ეიცი
ეიცი | |
---|---|
სხვა სახელი | ეცი |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე | 42°50′21″ ჩ. გ. 41°52′55″ ა. გ. / 42.839333° ჩ. გ. 41.882083° ა. გ. |
შესართავი |
ჯვრის წყალსაცავი 42°49′37″ ჩ. გ. 41°59′54″ ა. გ. / 42.827000° ჩ. გ. 41.998500° ა. გ. |
![]() ![]() |
ეიცი[1], ეცი — მდინარე საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩაედინება ჯვრის წყალსაცავში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე ეიცი წარმოადგენს გამყოფ ზოლს მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შორის.
ისტორიკოს გერონტი გასვიანის სიტყვებით „მეფის მოხელეებთან მჭიდროდ შეკრულნი დადიანები სვანეთის მფლობელებს ხშირად ავიწროვებდნენ. მთავრობის მითითებით და სამხედრო მოხელე შახოვსკის უშუალო მონაწილეობით დადიშქელიანებს, ჯერ კიდევ, 1834 წელს როგორც ჩრდილოეთით, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთით დიდძალი მიწები ჩამოართვეს. ჩრდილოეთით დადიშქელიანებს ჩამოეჭრა კავკასიის ქედს იქით მდებარე მთელი ტერიტორია. თუკი დადიშქელიანების სამფლობელოს დასავლეთი საზღვარი ჯვართან ახლოს ცხვიმიზაგარზე („ცხვიმზაგელა“) გადიოდა, შემდეგ იგი მდინარე ეცამდე იქნა გადაწეული. კიდევ მეტი, მეფის უმაღლეს მოხელეთა საიდუმლო მითითებით ან უშუალო დასტურით ჩრდილო კავკასიის მფლობელებმა დადიშქელიანებს უარი განუცხადეს საბალახო ადგილების გამოყენებისათვის გადასახადების მიცემაზე“[2][3].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1973, გვ. 297
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 62.
- ↑ საქ. სსრ ცსსა, გმფ, ანაწ. 1, ს. 7, ფურც. 241-246
- ↑ გაბლიანი ეგნ., თავისუფალი სვანეთი, ტფილისი, 1927, გვ. 49