ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ევროსასამართლო)
ბერლინის კედლის ნაწილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობის წინ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) — 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ.

ისტორია და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასამართლო დაარსდა 1959 წელს, როდესაც მისი პირველი წევრები აირჩია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად სასამართლო ზედამხედველობს მონაწილე სახელმწიფოების მხრიდან კონვენციით და მისი დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე. 1998 წლის 1 ნოემბერს გაუქმდა ადამინის უფლებათა ევროპული კომისია, რომელიც სასამართლოში შემოსულ საჩივართა საფუძვლიანობას ამოწმებდა და სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც სრულ განაკვეთიანი ორგანო ეს რეფორმა გამოწვეული იყო კონვენციაზე ახალი მხარეების მიერთებით და სასამართლოში შესული საჩივრების ოდენობის ზრდით.

კონვენციის მე-14 ოქმით გატარებული რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონვენციის მე-14 ოქმი ძალაში შევიდა, რომელსაც სასამართლოს სტრუქტურაში არაერთი ცვილება განახორციელა 2010 წლის 1 ივნისს,სამი თვის შემდეგ კონვენციის 14 ოქმის რატიფიკაცია ევროპის საბჭოს 47 ივე წევრმა მოახდინა. მე-14 ოქმის მიხედვით მოსმართლეები 9 წლის ვადით იქნებოდნენ არჩეული ხელახალი არჩევის უფელბის გარეშე განსხვავებით კონვენციის ძველი რედაქციისგან სადაც მოსამართლეები ხელახალი არჩევის უფლებით 6 წლის ვადით აირჩეოდნენ. მე-14 ოქმის თანახმად მოსამართლეს ერთპიროვნულად შეეძლო დაუშვებლად ეცნო საჩივარი, ასევე დაემატა ახალი საჩივრის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, კერძოდ, საჩივარი შეიძლებოდა გამოცხადებულიყო დასაშვებად, თუკი მომჩინვანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზარალი. შესწორებების თანახმად სამ მოსამართლისგან შემდგარ კომიტეტს შეეძლო დაუშვებლად გამოცხადებინა საჩივარი და ასევე გამოტანა გადაწყვეტილბა არსებითი მხარის შესახებ, თუკი გასახილველი საქმე უკვე კარგად გადაწყეტილი იყო სასამართოლოს პრეცედენტული სამართლით განსხვავებით ძველი რედაქციისგან, როცა არსებითი მხარის შესახებ გადაწყეტილებას მხოლოდ პალატა ან დიდი პალატა იღებდა. ამას გარდა მე-14 ოქმით გატარებული შესწორებების თანახმად ევროპულ კავშირს მიეცა უფლება გამხდარიყო კონვენციის წევრი.

მოსამართლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომათა დარბაზი

სასამართლო იმდენივე მოსამართლისგან შედგება რამდენიც მხარეცაა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (ამჟამად 47). კონვენციის თანახმად მოსამართლეებს უნდა ახასიათებდეთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და ან უნდა ფლობდნენ მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კვალიფიკაციას, ან იყვნენ აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნეები. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატისაგან შემდგარი სიიდან მოსამართლეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა ცხრა წლის ვადით ხელახალი არჩევის უფლების გარეშე მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდება თუ ის 70 წლის ასაკს მიაღწევს. . მოსამართლეები სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებენ თავიანთი ინდივიდუალური უფლებამოსილებით მოსამართლეები თავიანთი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია მათ დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან ან სრულგანაკვეთიანი სამსახურის მოთხოვნებთან; ამ პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეტს სასამართლო.

პლენარული სხდომა და ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლენრულ სხომაზე მოსამართლეები ირჩევენ სასამართლოს პრეზიდენტს ორ ვიცე-პრეზიდენტს სამი წლის ვადით. და სამდივნოს უფროსს 5 წლის ვადით.პლანარულ სხდომაზე მოსამართლეები იღებენ რეგლამენტს.

