ევროლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1958 წელს ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ წინადადებით ფიბა-მ დააწესა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდებოდა პრიზით - „ვერცხლის კალათი“. გათამაშების სისტემა მრავალჯერ შეიცვალა. 1958 - 1965 წლებში გუნდები თამაშობდნენ ოლიმპიური სისტემით, 1966-1976 წლებში მეოთხედფინლიდან იქმნებოდა ჯგუფები, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ ბრძოლას პრიზისათვის. 1977 წლიდან გუნდები პირველ და მეორე ეტაპზე ჯგუფებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში არკვევდა თასის მფლობელს.

2000 წლამდე ტურნირს ხელმძღვანელობდა ფიბა. 2000/2001 წლების სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო სტარტი აიღო ორმა ტურნირმა: ფიბას ,, სუპროლიგამ’’ და ახლად შექმნილი ულების (Union des Ligues Européennes de Basket) ,, ევროლიგამ’’. კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და წაგებული, როგორც ფინანსური , ისე სპორტული თვალსაზრისით ფიბა დარჩა. 2008/2009 წლების სეზონიდან მხარეები შეთანხმდნენ და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს ულები-ევროლიგა დაერქვა. გუნდები ჯერ ორ ეტაპზე ჯგუფებში არკვევენ ოთხ უძლიერესს, რომლებიც შემდგომ ერთ ქალაქში ოლიმპიური სისტემით ათმაშებენ მთავარ პრიზს.

საბჭოთა პერიოდში ამ ტურნირში სამჯერ მონაწილეობდა თბილისის ,,დინამო’’:

  • 1959/1960 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის ,,აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის ,,პოლონია’ (88-65, 64-61) და ფინალში დამარცხდნენ რიგის არმიელებთნ (51-61, 62-69).
  • 1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ,,სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის ,,დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66), ხოლო ფინალში დაამარცხეს მადრიდის ,,რეალი’’ (90-83).

დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.

  • 1962/1963 წლების გათამაშებაში დინამოელებმა მეოთხედფინალში დაამარცხეს მილანის ,,სიმენტალი’’ (65-70, 74-68), ხოლო ნახევარფინალში დამარცხდნენ მოსკოვის არმიელებთნ (59-76, 78-79).

გამარჯვებულები და ფინალისტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩატარების

