ევდოკია როსტოპჩინა
ევდოკია როსტოპჩინა | |
---|---|
რუს. Евдокия Петровна Ростопчина | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 4 (16) იანვარი, 1812[1] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი | 15 (27) დეკემბერი, 1858[1] (46 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | Pyatnitskoye cemetery |
ფსევდონიმი | Д-а[2] და Р-а[2] |
საქმიანობა | დრამატურგი, პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, სალიტერატურო სალონის მფლობელი და მწერალი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
მეუღლე | Andrey Rostopchin |
შვილ(ებ)ი | Olga Rostopchina |
ევდოკია პეტრეს ასული როსტოპჩინა (დაბადებით სუშკოვა, რუს. Ростопчина, Евдокия Петровна, დ. 23 დეკემბერი, 1811 (1812 წლის 4 იანვარი), მოსკოვი — გ. 3 დეკემბერი, 1858, იქვე) — რუსი პოეტესა, მთარგმნელი, დრამატურგი და პროზაიკოსი, ასევე ლიტერატურული სალონის მასპინძელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევდოკია როსტოპჩინა მოქმედი სტატიკური მრჩევლის, პეტრე ვასილის ძე სუშკოვის (1783-1855) და მისი მეუღლის, დარია ივანეს ასული პაშკოვას (1790-1817) ქალიშვილია. ევდოკია როსტოპჩინა ასევე ევდოკია სუშკოვას და პეტრე დოლგორუკოვის ბიძაშვილი იყო.
ექვსი წლის ასაკში, დედის დაკარგვის შემდეგ, ევდოკია სუშკოვა ორ უმცროს ძმასთან ერთად იზრდებოდა მოსკოვში, მდიდარ ოჯახში, დედის მამის, ივან ალექსანდრეს ძე პაშკოვის სახლში (რომელიც „მესნიკოვების მილიონების“ მემკვიდრეთაგანი იყო). ბავშვობიდანვე იგი ბევრს კითხულობდა და შეისწავლა გერმანული, ფრანგული, იტალიური და ინგლისური ენები.
1831 წელს, ოჯახის მეგობარმა პეტრე ვიაზემსკიმ ალმანახში „ჩრდილოეთის ყვავილები“ გამოაქვეყნა მისი პირველი ლექსი „თილისმა“, რომელსაც ხელი მოეწერა ინიციალებით „დ-ა“.
ოცდაორი წლის ასაკში, ოჯახური წნეხისგან თავის დაეხსნის მიზნით, ევდოკია დათანხმდა ახალგაზრდა და მდიდარი გრაფის, ანდრეი როსტოპჩინის (1813-1892) წინადადებას, რომელიც მოსკოვის ყოფილი მთავარსარდლის ვაჟი იყო. ქორწინება 1833 წლის 26 მაისს, მოსკოვში, ვედენსკის წმინდა ღვთიშობლის ტაძარში შედგა.
ახალგაზრდა წყვილი მხიარულ და გახსნილ ცხოვრებას ეწეოდა თავის სახლში ლუბიანკაზე. თუმცა, როგორც თავად აღიარებდა, როსტოპჩინა ძალიან უბედური იყო უხეში და ცინიკური ქმრის გვერდით და გართობის და შვების ძიება მაღალი საზოგადოების წრეში დაიწყო, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომელთა მიმართაც საკმაოდ ლმობიერად იყო განწყობილი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება გაჯერებული იყო მხიარული საღამოებით და ხანგრძლივი მოგზაურობებით როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ, ეს არ უშლიდა ხელს როსტოპჩინას, დიდი ენთუზიაზმით ფოკუსირებულიყო ლიტერატურულ საქმიანობაზე.
1836 წელს ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა და დედაქალაქის მაღალი ინტელექტუალური საზოგადოების ნაწილი გახდა. როსტოპჩინამ თავისი პუბლიკაციების ხელმოწერა დაიწყო ინიციალებით: R-a-ით, შემდეგ კი — სრული სახელით. შემოქმედებით საქმიანობაში მას მხარს უჭერდნენ ისეთი პოეტები, როგორებიც იყვნენ მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე პუშკინი და ვასილი ჟუკოვსკი. ნიკოლაი ოგარეევმა, ლევ მეიმ და თედორე ტიუტჩევმა მას ლექსები მიუძღვნეს. მისი ლიტერატურული სალონის სტუმრები იყვნენ ვასილი ჟუკოვსკი, ვიაზემსკი, ნიკოლაი გოგოლი, ივან მიატლევი, პეტრე პლეტნევი, ვლადიმერ ოდოევსკი და სხბვები.
ყოველწლიურად 1832 წლიდან 1843 წლამდე როსტოპჩინა ზაფხულს და შემოდგომას თავის ქმრის მფლობელობაში არსებულ ვორონეჟის მამულში ატარებდა — სოფელ ანნაში, სადაც 1837-1839 წლებში მისი სამი შვილი დაიბადა: ქალიშვილები ოლგა და ლიდია და ვაჟი ჰექტორი. ორი წელი (1838-1840) იგი ანნაში უწყვეტლად ცხოვრობდა. იქვე დაიწერა მისი მრავალი ცნობილი ლექსი.
