ეთერ სახვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეთერ სახვაძე
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1923
თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 19 თებერვალი, 1988 (64 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი, მსახიობი

ეთერ სახვაძე (დ. 10 აგვისტო, 1923 — გ. 19 თებერვალი, 1988) — ქართველი პოეტი, ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთერ სახვაძე დაიბადა 1923 წლის 10 აგვისტოს, თბილისში. 1941 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა დაიწყო დუშეთის რაიონის სოფლებში, სამოღვაწეო ასპარეზად ჟურნალისტიკა აირჩია. მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ლიტმუშაკად და „ლიტერატურული საქართველოს“ პოეზიის განყოფილების გამგედ. პირველი ლექსები 1961 წელს, „ჟურნალ ცისკარში“ გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი 1966 წელს. გამოცემულია კიდევ ოთხი კრებული: „ლექსები“ (1971), „ცის სიახლოვე“ (1971), „ეს დღე“ (1986), „ბოლო სადგური“ (1995). მისი პოეტური სტილი გამოხატვის სითამამით და ღრმა წვდომით გამოირჩევა.

ეთერ სახვაძე გარდაიცვალა 1988 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, თბ., 2011.