ეთიოპია-სომალის სასაზღვრო ომი (1964)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთიოპია-სომალის სასაზღვრო ომი (1964)

ეთიოპიელი ჯარისკაცები სომალის საზღვარზე, 1964
თარიღი 6 თებერვალი – 6 აპრილი, 1964[1][2]
(2 თვე)
მდებარეობა ოგადენი, ეთიოპია
შედეგი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
მხარეები
ეთიოპიის დროშა ეთიოპია
მხარდამჭერი:
აშშ-ის დროშა აშშ[3]
სომალის დროშა სომალი
მხარდამჭერი:
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე[4]
მეთაურები
ეთიოპიის დროშა ჰაილე სელასიე I
ეთიოპიის დროშა აკლილუ ჰაბტე-ვოლდი,
ეთიოპიის დროშა ამან მიკაელ ანდომი
ეთიოპიის დროშა ჯაგამა კელო
სომალის დროშა ადენ ადე
სომალის დროშა დაუდ აბდულე ჰირსი
სომალის დროშა მოჰამედ სიად ბარე
სომალის დროშა სალაად გაბეირე კედიე
ძალები
24,000–60,000 ჯარისკაცი [5][6] 4,600–11,000 ჯარისკაცი[7][5]
3,000–12,000 ოგადენის მეამბოხე[8]
დანაკარგები
1,000–2,000 მკვდარი (სავარაუდოდ, მოქალაქეების ჩათვლით) [9]

1964 წლის ეთიოპია-სომალის სასაზღვრო ომი — ორთვიანი კონფლიქტი სომალის რესპუბლიკასა და ეთიოპიას შორის. ბრძოლები მიმდინარეობდა საზღვარზე მრავალ ადგილას ოგადენის რეგიონში მეამბოხეებისადმი სომალის მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ეთიოპიის მმართველობიდან გამოყოფას და დიდი სომალის მმართველობის ქვეშ გაერთიანებას.[10] [11] [12]

ეს იყო პირველი კონფლიქტი სომალსა და ეთიოპიას შორის თანამედროვე ეპოქაში.[13]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთიოპიის ოგადენის რეგიონი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა

1960 წლის 1 ივლისს ბრიტანული სომალილენდის და სომალილენდის ნდობის ტერიტორიის დამოუკიდებლობისა და გაერთიანების შემდეგ, სომალის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დიდი სომალის გაერთიანება, რომელიც მოიცავდა სომალის რეგიონს ეთიოპიაში. სომალის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ეთიოპიის მთავრობამ, იგრძნო სომალისგან მომავალი საფრთხე, სასწრაფოდ გაგზავნა ჯარები ოგადენის რეგიონში სამხედრო ბაზების მოსაწყობად, 1960 წლის აგვისტოში გადაასახლეს და მოკლეს ასობით სომალელი, რომლებიც შეადგენდნენ ტერიტორიის ეთნიკურ უმრავლესობას. მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპიის ჯარები კარგად არ მიიღეს მოსახლეობაში, მათ კიდევ ჰქონდათ 2 წელი აჯანყებამდე.[14]

1962 წელს სომალის მთავრობა ეხმარებოდა ბეილის აჯანყების, რომელიც დაიწყო ეთიოპიაში სომალისა და ორომოს მოსახლეობაში. [15]

მცირე შეტაკებები დაიწყო 1963 წელს ეთიოპიის პოლიციასა და სომალელი მომთაბარეების შეიარაღებულ პარტიებს შორის. თანდათან იზრდებოდა საომარი მოქმედებების რაოდენობა.[16] მალევე, ოგადენში სომალელი საოლქო კომისრები გაათავისუფლეს და ჩაანაცვლეს ეთიოპიელებით, რამაც გამოიწვია ოგადენის სომალის „ეთიოპიიზაციის“ მცდელობის შიში. [14]

ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკამათოა, ვინ წამოიწყო პირველი სერიოზული შეჭრა, მაგრამ 1964 წლის თებერვლის დასაწყისში, სომალის ან ეთიოპიის არმიის ნაწილებმა გადაკვეთეს მოწინააღმდეგე მხარეების საზღვარი ჩრდილოეთ ოგადენში. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო კონფლიქტის ინიციატორი, მალე ორივე მხარემ შეიჭრა ერთმანეთის ტერიტორიებზე. [12]

4 თებერვალს, იმპერატორი ჰაილე სელასიე I უძღვებოდა მისი კაბინეტის საგანგებო სხდომას, რომელსაც მოჰყვა მეორე სხდომა 6 თებერვალს, ფართომასშტაბიანი შემოსევის შესახებ ცნობების შემდეგ. ადის-აბებას რადიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 300 მებრძოლიდან 30 სომალელი მოკლეს, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას ჯიგიგას პროვინციაში. [17] ეთიოპელები აცხადებდნენ, რომ 2000 სომალელი ჯარისკაცი შეიჭრა საარტილერიო აღჭურვილობით, რათა ზეწოლა მოეხდინათ ეთიოპიის 10 საგუშაგოზე, საზღვრის გასწვრივ. [18]

შეტაკებები ტოგ-ვაჯალეში /ტოგოჩალეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარასკევს, 7 თებერვალს, პირველი სერიოზული ბრძოლა მოხდა ქალაქ ჰარგეისასა და ჯიჯიგას სომალი-ეთიოპიის საზღვრის გასწვრივ. [19] [20] 8 თებერვალს ბრძოლები კვლავ გაჩაღდა სომალის სასაზღვრო სოფლის გარშემო. ტოგ-ვაჯალეში, ქვეყნის ჩრდილოეთით, ღამით შესვენების შემდეგ, როდესაც ეთიოპელებმა გააძლიერეს თავიანთი პოზიციები. სომალელებმა განაცხადეს, რომ ეთიოპიის თვითმფრინავმა დაარტყა სოფელს და პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადეს, რომ ეთიოპიის ჯარები შევიდნენ სომალიში და შეეჯახნენ სომალის სამხედროებს, მაგრამ ბრძოლა არ გავრცელებულა ტოგ-ვაჯალის მიმდებარე ტერიტორიის მიღმა.[18] [21]

როგორც სომალის, ასევე ეთიოპიის მთავრობებმა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა შეტაკებების შემდეგ. [21] [18] ეთიოპიის მთავრობამ სომალი დაადანაშაულა „ექსპანსიონისტურ ქმედებებში“, ხოლო სომალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეთიოპიას ბრალი დასდო „სომალის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაში“. [21] 9 თებერვალს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, უ ტანმა, გაუგზავნა სასწრაფო მიმართვა ორივე ერს, რათა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები. [22]

ორდღიანი ბრძოლის შემდეგ, ტოგ-ვაჯალესთან სასაზღვრო შეტაკებამ სერიოზული მასშტაბები შეიძინა. [23] [24] ეთიოპელებმა გაგზავნეს სადესანტო ასეული, ქვეითი ბატალიონი, საარტილერიო ბატარეა და მექანიზებული ოცეული M24 ტანკებით ტოგ-ვაჯალე/ტოგოჩალე-ში, ხოლო სომალელებმა გაგზავნეს მძიმე არტილერია და ტანკები. [11] [23] ეთიოპიის საჰაერო ძალებს ჰქონდათ სრული საჰაერო უპირატესობა , რადგან სომალის საჰაერო ძალები არ იყო კარგად აღჭურვილი. სომალის ძალებმა განაცხადეს, რომ მტრის რვა ტანკი განადგურდა პირველ ორდღიან ბრძოლაში და რომ ეთიოპიის საჰაერო ძალებმა არაერთხელ სცადა სომალის ქვეითი პოზიციების შეტევა. ორივე მხარე ჩაერთო სანგრების ომში, სომალის ნაღმტყორცნებმა პირდაპირი დარტყმა მიაყენეს საბრძოლო მასალის საწყობს, გაანადგურეს ეთიოპიის სამხედრო ბანაკი. [24] თავდაპირველ შეტაკებებში, ეთიოპელებმა განაცხადეს, რომ მოკლეს 400 სომალელი ჯარისკაცი და დაჭრეს 700, ხოლო ეთიოპიის დანაკარგების შესახებ წყაროები ვარაუდობენ, რომ 350 დაიღუპა, ნახევარი საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქების შედეგად. [22] [24]

