ევფრატის ფარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევფრატის ფარი
Fırat Kalkanı
სირიის სამოქალაქო ომის და
თურქეთ-დაეშის კონფლიქტის ნაწილი
Western al-Bab offensive (2016) (within Northern Syria).svg
თარიღი 24 აგვისტო 201629 მარტი 2017
მდებარეობა ჯარაბულუსის ნაჰია, ჯარაბულუსის მინტაკა, თურქეთ–სირიის საზღვარი
შედეგი
  • თურქეთმა და სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ჯერაბლუსი და ნახევარი ათეული სოფელი გაათავისუფლეს.
  • თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეებსა და ქურთებს შორის შეტაკებების გამო ქურთები გადავიდნენ ევფრატის აღმოსავლეთში.
მხარეები
თურქეთის დროშა თურქეთი
ისლამური სახელმწიფო სირიის დემოკრატიული ძალები
მეთაურები
ზექაი აქსაკალი
ძალები
თურქეთის დროშა თურქეთი შეიარაღებული ძალები უცნობია უვნობია
დანაკარგები
3 დაჭრილი[2] 46 მოკლული
29 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ოპერაცია ევფრატის ფარი (თურქ. Operasyon "Fırat Kalkanı") ან ჯარაბულუსის ბრძოლა — საზღვრისპირა ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს მთელს სირიის საზღვარზე ქალაქ ჯერაბლუსთან, თურქეთის სამხედროების ოფიციალური განცხადებით,[3] სირიის თავისუფალი არმია, თურქეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერით, და ასევე სხვა შეიარაღებული ფორმირებების დახმარებით, ებრძვის როგორც ისლამურ სახელმწიფოს, ისევე სირიის დემოკრატიულ ძალებს (ქურთებს).

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რომელიც მიმდინარე ოპერაციის პირველ დღეს გააკეთა, ეს კამპანია ისლამური სახელმწიფოს და ქურთების (სირიის დემოკრატიულ ძალების) წინააღმდეგ მიმართულია, რომლებიც ტერორისტული ჯგუფებია და საფრთხეს უქმნიან თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში.[4][5] ოპერაციამდე, სირიის ქურთი ძალები მიიწევდნენ ჯერაბლუსამდე, მანბიჯში გამარჯვების შემდეგ.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]