იურისდიქცია და პროცედურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ, ასევე სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი.

კერძო პირთა საჩივრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერძო პირის განცხადება სასამარართლოს ადმინისტრაციაში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა მომხსენებელ მოსამართლეს რომელსაც შეუძლია გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრის დაუშვებლობის შესახებ მომხსენებელი მისამართლე არ უნდა იყოს არჩეული იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა საჩივარში .განცხადება შეიძლება გამოცხადდეს დაუშვებლად მაშინ, როცა განცხადება ratione materiae, ratione temporis ან ratione personae პირობებს არ აკმაყოფილებს ან, როცა აპლიკანტმა არ ამოწურა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება, როცა გასულია 6 თვე საბოლოო შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, თუკი განცხადება ანუნიმურია ან ცილისმწამებულრი, თუკი გაცხადება კონვეცნიასთან და მის ოქმებთან შეუთავსებელია, უკვე განხილულია სასამრთლოს ან საერთაშორისო მოგვარების სხვა ორგანოს მიერ. პალატა იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილ სახელმწიფოთაშორის განაცხადთა დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ. სასამართლოში საქმეებს განიხილავენ ერთი მოსამართლე,სამი მოსამართლე კომიტეტში,შვიდი მოსამართლე პალატაში 17 მოსამართლე დიდ პალატაში. პალატაში და დიდ პალატაში ex officio მონაწილეობას იღებს ის მოსამართლე, რომელიც არჩეულია იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა საქმეში.

პროცედურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ მომხსენებელი მოსამართლე არ გამოიტანს გადაწყეტილებას განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ის წარადგენს მას კომიტეტში შემდგომი განხილვისთვის კომიტეტი დაუშვებლად აცხადებს მას ან გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ, თუკი საქმე უკვე გადაწყეტილია სასამრთლოს პრეცედენტული სამართლით. სხვა შემთხვევაში სასმართლო გადასცემს საჩივარს პალატას, რომელიც იღებს გადაწყეტილებას დასაშვებობის და საქმის არსებითი მხარის შესახებ სახელმწიფოთაშორისი დავის შემთხვევაში დასაშვებობას და საქმის არსებით მხარეს წყვეტს პალატა. თუკი პალატაში განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებისათვის სერიოზულ საკითხს, ან თუ პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეუთავსებელი შედეგი, პალატას უფლება აქვს, გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს თავისი იურისდიქცია გადასცეს დიდ პალატას, თუ საქმის არც ერთი მხარე ამის წინააღმდეგი არ არის. პალატის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია ითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით აკმაყოფილებს ამ თხოვნას, თუ საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან ზოგადი მნიშვნელობის სხვა სერიოზულ საკითხს. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა. სასამართლოს მოსმენები ღიაა, თუკი სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში სხვა რამ არ გადაწყვიტა.

სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას. თუკი მინისტრთა კომიტეტი თვლის რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ ემორჩილება სასამართლოს გადწყვეტილებას მიმართავს სასამართლოს მხარისთვის შეტყობინების შემდეგ, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ გადაწყეტილება აღსრულებულია მინისტრთა კომიტეტი ხურავს საქმეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს 1999 წლიდან. საქართველოდან სულ 3 მოსამართლე იყო წარდგენილი მინდია უგრეხელიძე (1999-2008), ნონა წოწორია (2008-2017), ლადო ჭანტურია (2017 დღემდე).

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის შენობა სადაც დღეს სასამართლო მუშაობს მდებარეობს საფრანგეთის ქალაქ სტარსბურგში. დაპროექტდა 1989 წელს კომპანია Richard rogers partnership ltd -ს (ლონდონი) მიერ მისი მშენებლობა დაიწყო 1991 წელს და დასრულდა 1994 წელს. ელიზაბედ II - მ 1991 წელს ხე დარგო საამშენებლო მოედნის მახლობლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]