სამშაბათს, 11 თებერვალს, სომალის მთავრობამ გასცა ბრძანება ეთიოპიელებთან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ ტოგ-ვაჯალეში . [25]

სამხრეთის შეტაკებები და აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცის შუამავლობის მცდელობები ცეცხლის შესაწყვეტად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის 12 თებერვალს ტოგ-ვაჯალეში ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბრძოლები გაგრძელდა სამხრეთით საზღვრის გასწვრივ, ბრძოლების უმეტესობა სომალის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. [26] ეთიოპიის საჰაერო ძალებმა დაიწყეს დარტყმები სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის გასწვრივ ქალაქ ფეერფეერისა და გალკაიოს წინააღმდეგ . [27] [28] [26] ეთიოპიის ძალებმა განაცხადეს, რომ იმ ღამეს სომალის არმიის ცხრა სატვირთო მანქანა გაანადგურეს. [28]

1964 წლის 15 თებერვალს სომალის მთავრობამ დაადანაშაულა ეთიოპია სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმაში და სოფლების დაბომბვაში, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რომელიც შუადღისას უნდა დაწყებულიყო, და განაცხადა, რომ 12 სხვადასხვა სოფელზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 117 მშვიდობიანი მოქალაქე. [29] ეთიოპიამ სომალელები დაადანაშაულა ეთიოპიაში არტილერიის დახმარებით თავდასხმაში შუადღის ვადის დასრულებამდე. [30] [29] ორშაბათს, 17 თებერვალს, როგორც ჩანს, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდა და სომალის პრემიერმა აბდირაშიდ ალი შერმარკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეთიოპიის საზღვარი მთელი დღის განმავლობაში მშვიდი იყო. [31] მალევე დაირღვა ზავი და ბრძოლა გაგრძელდა. კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტის მცდელობა იყო მარტის დასაწყისში, მაგრამ ორი დღის შემდეგ პირობა დაირღვა. [32]

საბოლოო შეტაკებები და ზავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის მარტის შუა რიცხვებში სომალმა და ეთიოპიამ კიდევ ერთხელ დაიწყეს მოლაპარაკებები ხარტუმში, სუდანი, რათა მოეგვარებინათ სასაზღვრო ომი აფრიკის მრავალი სახელმწიფოს მეთაურის მოთხოვნით. [14]

1964 წლის 30 მარტს სომალი და ეთიოპია შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და ბრძოლა 10 დღის შემდეგ ჩაცხრა. [12] კონფლიქტის ბოლო კვირის განმავლობაში ბრძოლის ბოლო შეტაკებები იყო ქალაქ დოლოში, სადაც ერთმანეთს უერთდება ეთიოპიის, სომალის და კენიის საზღვრები. [33] 1964 წლის 8 აპრილს ეთიოპიამ გამოაცხადა, რომ გაიყვანა მთელი თავისი ჯარი სომალის სადავო სასაზღვრო ზონიდან და დელეგაცია შეხვდა სომალის ოფიციალურ პირებს რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის დასაწყებად. [34] 1964 წლის 18 აპრილს ეთიოპია-სომალის ერთობლივმა კომისიამ დაასრულა სამეთვალყურეო ჯარების გაყვანა სამხრეთ სასაზღვრო ზონიდან და იგივე მოხდა ჩრდილოეთში. [35]

