ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს ევროპის საჭადრაკო კავშირმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 1957 წლიდან ტარდებოდა და ევროპულმა კავშირმა გადაწტყვიტა ქალთა გუნდებსაც მისცემოდათ საშუალება გამოევლინათ კონტინენტის უძლიერესი გუნდი. ფიდე ამ წინადადებას დაეთანხმა და გადაწყდა პირველი ასეთი ტურნირი ჩაეტარებინათ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში. მეორე ჩემპიონატის შემდეგ ტურნირი ტრადიციული გახდა და ყოველ ორ წელიწადში (არა ოლიმპიურ წლებში) ერთხელ იმართება. ტურნირის ჩატარების სისტემა უცვლელია: შვეიცარიული სისტემა 9 ტურად. პირველ 5 ჩემპიონატში დაფების რაოდენობა ორით განისაზღვრებოდა, ხოლო 2005წლიდან გუნდები უკვე ოთხ დაფაზე ხვდებიან ერთმანეთს.

ჩემპიონები და პრიზიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონატი ჩატარების თარიღი ჩატარების ადგილი მონაწილეთა რაოდენობა ჩატარების სისტემა დაფათა რაოდენობა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
I ჩემპიონატი 20 - 30 ნოემბერი 1992 დებრეცენი, უნგრეთის დროშა უნგრეთი 38 შ - 9 2 უკრაინის დროშა უკრაინა საქართველოს დროშა საქართველო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
II ჩემპიონატი 5 - 15 მაისი 1997 პულა, ხორვატიის დროშა ხორვატია 30 შ - 9 2 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი ინგლისის დროშა ინგლისი
III ჩემპიონატი 27 ნოემბერი - 8 დეკემბერი 1999 ბათუმი, საქართველოს დროშა საქართველო 36 შ - 9 2 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია რუმინეთის დროშა რუმინეთი
IV ჩემპიონატი 6 - 15 ნოემბერი, 2001 ლეონი, ესპანეთის დროშა ესპანეთი 32 შ - 9 2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი მოლდოვის დროშა მოლდოვა ინგლისის დროშა ინგლისი
V ჩემპიონატი 10 - 20 ოქტომბერი, 2003 პლოვდივი, ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 31 შ - 9 2 სომხეთის დროშა სომხეთი უნგრეთის დროშა უნგრეთი რუსეთის დროშა რუსეთი
VI ჩემპიონატი 30 ივლისი - 7 აგვისტო, 2005 გეტებორგი, შვედეთის დროშა შვედეთი 26 შ - 9 4 პოლონეთის დროშა პოლონეთი საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი
VII ჩემპიონატი 28 ოქტომბერი - 7 ნოემბერი, 2007 ირაკლისი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 30 შ - 9 4 რუსეთის დროშა რუსეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი სომხეთის დროშა სომხეთი
VIII ჩემპიონატი 21 ოქტომბერი - 30 ოქტომბერი, 2009 ნოვი სადი, სერბეთის დროშა სერბეთი 28 შ - 9 4 რუსეთის დროშა რუსეთი საქართველოს დროშა საქართველო უკრაინის დროშა უკრაინა
IX ჩემპიონატი 3 - 11 ნოემბერი, 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 28 შ - 9 4 რუსეთის დროშა რუსეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი საქართველოს დროშა საქართველო

დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრებმა ევროპის ცხრა ჩემპიონატის განმავლობაში 26 ქვეყნის 28 ნაკრებთნ (თითოჯერ შეხვდნენ საბერძნეთის მეორე და საქართველოს მესამე გუნდებს) ჩაატარა 81 მატჩი, საიდანაც მოიგო 49, ფრედ დაამთავრა 17 და წააგო 15 შეხვედრა. ამ 81 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითმაშეს 234 პარტია, საიდანაც მოიგეს 98, ყაიმით დაამთავრეს 96 და წააგეს 40 პარტია. ქართველებმა 1 მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, ოთხი - 3,5-0,5, 17 მატჩი - ორ ქულიანი (2-0, 3-1), ხოლო 27 - ერთქულიანი (2,5-1,5 და 1,5-0,5) სხვაობით. 17 მატჩი დაამთავრეს ფრედ (1-1 და 2-2). ერთქულიანი სხვაობით წააგეს 11, ხოლო ორქულიანი სხვაობით - 4 მატჩი.
  • დროშა: საქართველო საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 24 ნაკრებთან, ერთ ნაკრებთან (აზერბაიჯანი) თანაბარი ბალანსი და აგებს სამ (ლიტვა +0=1-1, ნიდერლანდები +0=0-1 და პოლონეთი +2=3-3) მეტოქესთან.
# მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური მედლები პირადი მედლები
1 ქეთევან არახამია 5 1992 - 2001, 2005 20 35 14 12 9 57,1 3 0
2 მაია ლომინეიშვილი* 5 1999-2007 18,5 33 11 15 7 56,1 1 1
3 ნინო ხურციძე 5 1999, 2003-2011 25,5 44 17 17 10 57,9 3 3
4 მაია ჩიბურდანიძე 3 1997, 2005 - 2007 13 19 8 10 1 68,4 2 4
5 ნანა ძაგნიძე 4 2003 - 2011 23 36 16 14 6 63,8 3 2
6 ნინო გურიელი* 2 1992, 1999 9 13 8 2 3 69,2 1 0
7 ნანა იოსელიანი* 2 1997 - 1999 9,5 16 6 7 3 59,4 1 2
8 სოფიო ნიკოლაძე 2 1999 - 2001 3 7 2 3 2 50,0 0 0
9 ქეთევან კახიანი 1 1992 4 5 3 2 0 80,0 1 1
10 ლელა ჯავახიშვილი 2 2007- 2011 14 22 8 12 2 63,6 1 1
11 სოფიკო ხუხაშვილი 1 2009 5 7 3 4 0 71,4 1 1
12 ბელა ხოტენაშვილი 1 2009 6,5 8 6 1 1 81,3 1 1
13 სალომე მელია 1 2011 5 7 4 2 1 71,4 1 1
14 ნაზი პაიკიძე 1 2011 1,5 5 1 1 3 30,0 1 0

შენიშვნა: *- ით აღნიშნულია მოჭადრაკეები, რომლებმაც ერთი ჩემპიონატი ითმაშეს საქართველოს მეორე ნაკრებში.

ამ მოჭადრაკეების გარდა საქართველოს მეორე და მესამე ნაკრებებში ითამაშა კიდევ სამმა მოჭადრაკემ. მათი შედეგები ასეთია:

# მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური მედლები პირადი მედლები
1 ინგა ჭარხალაშვილი 1 1999 4 5 3 2 0 80,0 0 1
1 სოფიო ტყეშელაშვილი 1 1999 3 6 3 0 3 50,0 0 0
3 დიანა დარჩია 1 1999 0 2 0 0 2 0,0 0 0