ევი ტემპლტონი
| ევი ტემპლტონი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
31 დეკემბერი, 2008 ბარბადოსი |
| განათლება | ტრინგ პარკის ხელოვნების სკოლა |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2022 წლიდან დღემდე |
ევი ჯეინ ტემპლტონი (დ. 31 დეკემბერი, 2008) — ინგლისელი მსახიობი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია ლაურას როლით ვიდეოთამაშში Silent Hill 2 (2024) და აგნეს დემილის როლით Netflix-ის სერიალში Wednesday (2025).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევი ჯეინ ტემპლტონი დაიბადა ბარბადოსში 2008 წლის 31 დეკემბერს,[1] ინგლისელი მშობლების ოჯახში.[2] მას ჰყავს ერთი და, რომელიც მასზე ექვსი წლით უფროსია და პროფესიონალი ბალეტის მოცეკვავეა.[1] როდესაც ტემპლტონი შვიდი წლის იყო, იგი ოჯახთან ერთად დაბრუნდა ინგლისში და დასახლდა ლონდონის მახლობლად მდებარე დაუდგენელ ქალაქში,[1] სადაც სწავლობდა ტრინგ პარკის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში (Tring Park School for the Performing Arts).[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტემპლტონმა სამსახიობო დებიუტი 2022 წელს შეასრულა, როდესაც მცირე როლები მიიღო BBC-ის დრამატულ სერიალში Life After Life და Disney-ის ფილმში Pinocchio. მანამდე იგი მონაწილეობდა მიუზიკლ Nativity-ში გაერთიანებული სამეფოს ტურiს ფარგლებში და Les Misérables-ში ლონდონის უესტ-ენდზე.
2023 წელს ტემპლტონმა მიიღო თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი საშინელებათა ფილმში Lord of Misrule.[4] 2024 წელს მან გაახმოვანა ლაურა ვიდეოთამაშის რიმეიქში Silent Hill 2[5] — როლი, რომელსაც იგი კვლავ შეასრულებს საშინელებათა ფილმში Return to Silent Hill.[6] 2025 წელს მან განასახიერა აგნეს დემილი Netflix-ის კომედიურ-საშინელებათა სერიალის Wednesday-ის მეორე სეზონში.[7]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2022 | Pinocchio | Pleasure Island Troupe | |
| 2023 | Lord of Misrule | გრეის ჰოლანდი | |
| 2026 | Return to Silent Hill | ლაურა |
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2022 | Life After Life | ფრიედა (10 წლის) | ეპიზოდი: #1.4 |
| 2024 | Criminal Record | ლიზა ჰეგარტი (10 წლის) | ეპიზოდი: "The Sixty-Twos" |
| 2025 | Wednesday | აგნეს დემილი | მთავარი როლი; სეზონი 2 |
Video games
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2024 | Silent Hill 2 | ლაურა | |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Flaherty, Keely. (6 August 2025) Evie Templeton Breaks Out of the Shadows in Wednesday Season 2. ციტირების თარიღი: 9 August 2025
- ↑ Evie Templeton.
- ↑ Johar, Vritti. (7 August 2025) Everything To Know About Evie Templeton, Wednesday’s Stalker in Season 2.
- ↑ Harrison, Alex. (7 December 2023) Lord Of Misrule Review: Folk Horror Movie Completely Misunderstands What Makes It Work.
- ↑ Dev, Siddhanth. (9 October 2024) Silent Hill 2: Every Major Character And Their Voice Actor.
- ↑ Silent Hill 2 voice actors and cast list (8 October 2024).
- ↑ Andreeva, Nellie. (7 May 2024) 'Wednesday': Billie Piper Among Season 2 Cast Additions, Catherine Zeta-Jones & Luis Guzmán Upped To Series Regulars As Production Starts.