ევროპული სიგანე


პირველი და მესამე რელსი: ლიანდაგის სიგანე 1524 მმ[1] (ფინეთი);
მეორე და მეოთხე რელსი: ლიანდაგის სიგანე 1435 მმ (შვედეთი).
ევროპული სიგანე (იმ ქვეყნებში, სადაც ის გამოიყენება ეძახიან „სტანდარტულ სიგანეს“ ან „სტეფენსონის სიგანეს“) — რკინიგზის ლიანდაგის სიგანე 1435 მმ-ის ტოლი. პირობითად ითვლება რკინიგზაში მსოფლიო ლიანდაგის სიგანის სტანდარტად.[2]
მსოფლიო რკინიგზის დაახლოებით 60 % იყენებს სტანდარტულ ლიანდაგის სიგანეს. ზუსტად ეს ლიანდაგის სიგანე იქნა მიღებული პირველი სამგზავრო ლივერპული-მანჩესტერის რკინიგზის ასაშენებლად ინჟინერ ჯორჯ სტეფენსონის მიერ. ფაქტიურად ლიანდაგის ეს სიგანე იყო ყველაზე ვიწრო ფართე ლიანდაგის ყველა მრავალრიცხოვანი სიგანეების ვარიანტებიდან და იყო არჩეული იქნა იმისათვის, რომ ძველი, უფრო ვიწრო ლიანდაგების გადაკერვას არ მოეთხოვა ხარჯები ხიდების, ყრილების და ჭრილების გადაკეთებაში, რადგან შეესაბამებოდა მაშინდელ ინგლისში საერთო მოხმარების ჩვეულებრივი ეტლების სიგანეს.[3] 20 წლის შემდეგ (1846 წელს) ლიანდაგის ეს სიგანე ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული იქნა სტანდარტის სახით და უნდა გამოყენებულიყო ახალი რკინიგზების მშენებლობის დროს.[3]
სტანდარტული ლიანდაგის სიგანის პროცენტი თანდათან იზრდება იმ ქვეყნების ხარჯზე, სადაც ლიანდაგის სიგანე სხვა იყო და ისინი გადაიკერა სტანდარტულზე.
სტანდარტული ლიანდაგის სიგანის ქსელები:
- ჩრდილოეთი ამერიკა: კანადა, აშშ, მექსიკა (სტანდარტული ლიანდაგის სიგანის მსხვილი ერთიანი ქსელი) და კუბა.
- სამხრეთი ამერიკა: (ურუგვაი, პერუ, ვენესუელა, ნაწილობრივ პარაგვაი და არგენტინა)
- ევროპა, გამოკლებით:
- საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, მონღოლეთი და ფინეთი (1520 მმ ან 1524 მმ),
- ირლანდია (1600 მმ),
- ესპანეთი და პორტუგალია (1668 მმ).
- ისრაელი
- თურქეთი, ირანი — ევროპასთან საერთო ქსელი.
- სირია, ერაყი (საერთო ქსელიდან ჩამოჭრილები სამხედრო მოქმედებების გამო)
- აზია: ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა, ლაოსი.
- ჩრდილოეთი აფრიკა (მავრიტანია, მაროკო, ალჟირი, ეგვიპტე, ნაწილობრივ ტუნისი)
- საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკა (გაბონი, კენია, ეთიოპია, ნიგერია, ნაწილობრივ ტანზანია)
- ავსტრალია (ძირითადი ხაზები)
ქვეყნებში, სადაც სტანდარტია ევროპულზე უფრო ფართე ლიანდაგის სიგანე — 1520 მმ, 1600 მმ და 1668 (1676) მმ, 1435 მმ-ან სტანდარტულ ლიანდაგის სიგანეს ჩვეულებრივ ხშირად ეძახიან „ვიწროს, მაგრამ ის ვიწრო არ არის, რადგანაც გამოიყენება მნიშვნელოვანი სიგრძის მაგისტრალურ რკინიგზებზე და რომელთა გაბარიტები, წონა და სიჩქარე შედარებადია სხვა ფართელიანდაგიანი რკინიგზის ხაზებთან. მსოფლიოს ჩქაროსნული რკინიგზების დიდი უმრავლესობა შენდება ზუსტად ამ ლიანდაგის სიგანეზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მონღოლეთის და ფინეთის გამოკლებით. უფრო მეტიც, თუ ქვეყნის რკინიგზის ძირითად ქსელს აქვს არასტანდარტული ლიანდაგის სიგანე, ჩქაროსნული რკინიგზები ხშირად შენდება 1435 მმ-ან სიგანეზე ადგილობრივი ნორმების საწინააღმდეგოდ, მაგალითად: ესპანეთში (ძირითადი ლიანდაგის სიგანე — 1668 მმ), იაპონიაში (ძირითადი ლიანდაგის სიგანე — 1067 მმ) და ინდოეთში მშენებარეები (ძირითადი ლიანდაგის სიგანე — 1676 მმ).

