შინაარსზე გადასვლა

ევპრაქსია კიეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევპრაქსია კიეველი
ფაილი:ევპრაქსია კიეველი.jpg
საღვთო რომის იმპერატრიცა
გერმანიის დედოფალი
მმართ. წლები: 1089-1105
წინამორბედი: ბერთა სავოიელი
მემკვიდრე: მატილდა ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1070
გარდ. თარიღი: 20 ივლისი, 1109, (37-38 წლის)
მეუღლე: ჰაინრიხი, ნორდმარკის მარკგრაფი
ჰაინრიხ IV, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: რიურიკოვიჩები
მამა: ვსევოლოდ I, ჩერნიგოვის მთავარი
დედა: ანა პოლოვეცკაია
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა
შემდეგ კათოლიციზმი

ევპრაქსია კიეველი (რუს. Евпраксия), აგრეთვე ცნობილია როგორც ევპრაქსია ვსევოლოდის ასული (რუს. Евпраксия Всеволодовна) და ადელჰაიდ კიეველი (გერმ. Adelheid von Kiew; დ. 1070 — გ. 20 ივლისი, 1109) — რიურიკოვიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ჩერნიგოვის მთავრის ასული. საღვთო რომის იმპერატრიცა და გერმანიის დედოფალი 1089-1105 წლებში როგორც ჰაინრიხ IV-ის მეუღლე.

ევპრაქსია დაიბადა 1070 წელს. იგი იყო ჩერნიგოვის მთავარ ვსევოლოდ I კიეველისა და მისი მეუღლის, ყუბანელი პრინცესის, ანა პოლოვეცკაიას ქალიშვილი. უცნობია, თუ როდის მიათხოვეს იგი ნორდმარკის მარკგრაფ ჰაინრიხს, მაგრამ ცნობილია, რომ ევპრაქსია საქსონიაში აქლემების ქარავნით ჩავიდა და თან დიდი სიმდიდრე გაიყოლა მზითვად.

უკვე 1087 წელს ჰაინრიხი გარდაიცვალა, წყაროების მიხედვით კი სწორედ მის დაკრძალვაზე შეხვდა იმპერატორი ჰაინრიხ IV პირველად ევპრაქსიას, რომელიც ამ დროს 17 წლის იყო. იგი მოიხიბლა ახალგაზრდა ქვრივის სილამაზით და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. 1088 წელს ჰაინრიხ IV და ევპრაქსია დაინიშნენ, უკვე 1089 წლის 14 აგვისტოს კი დაქორწინდნენ, რასაც იმ დღესვე, ქალაქ კელნში მოჰყვა ევპრაქსიას საღვთო რომისა და გერმანიის დედოფლად კურთხევა. როგორც ცნობილია, ქორწინების შემდგომ მან კათოლიციზმი მიიღო, რის გამოც გერმანელებმა სახელი შეუცვალეს და ადელჰაიდი დაარქვეს.

თავდაპირველი ეიფორიის გადავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადელჰაიდისა და ჰაინრიხის ქორწინება უიღბლო იყო, რადგან წყვილი საერთოდ ვერ უგებდა ერთმანეთს. იმპერატორმა მეუღლე ურწმუნოებაში დაადანაშაულა, რის გამოც საბოლოოდ იგი გერმანიიდან გააძევა და იტალიაში, ქალაქ ვერონაში ჰყავდა გამოკეტილი. როგორც ცნობილია, დედოფალმა ადელჰაიდმა 1094 წელს მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა, რის შემდეგაც „ბიძნურ ცხოვრებას ეწეოდა“, თუმცა ზუსტად რა სახისას, უცნობია.

1095 წელს პიაჩენცაში ადელჰაიდი რომის პაპ ურბან II-ს შეხვდა, რა დროსაც პაპმა აღნიშნა, რომ დედოფალი გარყვნილი ცხოვრების წესს მისდევდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ იგი პროსტიტუციაში იყო ჩაბმული. ჰაინრიხ IV-მ ყველაფერი წვრილად გამოიკითხა, თუმცა დედოფლის ასეთი ქმედება მაინც ვერ დასტურდება. ისტორიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჰაინრიხმა გაიმოიგონა, რადგან ევპრაქსიასთან გაშორება სურდა.

როგორც ცნობილია, დედოფალი ადელჰაიდი შეგნებულად ღალატობდა ქმარს მის მოსისხლე მტერთან, საქსონიის ჰერცოგთან, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჰერცოგს დედოფალი ტყვედ ჰყავდა და ძალით აუპატიურებდა. მას შემდეგ, რაც პაპმა ჰაინრიხსა და ადელჰაიდს ჯვარი აჰყარათ, მასზე წყაროებში აღარაფერს წერენ. ამის შემდეგ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი მშობლიურ კიევში დაბრუნდა, სადაც 1109 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა, 37-38 წლის ასაკში.

  • Gerd Althoff: Heinrich IV. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2006, ISBN 978-3-534-11273-9 (insbesondere S. 207–219. Althoff bietet eine differenziertere Sichtweise der Rolle und der Handlungsmotive von Praxedis/Adelheid, die in der deutschen Geschichtsforschung diffamiert worden ist.)
  • Kurt-Ulrich Jäschke: Notwendige Gefährtinnen. Königinnen der Salierzeit als Herrscherinnen und Ehefrauen im römisch-deutschen Reich des 11. und beginnenden 12. Jahrhunderts. Dadder, Saarbrücken 1991, ISBN 3-926406-56-9
  • August Nitschke: Adelheid (Eupraxia, Praxedis). In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 58.
  • Hartmut Rüß: Eupraxia - Adelheid. Eine biographische Annäherung, in: Jahrbücher für Geschichte Osteuropas, Bd. 54 (2006), S. 481–518.
  • Theodor Schieffer: Adelheid (Eupraxia, Praxedis). In: Lexikon des Mittelalters (LexMA). Band 1, Artemis & Winkler, München/Zürich 1980, ISBN 3-7608-8901-8, Sp. 146.
  • Ernst Seraphim: Eupraxia-Adelheid – Eine Kiewer Großfürstin auf dem deutschen Kaiserthron. Bericht aus Dichtung und Wahrheit. Königsberg i. Pr. 1938