ადგილი

გამარჯვებული ფინალისტი შედეგი
1958 რიგა, სოფია სკა რიგა, დროშა: სსრკ სსრკ, ლატვია ,,აკადემიკი’’ სოფია, დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 86 - 81, 84 - 71
1959 რიგა, სოფია სკა რიგა, დროშა: სსრკ სსრკ, ლატვია ,,აკადემიკი’’ სოფია, დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 79 - 58, 69 - 67
1960 თბილისი, რიგა სკა რიგა, დროშა: სსრკ სსრკ, ლატვია ,,დინამო’’ თბილისი, დროშა: სსრკ სსრკ, საქართველო 61 - 51, 69 - 62
1961 რიგა, მოსკოვი ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ , რუსეთი სკა რიგა, დროშა: სსრკ სსრკ, ლატვია 61 - 66, 67 - 62
1962 ჟენევა ,,დინამო’’ თბილისი, დროშა: სსრკ სსრკ, საქართველო ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 90 - 83
1963 მადრიდი, მოსკოვი ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ, რუსეთი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 69 - 86, 91 - 74, 99 - 80
1964 ბრნო, მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,სპარტაკი’’ ბრნო, დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 99 - 110, 84 - 64
1965 მოსკოვი, მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ, რუსეთი 88 - 81, 76 - 72
1966 ბოლონია ,,სიმენტალი’’ მილანი, იტალიის დროშა იტალია ,,სლავია’’ პრაღა, დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი 77 - 72
1967 მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,სიმენტალი’’ მილანი, იტალიის დროშა იტალია 91 - 83
1968 ლიონი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,სპარტაკი’’ ბრნო, დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 98 - 95
1969 ბარსელონა ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ, რუსეთი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 103 - 99
1970 სარაევო ,,ინისი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ, რუსეთი 79 - 74
1971 ანტვერპენი ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ, რუსეთი ,,ინისი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია 67 - 53
1972 თელ-ავივი ,,ინისი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია,ხორვატია 70 - 69
1973 ლიეჟი ,,ინისი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია ცსკა მოსკოვი, დროშა: სსრკ სსრკ, რუსეთი 71 - 66
1974 ნანტი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,ინისი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია 84 - 82
1975 ანტვერპენი ,,ინისი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 79 - 66
1976 ჟენევა ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 81 - 74
1977 ბელგრადი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია 78 - 77
1978 მიუნხენი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია 75 - 67
1979 გრენობლი ,,ბოსნა’’ სარაევო, დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ბოსნია-ჰერცეგოვინა ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალიის დროშა იტალია 96 - 93
1980 ბერლინი ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 89 - 85
1981 სტრასბურგი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი ,,სინუდინე’’ ბოლონია, იტალიის დროშა იტალია 80 - 79
1982 კიოლნი ,,სკიბი’’ კანტუ, იტალიის დროშა იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 86 - 80
1983 გრენობლი ,,ფორდი’’ კანტუ, იტალიის დროშა იტალია ,,ბეილი’’ მილანი, იტალიის დროშა იტალია 69 - 68
1984 ჟენევა ,,ბანკო დი რომა’’ რომი,იტალიის დროშა იტალია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 79 - 73
1985 ათენი ,,ციბონა’’ ზაგრები,დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ხორვატია ,,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 87 - 78
1986 ბუდაპეშტი ,,ციბონა’’ ზაგრები,დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ხორვატია ,,ჟალგირისი’’ კაუნასი, დროშა: სსრკ სსრკ 94 - 82
1987 ლოზანა ,,ტრასერი’’ მილანი, იტალიის დროშა იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 71 - 69
1988 გენტი ,,ტრასერი’’ მილანი, იტალიის დროშა იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 90 - 84
1989 მიუნხენი ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ხორვატია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 75 - 69
1990 სარაგოსა ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ხორვატია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 72 - 67
1991 პარიზი პოპ - 84 სპლიტი, დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია, ხორვატია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 70 - 65
1992 სტამბოლი ,,პარტიზანი’’ ბელგრადი,დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია,სერბეთი ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა,დროშა: ესპანეთი ესპანეთი 71 - 70
1993 ათენი ,,ლიმოჟი’’ლიმოჟი, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ,,ბენეტონი’’ ტრევიზო, იტალიის დროშა იტალია 59 - 55
1994 თელ-ავივი ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 59 - 57
1995 სარაგოსა ,რეალი’’ მადრიდი, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 73 - 61
1996 პარიზი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 67 - 66
1997 რომი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 73 - 58
1998 ბარსელონა ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალიის დროშა იტალია აეკ ათენი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 58 - 44
1999 მიუნხენი ,,ჟალგირისი’’ კაუნასი, ლიეტუვის დროშა ლიეტუვა ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალიის დროშა იტალია 82 - 74
2000 სალონიკი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 73 - 67
2001 ფიბა პარიზი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 81 - 67
2001 ულებ ბოლონია, ვიტორია ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალიის დროშა იტალია ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 68 - 85, 94 - 73, 80 - 60, 79 - 96, 82 - 74
2002 ბოლონია ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალიის დროშა იტალია 89 - 83
2003 ბარსელონა ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,ბენეტონი’’ ტრევიზო, იტალიის დროშა იტალია 76 - 65
2004 თელ-ავივი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი ,,სკიპერი’’ ბოლონია, იტალიის დროშა იტალია 118 - 74
2005 მოსკოვი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია, დროშა: ესპანეთი ესპანეთი 90 - 78
2006 პრაღა ცსკა მოსკოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 73 - 69
2007 ათენი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ცსკა მოსკოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი 93 - 91
2008 მადრიდი ცსკა მოსკოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 91 - 77
2009 ბერლინი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ცსკა მოსკოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი 73 -71
2010 ბერლინი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,დროშა: ესპანეთი ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი პირეოსი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 86 -68
2011 ბარსელონა ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ,,მაკაბი თელ-ავივი, ისრაელის დროშა ისრაელი 78 -70
2012 სტამბოლი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ცსკა მოსკოვი, დროშა: რუსეთი რუსეთი 62 -61


შენიშვნა: 1. 2000/2001 სეზონში ჩატარდა ორი ტურნირი. 2. გუნდებს რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ.დროშა: სსრკ სსრკ, ლატვია), პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას რომელასაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]