ევე კივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევე კივი

ევე კივი, 1988 წ
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1938 (1938-05-08) (85 წლის)
პაიდე, ესტონეთი
მოქალაქეობა სსრკ,
ესტონეთი
ეთნიკურად ესტონელი
საქმიანობა მსახიობი

ევე კივი (ესტ. Eve Kivi; დ. 8 მაისი, 1938, პაიდე) — საბჭოთა და ესტონელი მსახიობი, ესტონეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1983).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევე კივი დაიბადა 1938 წელს ესტონეთის ქალაქ პაიდეში. სხვადასხვა დროს გოგონა ოცნებობდა გამხდარიყო მყვინთავი, მფრინავი, მოცეკვავე. სერიოზულად იყო გატაცებული ბალეტით, მაგრამ რამდენიმეჯერ ფილტვების ანთების გადატანამ იძულებული გახადა სამუდამოდ დაევიწყებინა პუანტები. მე-4 კლასიდან ის კინემატოგრაფით დაავადდა. მსახიობების გამოსახულებიან ბარათებს შეკვრებით ყიდულობდა და ოცნებოდა, რომ მის სურათებსაც ასევე შეაგროვებდნენ მომავალში. წლების შემდეგ მისი ეს ოცნება ახდა. კინოხელოვნების პროპაგანდის ბიუროს შეკვეთით მისი პირველი ფოტო, საფოსტო ბარათის სახით გამოცემული მსახიობმა გდრ-ის გამოშვებულ დასაწეპებელი წამწამების კოლოფში ნახა მოსკოვის მაღაზიაში „ლაიფციგი“.

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინემატოგრაფში ევე კივის დებიუტი შედგა 16 წლის ასაკში ფილმით „როცა საღამო დგება“ (1954).

ევე კივის წიგნის „ვალატუტე კურვიდის მარადიული ბრწყინვალება“ პრეზენტაციაზე.
2020 წლის 9 სექტემბერი

1959 წელს დაამთავრა ტალინის დრამატული თეატრის სასწავლო სტუდია და 1960 წლიდან ამავე თეატრის მსახიობია. ალბათ პროვინციელ თეატრის მსახიობად დარჩებოდა, შემთხვევით მის სპექტაკლს რომ არ დასწრებოდა საბჭოთა რეჟისორი ალექსანდრე პტუშკო, რომელიც იმჟამად ფილმ-ზღაპრისთვის „სამპო“ (კარელურ-ფინური ეპოსის მოტივების მიხედვით) ეძებდა ანიკის როლის შემსრულებელს. ამ ფილმით პტუშკომ კივი გააცნო არა მარტო მთელი საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს კინომაყურებლებს. ფილმი „სამპო“ მოხვდა ამერიკისა და ევროპის კინოგაქირავებაში. საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა ეკატერინა ფურცევამ ევე კივი შეიყვანა საბჭოთა დელეგაციაში, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა კინოს საზღვარგარეთ. ამ დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნის დროს ევემ შემოიარა 40-ზე მეტი ქვეყანა. „სამპო“-ს შემდეგ ამომავალ ესტონელ ვარსკვლავს ბევრჯერ გადაიღებენ. მომდევნო ფილმი იყო საბჭოთა კინოს კლასიკა „წინადღით“, ივანე ტურგენევის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში ევემ პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი, ზოიას სახე შექმნა. ალექსანდრე პტუშკოსთან მსახიობის მეორე შეხვედრა მოგვიანებით, საბჭოთა კინოზღაპრის „რუსლანი და ლიუდმილას“ (1972) გადაღებისას მოხდა. ფილმში კივიმ მეთევზე ქალის, რატმირის შეყვარებულის როლი შეასრულა. კიდევ ერთი გახმაურებული გამარჯვება გახდა ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი „უკანასკნელი რელიქვია“, სადაც ევემ მონაზონის როლი შეასრულა. ამ როლის შემდეგ მას „ესტონელი ბრიჯიტ ბარდო“ შეარქვეს. ფილმი კი, რომელმაც 45 მილიონი მაყურებელი მიიზიდა ეკრანებთან, 1971 წლის კინოგაქირავების ლიდერი გახდა.

