ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (ინგლ. European Court of Justice; ECJ) — მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს უმაღლსი ინსტანცია, რომლის გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს გასაჩივრებული. მოიცავს მართლმსაჯულების სასამართლოს, საერთო სასამართლოს და საჯარო სამსახურის სასამართლოს. მართლმსაჯულების სასამართლო შედგება 28 მოსამართლისაგან და 8 გენერალური ადვოკატისაგან. მოსამართლეები ინიშნებიან 6 წლით და მათი ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა დანიშვნა ასევე არის შესაძლებელი. გენერალური ადვოკატები სასამართლოს სრულფასოვანი წევრები არიან და მათ მოსამართლეების იდენტური სამართლებრივი სტატუსი გააჩნიათ. ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო დაარსდა 1952 წელს.[1]

სასამართლოში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს ორ ეტაპად: ესაა წერილობითი და ზეპირი ეტაპები. პირველ რიგში, დავის მონაწილე მხარეებს პროცესზე პასუხისმგებელ მოსამართლესთან შეაქვთ წერილობითი განაცხადი. მოსამართლე აჯამებს ამ განაცხადს და წერს დასკვნას. მეორე ეტაპზე იწყება საქმის ზეპირი მოსმენა. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, პროცესი შეიძლება გაიმართოს 3, 5, 13 ან ყველა მოსამართლის მონაწილეობით. მოსმენაში მონაწილეობენ გენერალური ადვოკატები, რომლებიც სვამენ კითხვებს და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას საქმესთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანა ხდება ხმათა უმრავლესობით და იკითხება საჯაროდ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]