ევროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევროპორტის ადგილმდებარეობა

ევროპორტი (Europoort) — საზღვაო პორტი ქალაქ როტერდამში. მდებარეობს მდინარეების მაასისა და რაინის შესართავის რაიონში, რომელთა ხარჯზე უკავშირდება ევროპის შიდა რეგიონებს: ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ნიდერლანდებს. 1962 წლისათვის როტერდამის პორტი იყო ყველაზე დატვირთული პორტი მთელ მსოფლიოში, ხოლო 1986 წელს პირველობა სინგაპურის პორტს დაუთმო. ევროპორტის ძირითად საქმიანობას შეადგენს ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მომსახურება, აგრეთვე ნახშირისა და მეტალურგიის მრეწველობის ხელშეწყობა. ამას გარდა, არის ავტომობილებისა და საკონტეინერო ტერმინალები.

ევროპორტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პორტია. მშენებლობა დაიწყო 1958 წელს, დასრულდა — 1964 წელს. აქვს ნავთობის, რკინის მადნის, ავტომობილებისა და სხვათა შენახვის რესურსი. ქალაქი როტერდამი წარმოადგენს ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის ერთ-ერთ წამყვან ცენტრს მთელს დასავლეთ ევროპაში. არის გემთსაშენი ვერფები, სანავსადგურო მოწყობილობის, ელექტროტექნიკური და ლითოდასამუშავებელი ქარხნები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]