ევსევი (ილინსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ევსევი ილინსკი (ეგზარქოსი))
მთავარეპისკოპოსი ევსევი

მთავარეპისკოპოსი ევსევი (ერისკაცობაში — ალექსი ალექსის ძე ილინსკი; დ. 1809, ბელგოროდი — გ. 1879, ტვერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (1 მარტი, 1858-8 დეკემბერი, 1877).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი ილინსკი დაიბადა კურსკის გუბერნიაში, მიახლოვებით 1808 წელს. 1834 წელს ბერად აღიკვეცა, 1835 წელს სწავლა დაასრულა კიევის სასულიერო აკადემიაში. იყო ჯერ კიევის, მერე ვილენსკის სემინარიის რექტორი. 1849 წელს იყო კოვენსკის ეპისკოპოსად, 1851 წ. პოდოლის ეპისკოპოსი.

1858 წლიდან 1877 წლამდე იყო საქართველოს ეგსარქოსი. 1865 წლის 30 აგვისტოს მიიღო ალმასის ჯვარი კუნკულზე სატარებლად. 1878 წელში გადაყვანილ იქნა ტვერის მთავარეპისკოპოსად, სადაც გარდაიცვალა 1879 წელს.

საქართველოში მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიეპისკოპოს ევსევის მოღვაწეობის პერიოდში ქართული საეკლესიო ქონების დაკარგვა განსაკუთრებულად ხშირი მოვლენა იყო. ილინსკის ხელშეწყობით ქართული საეკლესიო ქონება რუსი კოლექციონერების კერძო კოლექციებში ხვდებოდა. მაგალითად, 1860-ან წლებში ილინსკის დახმარებითა და მფარველობით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა, კერძოდ, ღვთისმშობლის ტიხრულ მინანქარში შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და იმ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერს, მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა.[1]1860 წელს დააარსა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Русский биографический словарь: В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896—1918

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ისიდორე
საქართველოს ეგზარქოსი
1858-1877
შემდეგი:
იოანიკე