ევრინომე (ოკეანიდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ევრინომე (ოკეანიდი)
Greek Eros vase.png

მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სქესი: მდედრობითი
მამა: ოკეანოსი
დედა: ტეთისი (მითოლოგია)
მეუღლე: Ophion[1]
შვილები: Euphrosyne, Thalia, აგლაია, Charites და ასოპოსი
გამოსახულებები

ევრინომე (ძვ. ბერძნ. Εὐρυνόμη) — ძველი ბერძნული რელიგიური ღვთაება, ერთ-ერთი ოკეანიდი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ საკურთხეელთან მდინარეების — ნედასა და ლიმაქსის შესართავის მახლობლად, დღევანდელ პელოპონესში. მისი აღმნიშვნელი იყო ქალთევზას მსგავსი ქანდაკება. როგორც ბერძენი მოგზაურის, პავსანიას ცნობით, ძირითადად მას მოიხსენიებდნენ როგორც ოკეანეს ასულს. ჰესიოდეს მიხედვით — მას ზევსისგან ეყოლა ქარიტების (გრაციები). [2][3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „ევრინომე“ ჩვეულებრივ იყოფა, როგორც ევრი-ნომე (Eury-nome), სადაც ევრი „ფართოს“ ნიშნავს. დაბოლოება „ნომე“ არ გვხვდება არცერთი მიკენელი ქალის გვარში. ამავე დაბოლოების ფესვი არის პროტო-ინდო-ევროპული სიტყვა „nem“, ან ბერძნული „nemein“ — განაწილება. ამ დაბოლოებაში აგრეთვე უამრავი თვისება შედიოდა. ევრინომეს შემთხვევაში ეს იყო „მოხეტიალე“ და „მმართველი“.

რობერტ გრეივზი ევრინომეში ხედავდა მთვარის ქალღმერთს, რომელიც წინარებერძნული ნეოლითურ ევროპაში დედა ქალღმერთი იყო. ამ შემთხვევაში, მისი სახელის დაბოლოება მომთაბარეს (nomad) ნიშნავს, მომთაბარეს, რომლიც დახეტიალობს და ეძებს საძოვარ მიწებს შინაური ცხოველების გამოყენებისთვის დანაწილებადი იქნება. მთვარე მოხეტიალედ უნდა ჩაითვალოს. სხვა განმარტებით, nome არის მმართველი.

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰესიოდეს განმარტებით, ათენა და არტემიდა აფასებდნენ მის პიროვნებას, რადგან გამოირჩეოდა დიდი ჭკუით და სიწმინდით, თუმცა აფროდიტეს სძულდა. ამან ღმერთების სამყაროში არეულობა და უამრავი უსიამოვნება გამოიწვია: აფროდიტემ ევრინომე ზევსს შეაყვარა, რათა ეჭვიან ჰერას მისთვის სიცოცხლე გაემწარებინა. ჰერამ კი ადონისს შერთო. ამის გაგების შემდეგ ზევსი განრისხდა და ადონისი მეხით განგმირა. არტემიდამ ევრინომე ფარშავანგად აქცია და მერე ისევ ადამიანის სახე მისცა. ზევსი მუდამ მფარველობდა ოკეანიდას.

ევრინომე საკმაოდ ძველი ღვთებაა. იგი ასოპოსის, წყლის ღმერთის დედაა, დაღუპვას გადაარჩინა ყრმა ჰეფესტო, ხოლო აპოლოდორეს მიხედვით, ცოტა ხნის განმავლობაში ოფიონთან ერთად ოლიმპოს ტახტსაც განაგებდა, სანამ კრონოსმა და რეამ არ სძლიეს. როგორც ოფიონის მეუღლე, ორფიკული მოძღვრობით მსოფლიო წარღვნასაც განასახიერებს. მას და ოფიონს შვილები არ ეყოლათ, თუმცა ზევსს ქარიტები გაუჩინა. [4]

თაყვანისცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთება ევრინომეს თაყვანს სცემდნენ მდინარეების — ნედასა და ლიმაქსის შესართავთან არსებულ საკურთხეელთან. მისი ქსოანონი, რომლის ნახვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როდესაც მისი საკურთხევლი წელიწადში ერთხელ იხსნებოდა, იყო ხის ქანდაკება, რომელიც შემკული იყო ოქროს ჯაჭვებით. ამ ქანდაკების ზედა ნაწილი ქალს, ხოლო ქვედა ნაწილი თევზს გამოხატავდა. [[5] მისი შვილი, ასოპოსი, წყლის და სიკონიის ერთ-ერთი დინების ღმერთი იყო. თევზისკუდა ქალღმერთ ევრინომეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ არკადიელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 157, თბ., 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]