შინაარსზე გადასვლა

ეთიოპიური კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეთიოპიური კალენდარი (ამჰ. የኢትዮጵያ ዘመን አቆጣጠር — ye'Ītyōṗṗyā zemen āḳoṭaṭer) — კალენდარი, რომელსაც გამოიყენებენ ეთიოპიაში. იგი გამოიყენება ასევე ეთიოპიისა და ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესიების, ერიტრეის კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიების მიერ.

კალენდარი დაფუძნებულია უფრო უძველეს, კოპტურზე, რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა ძველი ეგვიპტის კალენდრიდან, მაგრამ მსგავსება აქვს იულიუსის კალენდართან: იყენებს დამატებით დღეს ყოველ ოთხ წელიწადში. ეთიოპიის კალენდრით წელიწადი იწყება 30 აგვისტოს თუკი ის წელი ნაკიანია, მაგრამ ჩვეულებრივი წლის შემთხვევაში 29 აგვისტოს. კოპტური კალენდრის მსგავსად, ეთიოპიის კალენდარიც შედგება 12 თვისაგან, რომელთაგან თითოეული 30-დღიანია, თუმცა ასევე აქვს ხუთი დამატებითი დღე წლის ბოლოს.

ეთიოპიის კალენდარში წლების ათვლა იწყება ახალი წელთაღრიცხვის 8 აგვისტოდან, იულიუსის კალენდრის მიხედვით. ამრიგად, ეთიოპიაში ახალ ათასწლეული 2008 წლის 29 აგვისტოს (ახ. სტილით 11 სექტემბერს) დაიწყო.

ამჰარულ ენაზეკოპტურ ენაზეთვის დასაწყისი თვის დასაწყისი
ნაკიან წელში
መስከረም (Mäskäräm)Tut11 სექტემბერი12 სექტემბერი
ጥቅምት (Teqemt)Babah11 ოქტომბერი12 ოქტომბერი
ኅዳር (Hedar)Hatur10 ნოემბერი11 ნოემბერი
ታኅሣሥ (Tahsas)Kiyahk10 დეკემბერი11 დეკემბერი
ጥር (T’er)Tubah9 იანვარი10 იანვარი
የካቲት (Yäkatit)Amshir8 თებერვალი9 თებერვალი
መጋቢት (Mägabit)Baramhat10 მარტი10 მარტი
ሚያዝያ (Miyazya)Baramundah9 აპრილი9 აპრილი
ግንቦት (Genbot)Bashans9 მაისი9 მაისი
ሰኔ (Säne)Ba’unah8 ივნისი8 ივნისი
ሐምሌ (Hamle)Abib8 ივლისი8 ივლისი
ነሐሴ (Nähase)Misra7 აგვისტო7 აგვისტო
ጳጉሜ (Pagumän)Nasi6 სექტემბერი6 სექტემბერი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]