ეთერ კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.
ეთერ კაკაბაძე
დაიბადა 17 ოქტომბერი, 1926 (1926-10-17) (92 წლის)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სფერო სკულპტურა
ცნობილი ნამუშევრები
  • „ჯაფარიძის პორტრეტი“
  • „ბიჭის პოტრეტი“
  • „დემობილიზებული“
  • „ნანა“
ჯილდოები

ეთერ კაკაბაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1926, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე.

ეთერ კაკაბაძემ დაამთავრა სამხატვრო აკადემია 1950 წელს. იყო რეპინის სახელობის სტიპენდიანტი. პედაგოგები: იაკობ ნიკოლაძე, სოსო ცაბაშვილი, სერგო ქობულაძე. ცნობილი ნამუშევრებია „ჯაფარიძის პორტრეტი“ (მარმარილო, 1953), „ბიჭის პოტრეტი“ (მარმარილო, 1953), „ნანა“ (ტერაკოტა, 1956), „დემობილიზებული“ (თაბაშირი, 1956). არის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი. დამსახურებული მხატვარი, პროფესორი. ღირსების ორდენოსანი. ორგზის მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. ხატვის კათედრის გამგე, მოადგილე, ფონდის ხელმძღვანელი. საგამოცდო კომისიის წევრი, რეცენზენტი, მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, მოსკოვის აღმოსავლეთ ქვეყნების მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ძეგლები საქართველოსა და რუსეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაკაბაძე ეთერ - (დაიბადა 1926 წელს). უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 10 მაისი, 2018.