ეიმერის შელფური მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიმერის შელფური მყინვარი
კოორდინატები: 69°45′ ს. გ. 71°00′ ა. გ. / 69.750° ს. გ. 71.000° ა. გ. / -69.750; 71.000
ფართობი 60 ათ. კმ²
სიგრძე 550 კმ
ეიმერის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
ეიმერის შელფური მყინვარი

ეიმერის შელფური მყინვარი — დიდი შელფური მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მდებარეობს ლარს კრისტენსენისა და ინგრიდ კრისტენსენის მიწებს შორის. წარმოადგენს მაკ-რობერტსონის მიწის ნაწილს. სიგრძე 550 კმ, ფართობი დაახლოებით 60 ათ. კმ².[1] სიმაღლე 25–50 მ, ყინულის სისქე ცვალებადობს 200–800 მ ფარგლებში. ყინულის ძირითად მასას აწვდის ლამბერტის გამომყვანი მყინვარი. გიგანტური აისბერგების მოწყვეტის გამო ფართობი ცვალებადობს.[2]

1963 წლის ბოლოს ან 1964 წლის დასაწყისში ეიმერის შელფურ მყინვარს მოწყდა ვეებერთელა სწორზედაპირიანი აისბერგი, რომლის ფართობმა შეადგინა დაახლოებით 10 ათ. კმ².[3] ერთი წლის შემდეგ აისბერგი ორ ნაწილად დაიშალა. 2019 წელს მოწყდა აისბერგი D28, რომლის სისქე 210 მ, მასა 315 მლრდ. ტ,[4] ხოლო ფართობი 1636 კმ² იყო.[5] თანამგზავრული სურათებით გამოირკვა, რომ 2019 წელს მყინვარის ზედაპირიდან გაქრა 600–750 მლნ. მ³ მოცულობის მქონე ტბა, რომელშიც ზაფხულის თვეებში მდნარი წყალი გროვდებოდა.[6]

ეიმერის შელფური მყინვარი აღმოაჩინა ბრიტანეთ-ავსტრალია-ახალ ზელანდიურმა ექსპედიციამ (BANZARE) დაგლას მოუსონის ხელმძღვანელობით 1931 წელს. სახელი ეწოდა ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის უილიამ ბენქს ეიმერის პატივსაცემად, რომელიც 1925–28 წლებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ავსტრალიაში.[7]

1933 წელს მყინვარზე პრეტენზია ავსტრალიამ გამოაცხადა.[8] 1971–74 წლებში მყინვარის რაიონში საბჭოთა ანტარქტიდულმა ექსპედიციებმა შეასრულეს კომპლექსური გეოლოგიურ-გეოგრაფიული კვლევები, რისთვისაც მყინვარზე შეიქმნა დროებითი თანამეგობრობის სადგური.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Amery Ice Shelf | Australian Antarctic Program www.antarctica.gov.au
  2. Словарь современных географических названий. — Екатеринбург: У-Фактория. 2006.
  3. Budd, W. 1966. The dynamics of the Amery Ice Shelf. J.Glaciol., 6(45), 335–358
  4. 315 billion-tonne iceberg breaks off Antarctica. BBC News. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2019
  5. Cox, Lisa. Giant iceberg breaks off east Antarctica. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2019
  6. Scientists detect sudden loss of large Antarctic lake aappartnership.org.au
  7. Fred G. Alberts. Geographic Names of the Antarctic. Second Edition, 1995
  8. Amery Ice Shelf | Encyclopedia Britannica www.britannica.com
  9. Большая советская энциклопедия | Шельфовый ледник Эймери