გრაფის ასულ ეკატერინას ფრეილინის წოდება მიენიჭა. ქალიშვილისთვის შიფრის თხოვნისას, გრაფი სემიონი წერდა, რომ ეს წყალობა იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მმართველობის პერიოდში რომ ებოძებინათ, იგი უარს იტყოდა, რადგან მისთვის უსიამოვნო იქნებოდა იმის გაცნობიერება, რომ მისი ქალიშვილი თავად პოტიომკინის დისშვილების გვერდით იდგებოდა, რომელთა რეპუტაციაც მეტად საეჭვო იყო.
სურვილის ასრულების შემდეგ, ვორონცოვმა ქალიშვილი რუსეთში წაიყვანა, სადაც ეკატერინამ მასთან ერთად 1802 წლის ზაფხული გაატარა. ეკატერინა სამეფო კარზე ყველას ძალიან მოეწონა. იგი პავლოვსკში ქვრივი იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას კარზე იმყოფებოდა და სამეფო კარის სამსახურს ეწეოდა.
ინგლისში უკვე კერძო პირის სტატუსით დაბრუნებულმა გრაფმა ვორონცოვმა დაიწყო ფიქრი ქალიშვილის გათხოვებაზე და მისთვის შესაბამისი „მდგომარეობისა და ქონების“ მქონე საქმროს ძებნა, რადგან მისი საკუთარი საქმეები საკმაოდ არეული იყო. ერთ დროს, როდესაც პავლე I-ის მმართველობისას მას რუსეთში მამულების კონფისკაცია ემუქრებოდა, იგი სრულ გაკოტრებასაც კი ვარაუდობდა და ფიქრობდა, რომ მის ქალიშვილს შესაძლოა რომელიმე ინგლისურ ოჯახში გუვერნანტად მუშაობა დასჭირვებოდა.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრაფი ვორონცოვი ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ მისმა ქალიშვილმა მიიღო მისი ძველი მეგობრის, დედოფლის შტატს-დამის, ელისაბედ პემბრუკის ვაჟის — ჯორჯ ჰერბერტის, პემბრუკის მე-11 გრაფის წინადადება. საქმრო იყო 48 წლის ქვრივი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მას ორჯერ ჰქონდა ნათქვამი უარი რუსეთში ელჩობაზე და ირლანდიის ნაცვლობაზე, თუმცა იგი მეტად სარფიან და ბრწყინვალე პარტიას წარმოადგენდა.
ქორწილი 1808 წლის 25 იანვარს შედგა. ქალიშვილის ქორწინებაზე იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასგან ნებართვის თხოვნისას, გრაფი ვორონცოვი ყოველნაირად ცდილობდა, რომ უცხოელზე გათხოვებას ეკატერინასთვის სამეფო კარზე ზიანი არ მიეყენებინა. ინგლისის არისტოკრატიის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელთან ქორწინების წყალობით, გრაფინია ეკატერინამ თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ლონდონის საზოგადოებაში, რომელსაც ბავშვობიდან ახლოს იცნობდა.
მისი ოჯახური ცხოვრება გაწონასწორებულ და მშვიდ მეუღლესთან, რომელიც მის მსგავსად კარიერასა და მაღალსაზოგადოებრივ გართობას ოჯახურ წრესა და სოფლად ცხოვრებას ამჯობინებდა, წყნარად და ბედნიერად მიმდინარეობდა. დროის უდიდეს ნაწილს ისინი პემბრუკის მამულში, უილტონ-ჰაუსში (ვილტშირი) ატარებდნენ, რომლის მეზობლადაც დასახლდა გრაფი სემიონიც.
1817 წელს მათ უილტონ-ჰაუსში დიდ მთავარ ნიკოლოზს (მომავალ იმპერატორ ნიკოლოზ I-ს) უმასპინძლეს და ამ შემთხვევისთვის ეკატერინამ თავისი შვილებისთვის რუსული კოსტიუმები გამოიწერა.
1822 წლის თებერვალში ლედი პემბრუკი უბედური შემთხვევის გამო ლამის დაიღუპა. მიხეილ ვორონცოვი პეტერბურგში იტყობინებოდა, რომ მისი დის სიცოცხლე „შეიძლება ითქვას, ბეწვზე ეკიდა“ და, რომ არა „დოქტორ გრენვილის ოსტატობა და გადაწყვეტილება, ჩვენ დავკარგავდით ჩვენს საყვარელ კატენკას.“[7]
1827 წელს დაქვრივების შემდეგ, მან თავი მთლიანად შვილების აღზრდასა და მოხუცი მამის მოვლას მიუძღვნა, რომელიც მის ხელში გარდაიცვალა 1832 წელს. უილტონ-ჰაუსში ტურისტებს დღესაც აჩვენებენ მისი ყოფიერების ზოგიერთ ნივთს, მათ შორის რუსულ მარხილს.[8]
ეკატერინა ვორონცოვა გარდაიცვალა 1856 წლის 27 მარტს და დაკრძალულია უილტონის ეკლესიის აკლდამაში. მანამდე მან მოინახულა შვილები, რომლებიც უილტონის მამულში ცხოვრობდნენ, და დაბრუნდა თავის სახლში ლონდონში, გრაფტონ-სტრიტზე, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ითხოვა, საწოლის წინ მისი საყვარელი ძმის, მიხეილის პორტრეტი დაედგათ და მალევე მშვიდად აღესრულა.[9] იმავე წლის ნოემბერში, ოდესაში გარდაიცვალა მისი ძმა, მიხეილ ვორონცოვიც.
გრაფინია ეკატერინას ჰყავდა ერთი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Kindred Britain
- ↑ Архив князя Воронцова. Кн. 9. — თარგი:М., 1876.
- ↑ Алупка: Исторические очерки. — თარგი:М., 1997. — 159 с.
- ↑ Алупка: Исторические очерки. — თარგი:М., 1997. — 159 с.
- ↑ Русские портреты 18-19 столетий. — Т. 2. — Вып. 2. — № 43.
- ↑ Л.М. Аринштейн, Одесский собеседник Пушкина // Временник Пушкинской комиссии, Л: «Наука», 1979. — გვ. 64P. 160, 27250 ეგზ.
- ↑ ODHS Wilton Housel. ციტირების თარიღი: 2010-08-29
- ↑ Уголок России под Лондоном. ციტირების თარიღი: 2010-08-24