ეკათატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკათატი
สมเด็จพระเจ้าเอกทัศน์
ტაილანდის მეფე
მმართ. დასაწყისი: მაისი, 1758
მმართ. დასასრული: 7 აპრილი, 1767
წინამორბედი: უთუმფონი
მემკვიდრე: ტაქსინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: XVIII საუკუნე
დაბ. ადგილი: აიუთაია, ტაილანდი
გარდ. თარიღი: 1767
გარდ. ადგილი: აიუთაია, ტაილანდი
მამა: ბორომაკოტი
რელიგია: ბუდიზმი

ეკათატი (ტაი. สมเด็จพระเจ้าเอกทัศน์, ასევე სურიამარინი, สมเด็จพระเจ้าอยู่หัวพระที่นั่งสุริยามรินทร์, და ბორომარაჩა V) — აიუთაიის სამეფოს უკანასკნელი მეფე. მის დროს ბირმელებმა აიუთაია დაიპყრეს. თავად მეფე კი დაიღუპა დაპყრობიდან ძალიან მალე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადებისას მიიღო სახელი ანურაკ მონტრი. 1756 წელს ტახტის მემკვიდრე უფლისწული უპარაჩა თამათიბეტი გარდაიცვალა. ტახტის მემკვიდრეობისათვის ორი უფლისწული განიხილებოდა ანურაკი და მისი უმცროსი ძმა. მეფე ბორომაკოტი ანურაკს სახელმწიფოს მმართველად ვერ ნიშნავდა. ისტორიკოსები მას არასერიოზულ და უგუნურ ადამიანად ახასიათებენ. ამის გამო მეფე ბორომაკოტმა უმცროსი შვილი დანიშნა ტახტის მემკვიდრედ. 1758 წელს მეფის გარდაცვალების შემდეგ მან კიდეც დაიკავა ტახტი უთუმფონის (ბორომარაჩა IV) სახელწოდებით. მისი კანდიდატურა არ მოსწონდა მმართველ ელიტას, ამან დაპირისპირება გამოწვია მმართველ წრეებში, რის გამოც რამდენიმე თვეში უთუმფონი გადადგა და მნასტერში წავიდა, ხოლო ანურაკი სურიამარინის სახელით გახდა მეფე.

1759 წელს სიამის სახელმწიფოს თავს დაესხნენ ბირმელები. ამავე წელს მათ იერიში მიიტანეს დედაქალაქ აიუთაიაზე. მეფემ დახმარებისათვის მონასტერში წასულ ძმას მიმართა. გადამწყვეტი ბრძოლის დროს ბირმის მეფე ალაუნპაია სასიკვდილოდ დაიჭრა, ბირმის არმიამ ალყა მოხსნა და უკან გაბრუნდა.

1765 წელს ბირმელებმა ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. აიუთაიის სამეფოს ერთდროულად დაესხნენ თავს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. 1767 წელს ქალაქი აიუთაია დაეცა და სამეფომ არსებობა შეწყვიტა. მეფის ბედი ზუსტად არაა ცნობილი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მეფემ შეძლო ალყის გარღვევა, მეორე ვერსიით კი დაიღუპა ქალაქის განადგურების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • David K. Wyatt: Thailand A Short History. Silkworm Books, Chiang Mai 1984, ISBN 974-7047-44-6
  • Richard D. Cushman (David K. Wyatt Ed.): The Royal Chronicles Of Ayutthaya. The Siam Society, Bangkok 2000, ISBN 974-8298-48-5
  • B.J. Terwiel: Thailand’s Political History. From the Fall of Ayutthaya to Recent Times. River Books, Bangkok 2005, ISBN 974-9863-08-9