ეიბლიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეიბლიზმი (ინგლ. ableism) — უარყოფითი სოციალური წინასწარგანწყობა და დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების მიმართ.

არსობრივად, ეიბლიზმი არის იმის დაშვება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არასრულფასოვნები არიან და უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ტიპური განვითარების მქონე ადამიანები[1]. რასიზმისა და სექსიზმის მსგავსად, ეიბლიზმიც ადამიანთა ჯგუფზე სტერეოტიპების, მცდარი წარმოდგენებისა და განზოგადებული მიმართებების ერთობლიობაა. ამაზე დაყრდნობით, ადამიანებს მიეწერებათ ან ერთმევათ განსაზღვრული უნარები, ჩვევები და მახასიათებლები.

ეიბლიზმის გამოხატულებაა ნებისმიერი დებულება თუ ქცევა, რომელიც მიემართება შშმ პირს და აკნინებს ან დაბალ სტატუსს ანიჭებს მისი შესაძლებლობების გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Linton, Simi; Bérubé, Michael (1998) Claiming Disability: Knowledge and Identity. New York University Press, გვ. 9. ISBN 9780814751343.