ევნოცია
იერსახე
ევნოცია (Eunotia) — დიატომეების (კაჟოვანი წყალმცენარის) გვარი პრიმიტიულნაჭდევიანთა ქვერიგისა. უჯრედები ერთეულია ან შეერთებულია ლენტისებრ კოლონიებში. თავისუფლად ცხოვრობს ან მიმაგრებულია სუბსტრატზე. მტკნარი წყლის სახეობებია, გვხვდება კირით ღარიბ წყლებში, ხავსებს შორის, ნესტიან კლდეებზე; დამახასიათებელია მთის წყალსატევებისათვის. საქართველოში ცნობილია 34 სახეობა და სახესხვაობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყანჩაველი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 553.