ტერმინი „ევროპული სიგანე“ ხშირად იხმარება პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმის გამო, რომ ზუსტად ეს ლიანდაგის სიგანე თავიდანვე გამოიყენებოდა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და ის „ერწყმის“ პოსტსაბჭოთა სივრცის სარკინიგზო ქსელს. მაგრამ მოძველებული ტერმინი „ევროპული სიგანე“ არ არის ზუსტი, რადგან ეს ლიანდაგის სიგანე გამოიყენება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ არსებობს ყველა კონტინენტზე და ამას გარდა მსხვილი ქსელები მდებარეობენ ევროპის ფარგლებს გარეთაც, ჩრდილოეთ ამერიკაში და აზიაში (ჩინეთი და სხვა). სხვა ქვეყნებში გამოიყენება ტერმინი „სტანდარტული სიგანე“ ან „სტეფენსონის სიგანე“.
თანამედროვე ეპოქაში ბევრი ქვეყანა რკინიგზების მცირე სიგრძის გამო ხშირად კერავენ ძველ ხაზებს სტანდარტულ ლიანდაგის სიგანეზე ან აშენებენ ახალს ამავე სიგანით (აფრიკის და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა), ასევე პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა (სადაც სტანდარტია — 1520 მმ ყველა სარელსო სისტემაზე), ყველა ახალი საქალაქო სარელსო სისტემა — ტრამვაი, მეტროტრამი და მეტროპოლიტენი შენდება ზუსტად 1435 მმ ლიანდაგის სიგანეზე, რაც აადვილებს მომსახურებას და აიაფებს მოძრავი შემადგენლობის შესყიდვას ცნობილი მწარმოებლებისგან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. მაგალითია — ინდოეთი: მაგისტრალური რკინიგზების ლიანდაგის სიგანეა 1676 მმ, მაგრამ მეტროსი და ტრამვაის — 1435 მმ, ფინეთი — ძირითადი ლიანდაგის სიგანეა 1524 მმ,[1] მაგრამ ტრამვაის ახალი სისტემისა — 1435 მმ. ასტანის მიწისზედა მეტროპოლიტენი ყაზახეთში აშენდა 1435 მმ-ან ლიანდაგის სიგანეზე.
ევროპული ლიანდაგის სიგანე საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპული ლიანდაგის სიგანე გამოიყენება საქართველოშიც, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაზე სადგურ ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე დაგებულია ერთლიანდაგიანი (მიწის ვაკისი აშენებულია ორი ლიანდაგისთვის) ევროპული სიგანის 1435 მმ-ანი ლიანდაგი რკინა-ბეტონის შპლებზე, UIC-60 ტიპის რელსებით, საერთო სიგრძით 24 კმ. სადგურ ახალქალაქში აშენებულია შტადლერის ტიპის 1520 მმ სიგანის ლიანდაგიდან 1435 მმ ლიანდაგის სიგანეზე ავტომატურად გადამყვანი დანადგარი. სატვირთო მატარებლები მოძრაობენ ორივე მიმართულებით უკვე 5 წელია (2025 წ.), ხოლო სახალხო მატარებლების მოძრაობა ჯერ არ დაწყებულა.
ევროპული ლიანდაგის სიგანე რუსეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად ისე მოხდა, რომ დონის როსტოვის ტრამვაის ლიანდაგის სიგანეა 1435 მმ.
რუსეთის ტერიტორიაზე ევროპული ლიანდაგის სიგანეა შემოდის:
- ჩრდილოეთ კორეიდან (სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელი ხასანი (რუსეთი) — ტუმანგანი (ჩრდილოეთი კორეა);
- ჩინეთიდან:
- პოლონეთიდან (კალინინგრადის რკინიგზა):
- კალინინგრადი (რუსეთი) — მამონოვო (რუსეთი) — ბრანევო (პოლონეთი). მატარებლებისათვის მოძრაობა ხორციელდება ვაგონების გადაყენების გარეშე.
- ჩერნიახოვსკი (რუსეთი) — ჟელეზნოდოროჟნი (რუსეთი) — სკანდავა (პოლონეთი).
თავის მხრივ, რუსული სიგანე შედის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე (ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი და პოლონეთი).
რუსეთის გარდა ანალოგიური სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელები არსებობს ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, მონღოლეთში, ყაზახეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში და ფინეთში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „The Sydney Morning Herald“. The Sydney Morning Herald. 23 May 1892. p. 4. ციტირების თარიღი: 14 August 2011 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ., a discussion of gauge in Australia დაახლ. 1892
- „Standard Railway Gauge“. Townsville Bulletin. 5 October 1937. p. 12. ციტირების თარიღი: 19 March 2014 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ., a discussion of the Roman gauge origin theory.
- Колея железных дорог.
- О разных колеях мира
- Совмещенная колея.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Keith Fender (2022-08-16). „European proposal to change rail gauge in Finland causes debate“. trains.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-18. ციტირების თარიღი: 2024-01-18. ციტატა: „Politicians in Finland have spoken out against a European Union (EU) proposal that would see Finland’s 5-foot gauge (1524mm) rail network at least partly rebuilt to standard gauge, or most likely dual 5foot/standard gauge, although some politicians and business organizations support the idea.“
- ↑ Краткие описания железных дорог некоторых зарубежных стран.[მკვდარი ბმული]
- ↑ 3.0 3.1 ВТ-ЭСБЕ|Узкоколейные железные дороги|Таненбаум, Абрам Севастьянович
- ↑ Россия обеспечивает КНР пути экспансии: переход на «китайскую» колею. ციტირების თარიღი: 2016-04-25