ეთერ ფაღავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ეთერ ფაღავა (დ. 13 მარტი, 1932, პარიზი) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი. XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი, საზოგადო მოღვაწე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორეოგრაფიას ეზიარა პარიზში. სასცენო მოღვაწეობა დაიწო 12 წლის ასაკში. ცნობილმა ქორეოგრაფმა მიიწვია თავის დასში და მისცა პატარა აკრობატის როლი 1945 წელს, რომელმაც აღაფრთოვანა საზოგადოება. 1947 წლიდან იყო "მონტე–კარლო გრან–ბალე"–ს მარკიზ დე კუევას საბალეტო დასი სოლისტი. 15 წლის ასაკიდან იყო სოლისტი, ბალეტის ისტორიაში კი ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა–სოლისტია. მან დააარსა საკუთარი საბალეტო დასი „Les Ballets Ethery Pagava“ 1970 წელს. ბუნებით ნოვატორი, ახალ გზებს ეძებდა საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისათვის. იგი იყო ერთ–ერთი პირველთაგანი, რომელმაც გაიტანა საბალეტო ცეკვა მასებში. თავისი იდეა განახორციელა "მუსიკისა და ცეკვის" თეატრთან და უდიდეს რეჟისორერთად. ისინი ღია ცის ქვეშ, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე მართავდნენ საბალეტო წარმოდგენებს, გარდა ამისა, 20 წლის მანძილზე ყველა სოციალური ფენის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დგამდა საბალეტო წარმოდგენებს, თავის მეუღლესთან, მომღერალ ჟაკ დუესთან ერთად. თანამშრომლობდა იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის დასებთან, ქორეოგრაფებთან – ჯ. ბალანჩინი, რ. პეტი, ჟ. სკიბინი, ჟ. შარა, ს. ლიფარი, კომპოზიტორებთან, მხატვრებთან, რეჟისორებთან. ეკუთვნის რეპერტუარები და შესრულებული როლები როგორიცაა: "მოხეტიალე კომედიანტები", "იუპიტერის სასიყვარულო თავგადასავლები", ჯ. ბალანჩინთან სომნანბულა, ჟ. სკიბინისთან "ვერონის ტრაგედია". დადგმები, საკუთარ დასში: "სამშვენისები" (1969), "ღამე" (1970), "სიტყვა" (1972); გასტროლები: თბილისი (1966), მოსკოვი, ლენინგრადი, მილანი, ამსტერდამი, ლონდონი, ედინბურგი, მადრიდი, ლისაბონი, ნიუ–იორკი, ქაირო-ში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 462

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]