ეზნიკ კოლბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეზნიკ კოლბელი
სომხ. Եզնիկ Կողբացի
სრული სახელი იეზნიკ კოღბაცი
დაბადების თარიღი მე-5 საუკუნე , 380 , 390 ან 400 წელი
დაბადების ადგილი კოღბი, ტავუშის რეგიონი, სომხეთი (დღევანდელი თურქეთი)
გარდაცვალების თარიღი 450-იანი ან 455-იანი წლები
საქმიანობა მთარგმნელი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი
ეროვნება სომეხი
Magnum opus Refutation of Sects

ეზნიკ კოლბელი (სომხურად: Եզնիկ Կողբացի, იეზნიკ კოღბაცი) — სომეხი ქრისტიანი მწერალი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი, რომელიც მოღვაწეობდა მე-5 საუკუნეში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეზნიკი დაიბადა ქალაქ კოღბში (დღევანდელი ტუზლუკა, ქალაქი თურქეთის აღმოსავლეთში), ტაიკის ისტორიულ პროვინციაში, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ დიდ სომხეთში 374-380 წლებში (ზუსტი თარიღი უცნობია). ის იყო ისააკ დიდ სომეხისა და წმინდა მესროპის მოსწავლე. მათი თხოვნით იგი ჯერ ედესაში, შემდეგ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, რათა სრულყოფილიყო სხვადასხვა მეცნიერებაში და შეეგროვებინა ან გადაეწერა ბიბლიური სირიული და ბერძნული ხელნაწერები და ეკლესიის მამათა ნაწერები. ბიზანტიაში ჩასვლისას სადაც იგი მთავარეპისკოპოსმა მაქსიმიანემ მიიღო. იგი სომხეთში დაბრუნდა ეფესოს პირველი კრების (431) შემდეგ. უცხოეთში მიღებული განათლების შედეგად კათოლიკოს საჰაკ ფარტევისთან ერთად შეასწორა ბიბლიის სომხური თარგმანი, რის შემდეგაც მისი, როგორც მთარგმნელის მოღვაწეობა იწყება.

ის ალბათ იგივეა ბაგრევანდის მხარის ეპისკოპოსის, ეზნიკისა, რომელიც მონაწილეობდა არტაშატის სინოდში 449 წელს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა იმისა, რომ იგი მუშაობდა ბიბლიის ახალ ვერსიასა და სხვადასხვა თარგმანებთან დაკავშირებით, მან შექმნა რამდენიმე ნაწარმოებიც, რომელთა შორისაა ,,სექტების წინააღმდეგ" ან ,,ღმერთის შესახებ". იგი დაიწერა 441 და 449 წლებში და შეიცავს ოთხ ნაწილს:

პირველში, წარმართთა წინააღმდეგ, ეზნიკი ებრძვის მატერიის მარადიულობას და ბოროტების არსებით არსებობას.

მეორეში იგი უარყოფს პარსეიზმის / ზოროასტრიზმის (განსაკუთრებით ზურვანიზმის) მთავარ დოქტრინებს.

მესამე მიმართულია ბერძენი ფილოსოფოსების რწმენის ასპექტების წინააღმდეგ (პითაგორაელები, პლატონისტები, პერიპატეტები, სტოიკოსები და ეპიკურელები). ეს არის ერთადერთი განყოფილება, რომელშიც ეზნიკი თავის არგუმენტებს იღებს ბიბლიიდან და არა გონივრულობიდან.

მეოთხე წიგნი არის მარკიონიზმის, როგორც დუალისტური ერესის, ექსპოზიცია და უარყოფა.

ნაშრომის ძირითადი თემაა თავისუფალი ნების მნიშვნელობა ქრისტიანულ თეოლოგიაში. ეზნიკი დიდ სიწრფელესა და ფართო ერუდიციას ავლენს. ეზნიკი აშკარად იცნობდა სპარსულ ენას (შუა სპარსული), ისევე როგორც ბერძნულ ლიტერატურას. მისი სომხური მხატვრული ლიტერატურა ყველაზე კლასიკური ტიპისაა, თუმცა საგნის ხასიათმა მას აიძულა საკმაოდ ბევრი ბერძნული სიტყვა გამოეყენებინა. წიგნი ასევე შეიცავს უამრავ საინტერესო ასპექტს, როგორიცაა ეზნიკის მიერ ასტრონომიის უარყოფა,[1] ასევე მისი გადახვევები ცხოველთა ქცევისა და ფსიქოლოგიის თემაზე.[2]

"სექტების წინააღმდეგ" ორიგინალი ხელნაწერი დაიკარგა: ნაწარმოები გადარჩა გლაძორის უნივერსიტეტში გადაწერილი ერთი შუა საუკუნოვანი წყაროს შედეგად. ეს ხელნაწერი ამჟამად მესროპ მაშტოცის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. "სექტების წინააღმდეგის" პირველი ბეჭდვის ასლი, როგორც წიგნი სმირნაში (ახლანდელი იზმირი) დაიბეჭდა 1762 წელს, დღესეობით კი ეს ექსპონატი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კრებულშია შენახული.[3] ვენეციის მეკარისტებმა გამოაქვეყნეს განახლებული გამოცემა 1826 წელს და კვლავ 1865 წელს. სულ ახლახან, სოფენ ბუკსმა გამოაქვეყნა "სექტების წინააღმდეგ", როგორც ქაღალდზე დაწერილი მოკლე ნაწარმოები 2019 წელს. ნაწარმოების წაკითხვა შესაძლებელია მთლიანად ინტერნეტის მეშვეობით.[4]

თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1853 წელს გამოქვეყნდა ლევაილან დე ფლორივალის ფრანგული თარგმანი სახელწოდებით ,,Réfutation des différentes sectes"

გერმანული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წელს გამოიცა გერმანული თარგმანი ჯ. მ. შმიდტის მეშვეობით. წიგნის გერმანული სახელწოდებაა ,,Eznik von Kolb, Wider die Sekten"

ინგლისური თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს გამოიცა მონიკა ბლანჩარდისა და რობინ დარლინგ იანგის სრული ინგლისური თარგმანი (სახელწოდებით ,,On God").

თომას სამუელიანის მიერ ინგლისურ ენაზე ნაწარმოების (შემოკლებული) თხრობა (სახელწოდებით ,,Refutation of the Sects") გამოქვეყნდა 1986 წელს და მისი წაკითხვა შესაძლებელია ინტერნეტით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eznik's Refutation of the Astrologers (Sophene Armeniaca). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  2. Eznik on Foresight (Sophene Armeniaca). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  3. The British Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-19. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  4. Against the Sects (Full-text in Classical Armenian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 2020-10-13.