ევდოქსე კნიდოსელი
| ევდოქსე კნიდოსელი | |
|---|---|
| ძვ. ბერძნ. Εὔδοξος ὁ Κνίδιος | |
|
| |
| დაბ. თარიღი | ძვ. წ. 408[1] [2] |
| დაბ. ადგილი | კნიდოსი, ძველი საბერძნეთი |
| გარდ. თარიღი | ძვ. წ. 355[1] [2] |
| გარდ. ადგილი | კნიდოსი, ძველი საბერძნეთი |
| მოქალაქეობა | Doric hexapolis |
| საქმიანობა | მათემატიკოსი[3] , მწერალი, ფილოსოფოსი[3] , გეოგრაფი[3] , ასტრონომი[3] და ექიმი[3] |
| განთქმული მოსწავლეები | Menaechmus[4] , Dinostratus, Chrysippus of Cnidos და კალიპე |
| მამა | Aeschines of Cnidus[5] [6] |
ევდოქსე კნიდოსელი (ძვ. ბერძნ. Εὔδοξος ὁ Κνίδιος; დაახლ. დ. ძვ. წ. 408 — გ. დაახლ. ძვ. წ. 355) — ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი. პირველი მათემარიკოსი, რომელმაც დაამუშავა პროპორციათა ზოგადი თეორია (გადმოცემულია ევკლიდეს „საწყისების“ 5 წიგნში); არქიმედეს ცნობით, მასვე ეკუთვნის ამოწურვის მეთოდით დამტკიცების ხერხი. ევდოქსი კნიდოსელმა გააუმჯობესა იმ დროის მთვარე-მზისიერი კალენდარი; ერთ-ერთმა პირველმა სცადა აეხსნა პლანეტების მოძრაობა, რისთვისაც დაუშვა, რომ ისინი მიმაგრებული არიან სფეროებზე, რომელთა ცენტრში დედამიწაა და პლანეტების უთანაბრო მოძრაობა დაიყვანება მრავალი სფეროს თანაბარ ბრუნვამდე.
ეს თეორია კარგად ხსნის სატურნისა და იუპიტერის მოძრაობას, მაგრამ არ გამოდგება მარსისა და ვენერასათვის (თვითონ ევდოქსი კნიდოსელს არ ჰქონდა დაკვირვების ზუსტი მონაცემები ამ თეორიის შესამოწმებლად). მან პირველმა აღწერა დეტალურად ცა, თანავარსკვლავედები და მათი შემადგენელი ვარსკვლავები.
ევდოქსეს შრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 31.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- 1 2 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- 1 2 3 4 5 Deutsche Nationalbibliothek Record #11853131X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ В. Б. Менехм // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XIX. — С. 89.
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ Kirchner J. Aischines 9 // Pauly-Wissowa Band I,1 — 1893.