ევოლუციური ნეირომეცნიერება
ევოლუციური ნეირომეცნიერება — ნერვული სისტემის ევოლუციის მეცნიერული შესწავლა. ევოლუციური ნეირომეცნიერები იკვლევენ ნერვული სისტემის სტრუქტურის, ფუნქციებისა და თვისებების ბუნებრივ ისტორიას. კვლევის სივრცე მოიცავს როგორც ნეირომეცნიერებას, ასევე ევოლუციურ ბიოლოგიას. ისტორიულად, ყველაზე მეტი ემპირიული ნაშრომი შედარებით ნეიროანატომიაში იყო და თანამედროვე კვლევებში ხშირად ფილოგენეტიკურ შედარებით მეთოდებს იყენებენ. ასევე ხშირად იყენებენ ხელოვნურ გადარჩევისა და ექსპერიმენტული ევოლუციის მიდგომებს.[1]
კონცეპტუალურად და თეორიულად ევოლუციური ნეირომეცნიერება სხვადასხვა დარგთან არის დაკავშირებული, ესენია: შემეცნებითი (კოგნიტური) გენომიკა, ნეიროგენეტიკა, განვითარებითი ნეირომეცნიერება, ნეიროეთოლოგია, შედარებითი ფსიქოლოგია, ევოლუციური განვითარებითი ბიოლოგია, ქცევითი ნეირომეცნიერება, შემეცნებითი ნეირომეცნიერება, ქცევითი ეკოლოგია, ბიოლოგიური ანთროპოლოგია და სოციობიოლოგია.
ევოლუციური ნეირომეცნიერები თავის ტვინის ცვლილებების ევოლუციის შესასწავლად გენებში, ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და ქცევებში მიმდინარე ცვლილებებს შეისწავლიან. შესწავლის საგანია ადამიანის სმენის, მხედველობის, გემოვნების, დასწავლისა და გადაადგილების, ასევე ენის ევოლუცისა და განვითარების შესწავლა. ევოლუციური ნეირომეცნიერები შეისწავლიან თავის ტვინის სპეციფიკური სივრცეებისა და სტრუქტურების ევოლუციას.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის ტვინის შესწავლა ძველ ეგვიპტეში დაიწყეს, თუმცა ევოლუციური ნეირომეცნიერების დასაწყისი ჩარლზ დარვინის მიერ 1859 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომთან, „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ არის დაკავშირებული.[3] ამ პერიოდში თავის ტვინის ფილოგენია და ევოლუცია კვლავ ლინეარულად აღიქმებოდა. ადრეულ მეოცე საუკუნეში ევოლუციის შესახებ რამდენიმე სხვადასხვა თეორია ჩამოყალიბდა. დარვინიზმი ბუნებრივი გადარჩევისა და ვარიაციის პრინციპებზე იყო დამყარებული, ლამარკიზმი − შეძენილ თვისებებზე იყო დაფუძნებული, სალტაციონიზმი კი უწყვეტი ვარიაციის მიერ ახალი სახეობების შექმნაზე აკეთებდა აქცენტს. ცხოველთა თავის ტვინის განვითარებით დაინტერესებული მეცნიერებისვის დარვინის იდეები აღმოჩნდა მისაღები.
ჰოლანდიელი ნეიროლოგის, არიონს კეპერსის 1936 წლის წიგნი „The Comparative Anatomy of the Nervous System of Vertebrates Including Man“ (პირველად გერმანიაში, 1921 წელს დაიბეჭდა) კვლევის სივრცის უმნიშვნელოვანეში პუბლიკაციაა. ევოლუციურ სინთეზთან ერთად შედარებითი ნეიროანატომია ევოლუციურ ჭრილში შეისწავლეს და თანამედროვე კვლევებმა განვითარებითი გენეტიკაც მოიცვა. დღეისთვის მიღებულია, რომ ფილოგენეტიკური ცვლილებები სახეობებს შორის დამოუკიდებლად ხდება დროის სხვადასხვა მონაკვეთში და ლინეარული (ხაზობრივი) არ არის. დღეისთვის ცნობილია, რომ თავის ტვინის ზომის ზრდა კორელაციაშია ნეირვულ ცენტრებთან და ქცევათა კომპლექსურობასთან.[4][5][3][6]
ჩარლზ დარვინის თეორიამ მეცნიერები იმაზეც დააფიქრა, თუ როგორ მუშაობს ცხოველთა თავის ტვინი.[3]
ტექნიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელი ისტორიის მანძილზ ევოლუციური ნეირომეცნიეერება დამოკიდებული იყო ბიოლოგიური თეორიისა და ტექნიკების განვითარებაზე. ევოლუციური ნეირომეცნიერების კვლევის ველი ნერვული სისტემის ნაწილების აღმოჩენისა და გამოკვლევების კვალდაკვალ ფართოვდებოდა. 1873 წელს კამილო გოლჯის მიერ ემუშავებული ვერცხლის ნიტრატის მეშვეობით თავის ტვინის უჯედულ დონეზე შესწავლა გახდა შესაძლებელი. სანტიაგო რამონმა და პედრო რამონმა ეს მეთოდი თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის ანალიზისთვის გამოიყენეს და კვლევის ველი შედარებით ნეიროანატომიამდე განავრცეს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brain Behavior and Evolution - (Journal)
- "Comparative Vertebrate Neuroanatomy: Evolution and Adaptation" - Ann B. Butler, William Hodos
- Sinauer.com დაარქივებული 2005-11-11 საიტზე Wayback Machine. - Principles of Brain Evolution Georg F. Striedter, University of California, Irvine' (book review, 2004)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rhodes, J. S., and T. J. Kawecki. 2009. Behavior and neurobiology. Pp. 263–300 in Theodore Garland, Jr. and Michael R. Rose, eds. Experimental Evolution: Concepts, Methods, and Applications of Selection Experiments. University of California Press, Berkeley.
- ↑ Platek, Steven M.; Shackelford, Todd K. (2009-02-26). Foundations in Evolutionary Cognitive Neuroscience (en). Cambridge University Press. ISBN 9780521884211.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Northcutt, R.Glenn (2001-08-01). „Changing views of brain evolution“. Brain Research Bulletin (ინგლისური). 55 (6): 663–674. doi:10.1016/S0361-9230(01)00560-3. ISSN 0361-9230.
- ↑ Northcutt, R. Glenn (August 2001). „Changing views of brain evolution“. Brain Research Bulletin. 55 (6): 663–674. doi:10.1016/S0361-9230(01)00560-3.
- ↑ Striedter, G. F. (2009). „History of ideas on brain evolution“, რედ. Jon H Kaas: Evolutionary Neuroscience. Academic Press. ISBN 978-0-12-375080-8.
- ↑ Northcutt, R. G. (2002-08-01). „Understanding Vertebrate Brain Evolution“. Integrative and Comparative Biology (ინგლისური). 42 (4): 743–756. doi:10.1093/icb/42.4.743. ISSN 1540-7063. PMID 21708771.