ევე კივის გვერდი ვერც ლეონიდ გაიდაიმ აუარა და გადაიღო ის თავის 1975 წლის ფილმში „შეუძლებელია!“

ევე კივიმ ითამაშა 50-მდე ფილმში. 1982-1994 წლებში იყო კინოსტუდია „ტალინფილმის“ მსახიობი. იღებდნენ ასევე „მოსფილმშიც“. თავის სამშობლოში ევეს XX საუკუნის სექს-სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობს „Kanal 2“-ის სარეკლამო განყოფილებაში. ის გამოჩნდა რეალითი სერიალში „Jungle Star“ და სერიალში „Women's War“ (2020).

2010 წელს გამოუშვა მემუარები „Ma olen elanud“ („მე ვცხოვრობდი“)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1958 „პირველი რანგის კაპიტანი“ — ვალია
  • 1959 „სამპო“ — ანიკი
  • 1961 „სიმღერის მეგობარი“ — აიმე
  • 1961 „ორი სიცოცხლე“
  • 1961 „ბალტიის ცა“ — ჰილდა
  • 1961 „საშიში მოსახვევები“ — მედიცინის და
  • 1962 „713 ითხოვს დაშვების ნებართვას“ — სტიუარდესა
  • 1962 „შენ ობოლი არ ხარ“ — დედა, რომელიც ქალიშვილს ეძებს
  • 1966 „ტობაგო" ცვლის კურსს" — ალისა
  • 1969 „წითელი კარავი“ქერა ქალი
  • 1969 „უკანასკნელი რელიქვია“ — ურსულა, მონაზონი
  • 1969 „ის არ იყო მარტო“ — კაპიტან ხიმენესის მეგობარი ქალი
  • 1970 „რეზიდენტის ბედი“ — რიმა
  • 1971 „დონ ჟუანი ტალინში“ — იზაბელა
  • 1971 „კაცი გასასვლელში“ — კრისტინა
  • 1972 „რუსლანი და ლიუდმილა“ — მეთევზე, რატმირის შეყვარებული
  • 1973 „სამოთხის ვაშლები“ — ანა
  • 1974 „საშიში თამაშები“ — ვივიანის დედა
  • 1975 „შეუძლებელია!“ — სტუმარი (ნოველა „საქორწილო მოგზაურობა“
  • 1975 „როგორი ღიმილი გაქვთ“ — ანია, სერგეის დედა
  • 1975 „ბრილიანტები პროლეტარიატის დიქტატურისთვის“
  • 1976 „ფერდინანდ ლიუსის სიცოცხლე და სიკვდილი“ — ეჟენი შორნბახი
  • 1977 „SOS ტაიგაზე“ — ლაიმა
  • 1978 „განსაკუთრებული ნიშნები არ აქვს“ — ალდონა
  • 1980 „იდეალური ქმარი“ — გრაფინია ბაზილდონი
  • 1981 „ბეჭედი ამსტერდამიდან“ — საზღვარგარეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი
  • 1982 „კონდორის დაცემა“ — დიქტატორის საყვარელი
  • 1983 „ლურიხი“
  • 1983 „საშიშ ზღვარზე“ — ქალი რესტორანში
  • 1992 „ეს ძველი სასიყვარულო წერილები“ — ელისის დედა
  • 1994 „ცეცხლოვანი წყალი" — ლულუ

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1983 — ესტონეთის სსრ დამსახურებული არტისტი
  • 2013 — საპატიო ნიშანი „ტალინის წინაშე დამსახურებისთვის“[1]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევე კივის მამა, იოჰანეს კივი (1912–1955), იყო საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი (ესტონეთის სსრ-ის უშიშროების სახალხო კომისარიატის ვირუს საოლქო დეპარტამენტის უფროსი) და მოგვიანებით ესტონეთის სსრ-ში რელიგიური საკითხების კომისარი. დედა — ლეიდა-პაულინე კივი.

ევე კივის პირველი ქმარი იყო ვიქტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

1964-1972 წლებში ევე კივის მეორე ქმარი იყო 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მოციგურავე ანტს ანტსონი; შვილი — ფრედ ანტსონი (დ. 1968); შვილიშვილები (ალარი, ოლივერი და ლორენი) და შვილთაშვილი

1971 წლიდან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მომღერალ დინ რიდთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lea Arme, Eve Kivi. Ma olen elanud. Tallinn: Ajakirjade Kirjastus, 2010. ISBN 9789949454952

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]