ევროპის ნიდერლანდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპის ნიდერლანდების რუკა

ევროპის ნიდერლანდები[1] (ნიდერლ. Europees Nederland) ან ნიდერლანდების ევროპული ნაწილი[2] — აღნიშნავს ნიდერლანდების იმ ნაწილს, რომელიც ევროპაში მდებარეობს. ტერმინი გამოიყენება 2010 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დაშლის შედეგად წარმოქმნილი კარიბის ნიდერლანდებისგან (კუნძულები: ბონეირი, საბა და სინტ-ესტატიუსი) ნიდერლანდების ევროპილი ნაწილის განსასხვავებლად.

განმასხვავებელი სახელი გამოიყენება გეოგრაფიული მდებარეობის და ასევე იმის გამო, რომ კარიბის ნიდერლანდების კანონმდებლობა განსხვავდება ევროპული ნიდერლანდების კანონმდებლობისგან.

ევროპის ნიდერლანდები შეადგენს მთელი ნიდერლანდების ფართობის 99 %-ს და წარმოადგენს მის ისტორიულ ტერიტორიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Poverty in the European Netherlands is increasing“, Sabanews, 6 December 2011. წაკითხვის თარიღი: 27 December 2011. 
  2. Convention extending the competence of authorities empowered to receive declarations acknowledging natural children. Treaty Database (ნიდერლ. Verdragenbank). Ministry of Foreign Affairs (Netherlands) (20 December 2011). წაკითხვის თარიღი: 27 December 2011.