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, სომალი-ეთიოპიის ურთიერთობები დათბა და ორმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას ხარტუმში, სუდანი, შეთანხმდნენ, რომ გაიყვანონ ჯარები საზღვრიდან, შეწყვიტონ მტრული პროპაგანდა და დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.[36] [37] [38]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Somali Irredentism: An analysis of its causes and its impact on political stability in Somalia from 1960 -1991.
  2. FRUS 1964-68, Vol. XXIV: Horn of Africa. ციტირების თარიღი: 2022-01-13
  3. Lefebvre, Jeffrey (1998). „The United States, Ethiopia and the 1963 Somali-Soviet Arms Deal: Containment and the Balance of Power Dilemma in the Horn of Africa“. The Journal of Modern African Studies. 36 (4): 611–643. doi:10.1017/S0022278X98002870. JSTOR 161927. S2CID 154644957.
  4. Mekonnen, Teferi (2018). „The Nile issue and the Somali-Ethiopian wars (1960s–78)“. Annales d'Éthiopie. 32: 271–291. doi:10.3406/ethio.2018.1657.
  5. 5.0 5.1 Genesis of the civil war in Somalia.
  6. (22 October 2015) A Guide to Intra-state Wars, გვ. 613. ISBN 9780872897755. 
  7. (22 October 2015) A Guide to Intra-state Wars, გვ. 613. ISBN 9780872897755. 
  8. (22 October 2015) A Guide to Intra-state Wars, გვ. 613. ISBN 9780872897755. 
  9. (22 October 2015) A Guide to Intra-state Wars, გვ. 613–614. ISBN 9780872897755. 
  10. Ethiopia/Ogaden (1948-present).
  11. 11.0 11.1 Ayele 2014, p. 22.
  12. 12.0 12.1 12.2 International armed conflict since 1945 : a bibliographic handbook of wars and military interventions. 
  13. (2021) {{{title}}}. 
  14. 14.0 14.1 14.2 „SOMALIS TO MEET WITH ETHIOPIAS; Border‐Dispute Talks Open Tuesday—Hopes Slim“. The New York Times (ინგლისური). 1964-03-19. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-08.
  15. (1991) {{{title}}}. 
  16. Wings over Ogaden : the Ethiopian-Somali War 1978-1979. 
  17. „Selassie Consults Cabinet Over Somali Border Clash“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-07. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  18. 18.0 18.1 18.2 „100 SOMALIS SLAIN IN ETHIOPIA CLASH; 200 Are Reported Wounded as Border Fight Flares—Emergency Is Declared“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-08. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  19. „Somalis Clash on Ethiopian Border“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-08. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  20. „Artillery Fire Reported“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-17. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  21. 21.0 21.1 21.2 „Fighting Flares Anew“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-08. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  22. 22.0 22.1 „THANT ASKS PEACE ON SOMALI BORDER; 350 Ethiopians Reported Slain as Clash Widens‐African Parley Urged“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-10. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  23. 23.0 23.1 „Ethiopia Seeks Parley“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-10. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  24. 24.0 24.1 24.2 „Emergency in Somalia“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-10. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  25. „Somalia Orders Cease‐Fire“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-12. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  26. 26.0 26.1 „Conflict Spreading“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-13. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  27. Somali Irredentism: An analysis of its causes and its impact on political stability in Somalia from 1960 -1991.
  28. 28.0 28.1 „Article 2 and 3 -- No Title“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-13. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  29. 29.0 29.1 „Truce Is Reached For Somali Border“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-16. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  30. „Ethiopia Attacks Reported“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-16. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  31. „Somalia Terms Border Quiet“. The New York Times (ინგლისური). 1964-02-18. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-06.
  32. „Somali Border Fight Renewed“. The New York Times (ინგლისური). 1964-03-07. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-08.
  33. „Ethiopians and Somalis A gree To Border Truce and Pullback“. The New York Times (ინგლისური). 1964-03-31. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-08.
  34. „Ethiopian Force Quits Border“. The New York Times (ინგლისური). 1964-04-09. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-08.
  35. „Troop Withdrawal Pressed (Published 1964)“. The New York Times (ინგლისური). 1964-04-19. ციტირების თარიღი: 2022-09-08.
  36. Somalia profile - Timeline. BBC Africa (4 January 2018). ციტირების თარიღი: 14 May 2018
  37. Onwar. ციტირების თარიღი: 4 January 2018
  38. „Somalia‐Ethiopia Talk Held“. The New York Times (ინგლისური). 1964-10-17. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-09-08.