ეიჟა ვოლკმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიჟა ვოლკმენი Nico Vega-სთან ერთად.

ეიჟა ვოლკმენი (ინგლ. Aja Volkman; დ. 4 მარტი, 1980, იუჯინი, ორეგონის შტატი) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. ის ცნობილი გახდა, როგორც ამერიკული ინდი ჯგუფის Nico Vega-ს სოლისტი.[1] მან დენ რეინოლდსთან ერთად გამოუშვა EP ალბომი სახელწოდებით Egeptyian.[2]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეიჟა ვოლკმენი ჯეიმ ვოლკმენისა და როჯინ მანას შვილია. ის დადიოდა სამხრეთ იუგენის საშუალო სკოლაში და დაამთავრა 1998 წელს, 18 წლის ასაკში.[3] 2011 წლის 5 მარტს ეიჟა დაქორწინდა Imagine Dragons-ის სოლისტ დენ რეინოლდსზე[4]. მათ ჰყავთ 3 ქალიშვილი და ერთი ვაჟი: ეროვ ივ რეინოლდსი (დაიბადა 2012 წლის 18 აგვისტოს), ტყუპი გოგოები ჯია ჯეიმზ და კოკო რეი რეინოლდსები (დაიბადნენ 2017 წლის 28 მარტს) და ვალენტინ რეინოლდსი (დაიბადა 2019 წლის 1 ოქტომბერს).[5][6][7] 2018 წლის 26 აპრილს დენ რეინოლსმა განახცხადა, რომ 7 წლის ქორწინების შემდეგ, ისინი გაეყრას აპირებდნენ.[8] მომდევნო დღეს კი ეიჟამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.[9] თუმცა, 2018 წლის 6 ნოემბერს, Imagine Dragons-ის სინგლ “Bad Liar”-ის გამოსვლის შემდეგ, რეინოლდსმა განაცხადა, რომ ეიჟა და დენი ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს და აღნიშნა,რომ ეიჟა დაეხმარა სიმღერის დაწერაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nico Vega (2005-აგრძელებს მუშაობას)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეიჟა ვოლკმენი სცენაზე პირველად 2005 წელს სოლო პერფორმანსით წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრმა მაიკლ პენიამ ჯგუფი დატოვა მსახიობობის გასაგრძელებლად, 2007 წელს დენ ეპენდი (დრამერი) შეურთდა ჯგუფს და ჩამოყალიბდა ნიკო ვეგას ძირითადი სტრუქტურა.[10] ამის შემდეგ ბენდმა გამოუშვა EP-ის სერიები. მათ ასევე ხელი მოაწერეს MySpace Records-ის ჩანაწერებს. ორი წლის შემდეგ ნიკო ვეგამ გამოუშვა სადებიუტო ალბომი.[11] ამავე წლის ბოლოს ბენდი წარსდგა გასართობ პროგრამა Last Call with Carson Daly-ზე და ამის შემდეგ დაიწყეს ტური, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა. მათი სინგლი “Beast” პოპულარული გახდა 2013 წელს BioShock Infinite რეკლამის საშუალებით, რის შედეგადაც სიმღერას 5 მილიონზე მეტი გადმოწერა და სტრიმი ჰქონდა.[12]

ბენდის მეორე ალბომი, Lead to light, გამოვიდა 2014 წლის 22 ივლისს. ალბომის ერთ-ერთი სინგლი, „I believe” დაიწერა ეიჟას მეუღლესთან, დენ რეინოლდსთან ერთად, ხოლო ტრეკი „Lighting” ადამ ბრევინთან და ჯასთინ ვარფილდთან ერთად.[13][14]

Egeptyian (2010-2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს დენ რეინოლდსი და ეიჟა ვოლკემენი შეხვდნენ ერთმანეთს. დენმა ეიჟა მიიწვია, რათა რამდენიმე სიმღერის დასრულებაში დახმარებოდა.[15][15] ამის შემდეგ კი დაიწყო მათი კოლაბორაცია, რომელსაც შემდგომ Egyptian უწოდეს. მათ ჩაწერეს და გამოუშვეს 4 სიმღერა EP ალბომში.[16]

სოლო კარიერა (2015-აგრძელებს მუშაობას)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს რეინოლდსმა ახსენა რომ ვოლკემენი სოლო პროექტზე მუშაობდა.[17] სოლო ალბომი „Sandy” გამოვიდა 2017 წლის 19 მაისს, მთავარი სინგლით “My Man”. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ჯოშუა ჯეიმზი და პროდიუსერი ტიმ ედგარი.[18]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nico Vega[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nico Vega (2009)[19]
  • Lead To Light (2014)[20]

Egeptyian[16][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Egeptyian (2011)[16]

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-17. ციტირების თარიღი: 2020-02-17.
  2. https://web.archive.org/web/20130118051705/http://blogs.laweekly.com/westcoastsound/2012/07/nico_vega_imagine_dragons_dan_reynolds_aja_volkman-reynolds.php
  3. https://www.thefreelibrary.com/Nico+Vega+singer+finds+her+calling+on+a+different+stage.-a0169622234
  4. https://lasvegasweekly.com/ae/music/2013/feb/05/nico-vegas-aja-volkman-marrying-imagine-dragons-da/
  5. https://twitter.com/DanReynolds/status/1179099026374807554
  6. https://people.com/parents/imagine-dragons-dan-reynolds-welcomes-twin-daughters-gia-james-coco-rae/
  7. http://tothemotherhood.com/2012/12/aja-volkman-of-nico-vega/
  8. https://twitter.com/DanReynolds/status/989510456804077570
  9. https://www.instagram.com/p/BiD7qygF6E9/
  10. https://web.archive.org/web/20140224224213/http://www.utsandiego.com/news/2014/Feb/13/nico-vega-imagine-dragons-san-diego/
  11. https://www.allmusic.com/album/nico-vega-mw0000808526/credits
  12. https://web.archive.org/web/20170809213802/http://nicovega.com/press-release-nico-vega-launches-new-single-i-believe-kicks-off-tour-with-imagine-dragons/
  13. https://ew.com/article/2014/02/14/nico-vega-new-song-album-imagine-dragons/
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-09. ციტირების თარიღი: 2020-02-17.
  15. 15.0 15.1 https://web.archive.org/web/20131002214303/http://blogs.laweekly.com/westcoastsound/2012/07/nico_vega_imagine_dragons_dan_reynolds_aja_volkman-reynolds.php?page=2
  16. 16.0 16.1 16.2 https://itunes.apple.com/us/album/egyptian-ep/id433029207
  17. https://web.archive.org/web/20160520203635/http://www.purevolume.com/news/The-PV-QA-Imagine-Dragons-Interview-2015
  18. http://www.huffingtonpost.com/entry/single-review-my-man-aja-volkman_us_590a1684e4b05279d4edc1f0
  19. https://music.apple.com/us/album/nico-vega/624682271
  20. https://itunes.apple.com/us/album/lead-to-light/id897595442
  21. https://www.instagram.com/p/BTAS7z0g3TI/