ევროპის აკადემიური ცენტრი
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ევროპის აკადემიური ცენტრი — 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია. დღემდე მისი პროგრამების ბაზაზე გადამზადდა 5000-მდე ადამიანი. ცენტრის მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა ინტელექტუალური და კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას. ევროპის აკადემიური ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებს.
სასწავლო საბუღალტრო პროგრამები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბუღალტრო და საგადასახადო საქმე + Oris დამწყები ბუღალტრებისათვის მოიცავს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლას. ყურადღება გამახვილდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებულ სამეურნეო ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად კორექტირებაზე.
- ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS -ში.
- ფინანსური და კორპორატიული ანგარიშგების კურსი მოქმედი ბუღალტრებისათვის: პროგრამა წარმოდგენილია ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) მოთხოვნათა შესაბამისად. თანამედროვე პირობებში კორპორაციები იძენენ დიდ მნიშვნელობას, ისინი ხასიათდებიან განსხვავებული ოპერაციებით, ინვესტიციებით შვილობილ და მეკავშირე საწარმოებში, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის აუცილებლობით და სხვა. საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება კორპორაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხების შესწავლა, რასაც ეძღვნება აღნიშნული კურსი.
- ბიზნესის კანონმდებლობის შემსწავლელი კურსის გავლა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვთ მიიღოს სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში.
- აუდიტის პრაქტიკული კურსები. მიზანი: დაინტერესებულ პირებს ხელი შეუწყოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) გამოყენებაში პრაქტიკაში, საკუთარი თავის რეალიზებაში ამა თუ იმ საწარმოს სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის დამოუკიდებლად მართვასა და კონტროლში.
გაცვლითი კულტურული პროგრამები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაცვლითი პროგრამების მიზანია, ორგანიზება გაუწიოს მოტივირებული ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა სემინარზე გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩაუტარდებათ თრენინგები არაფორმალურ განათლების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კულტურის და სხვა ფასეულობების გაცონას.
ინგლისური ენის კურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპის აკადემიურ ცენტრში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის კურსები. ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
- ზოგადი ინგლისური
- საკომუნიკაციო ინგლისური
- ბიზნეს ინგლისური
- იურიდიული ინგლისური
- IELTS/ TOEFL მოსამზადებელი კურსი
- ინგლისური ენის სასწავლო კურსი Way Ahead ბავშვებისათვის
იტალიური ენის კურსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროგრამა არის იტალიური ენის მულტიმედიური კურსი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს იტალიურ ენას ელემენტარულ დონეზე და თანამედროვე მეთოდებით სურს საფუძვლიანად დაეუფლოს ენას საკომუნიკაციო დონეზე. გაიმდიდროს ლექსიკა, გააღრმავოს გრამატიკის ელემენტები, რათა შეძლოს საუბარი ნებისმიერ სიტუაციაში და აგრეთვე გაეცნოს ამ ენის კულტურასა და ცივილიზაციას.
კომპიუტერული პროგრამები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპის აკადემიურ ცენტრში ყოველწლიურად კომპიუტერულ განათლებას იღებს 300-მდე მსმენელი, შექმნილია და პერიოდულად იხვეწება სხვადასხვა დანიშნულებისა და ხანგრძლივობის კომპიუტერული კურსები, ამათგან, განსაკუთრებით, აღსანიშნავია:
- საოფისე პროგრამები
- ქსელები და ადმინისტრირება
- ვებ პროგრამირება
- კომპიუტერული ინჟინერია
- კომპიუტერული გრაფიკა
- არქიტექტურული პროგრამები
- საინჟინრო პროგრამები
სამართლის პრაქტიკული კურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპის აკადემიურ ცენტრში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება სტაჟირების სისტემა, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. უკვე სამი წელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ფუნქციონირებს სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი.
- პრაქტიკული კურსი სამოქალაქო სამართალში
- პრაქტიკული კურსი სისხლის სამართალში
- პრაქტიკული კურსი ადმინისტრაციულ სამართალში
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება
- მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება
- საგადასახადო კოდექსის ვრცელი და ინტენსიური კურსი
- ბიზნეს (კერძო) სამართალი
- სახელშეკრულებო სამართალი
დამფუძნებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბექა ქანთარია, იურისტი, სამართლის დოქტორი (თსუ), საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი (საჯარო სამართალი);
- ეთერ სანაია, იურისტი, ფინანსისტი, სერთიფიცირებული აუდიტორი, შპს. "Business Agency" დამფუძნებელი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-12-03 საიტზე Wayback Machine.