ევროვიზიის სიმღერის ბავშვთა კონკურსი 2016
იერსახე
ევროვიზიის სიმღერის ბავშვთა კონკურსი 2016 „ჩახუტება“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
თარიღები | ||||
ფინალი | 20 ნოემბერი 2016 | |||
მასპინძელი | ||||
ღონისძიება | ვალეტა ![]() | |||
წამყვან(ებ)ი | ბენ კამილა ვალერიე ველა | |||
რეჟისორი | ჯონ ბანდი | |||
აღმასრულებელი ხელმძღვანელი | ჯონ ულა სანი | |||
მასპინძელი მაუწყებელი | მალტის საზოგადოებრივი მაუწყებელი | |||
შუალედური წარმოდგენა | პოლი გენოვა დესტინი ჩუკუნიერე Jedward საერთო სიმღერა „ჩვენ“ | |||
მონაწილეები | ||||
მონაწილეთა რაოდენობა | 17 | |||
დებიუტანტი ქვეყანა | არა | |||
დაბრუნებული ქვეყნები | ![]() ![]() ![]() | |||
გასული ქვეყნები | ![]() ![]() ![]() | |||
ხმის მიცემა | ||||
ხმის მიცემის სისტემა | თითოეული ქვეყანა საუკეთესო 10 სიმღერას აფასებს 12, 10, 8–1 ქულით ორ ნაწილად, პროფესიონალური ჟიურის შეფასებითა და ბავშვთა ხმებით. | |||
გამარჯვებული სიმღერა | ![]() მარიამ მამადაშვილი | |||
ევროვიზიის სიმღერის ბავშვთა კონკურსი | ||||
|
ევროვიზიის სიმღერის ბავშვთა კონკურსი 2016 — მეთოთხმეტე ყოველწლიური ბავშვთა ევროვიზია, რომელიც ჩატარდა „ხმელთაშუაზღვის საკონფერენცია ცენტრში“, ვალეტაში, მალტაში. 2014 წლის შემდეგ ეს იყო მეორე ბავშვთა ევროვიზია, რომელსაც მალტამ უმასპინძლა. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა ჯონ ულა სანი მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვლადისლავ იაკოვლევმა დატოვა თანამდებობა.
კონკურსში გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც მარიამ მამადაშვილი სიმღერით „მზეო“ წარადგენდა. ეს იყო მესამე გამარჯვება (2008 და 2011 შემდეგ). საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც კონკურსში სამჯერ გაიმარჯვა.