მისი ლირიკის უმეტესი ნაწილი იყო ლექსები უპასუხო სიყვარულზე. 1839 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „ნარკვევები დიდ სამყაროზე“, რომელიც იგნორირებული იყო როგორც მკითხველების, ისე კრიტიკოსების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ როსტოპჩინა ასევე წერდა მოთხრობებსა და კომედიებს, მის პროზას განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია.
გრაფინია როსტოპჩინა ისეთივე ცნობილი იყო თავისი სილამაზით, როგორც გონიერებითა და პოეტური ნიჭით. თანამედროვეთა თქმით, იგი იყო მცირე ტანის, ელეგანტური აღნაგობის, ჰქონდა არასწორი, მაგრამ გამომხატველი და ლამაზი სახის ნაკვთები. მისი დიდი, მუქი და უკიდურესად ახლომხედველი თვალები „ცეცხლით ბრწყინავდა“. მისი საუბარი, ვნებიანი და საინტერესო, სწრაფად და თავისუფლად მოედინებოდა. მაღალი საზოგადოებისთვის ის მრავალი ჭორისა და ბოროტი ენის საგანი იყო, რასაც ხშირად თავად მისი საზოგადოებრივი ცხოვრება აძლევდა საფუძველს. ამასთანავე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიკეთით, იგი ბევრს ეხმარებოდა ღარიბებს და თავისი ნაწარმოებებიდან მიღებულ მთელ შემოსავალს თავად ვლადიმერ ოდოევსკის ურიცხავდა მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო საზოგადოების დასახმარებლად.
1845 წელს საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს მან დაწერა ბალადა „იძულებითი ქორწინება“, რომელშიც ალეგორიულად გააკრიტიკა რუსეთის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ. ამ „ხმაურიანმა ნაწარმოებმა“ გამოიწვია გამოხმაურება, და ამის პასუხად პოეტმა პაველ გვოზდევმა დაწერა ოთხსტროფიანი ლექსი.[3]
1847 წელს, საზღვარგარეთული მოგზაურობიდან დაბრუნებისას, გრაფინია როსტოპჩინა, რომელიც მეუღლემ სრულიად გააკოტრა, დასახლდა მოსკოვში (ნიკოლოზ I-მა მას დედაქალაქში გამოჩენა აუკრძალა). იგი ცხოვრობდა თავისი ქმრის დედის, კათოლიკე ე. როსტოპჩინას სახლში, რომელიც, როგორც ჩანს, შვილიშვილების კათოლიკური სულისკვეთებით აღზრდას ამჯობინებდა. ევდოკია როსტოპჩინას ცხოვრების ბოლო წლები უკიდურესად მძიმე საოჯახო გარემოში და მუდმივ, მდუმარე ბრძოლაში გავიდა თავის დედამთილთან, რომელიც დაუნდობლად აკრიტიკებდა მის საზოგადოებრივ ცხოვრებას და იმ მართლმადიდებლურ აღზრდას, რომელსაც იგი თავის შვილებს აძლევდა.
როსტოპჩინა აგრძელებდა ლექსების, პიესებისა და თარგმანების წერას, თუმცა მისი შემოქმედებისადმი ინტერესი უკვე შესუსტებული იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში მან რუსეთში სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობა გააკრიტიკა, რის გამოც საბოლოოდ იზოლაციაში აღმოჩნდა. მოსკოვიდან ზაფხულობით მხოლოდ მოსკოვის მახლობლად, ვორონოვოს მამულში გადიოდა.
1852 წელს გამოიცა მისი მოთხრობა „ბედნიერი ქალი“. 1857 წელს ნიკოლაი ოგარიოვმა როსტოპჩინას ლექსი მიუძღვნა.
თითქმის ყველასგან დავიწყებული, ორი წლის ავადმყოფობის შემდეგ, გრაფინია როსტოპჩინა 1858 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი მოსკოვში, ძველ პიატნიცკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფარული მრჩეველი პეტრე დურნოვო თავის დღიურში[4] წერდა:
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევდოკია როსტოპჩინას და ანდრეი როსტოპჩინს ქორწინებიდან ჰყავდათ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი:
ოლგა როსტოპჩინა (1837-1916) მოინათლა 1837 წლის 16 სექტემბერს ისაკიევსკის ტაძარში, მისი ნათლიები იყვნენ თავადი ილარიონ ვასილჩიკოვი და თავადისქალი ანა ბელოსელსკაია-ბელოზერსკაია. გათხოვილი იყო გრაფ ჯუზეპე ტორნელი-ბრუზატი-დი-ვერგანოზე, რომელიც იტალიის დიპლომატი და ელჩი იყო რუმინეთში, შემდეგ კი — პარიზში. 1880-იან წლებში დაჯილდოვდა ესპანეთის „დედოფალ მარია ლუიზას ორდენით“. დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე.
ლიდია როსტოპჩინა (1838-1915) მწერალი იყო. ცხოვრობდა მოკრძალებული პენსიით, რომელსაც იმპერატორისგან იღებდა. ცხოვრების ბოლო წლები პარიზში გაატარა.
ჰექტორ როსტოპჩინი (1839-1879) სამხედრო პოლკოვნიკი იყო. დაქორწინებული იყო მარია ფონ რეიტლინგერზე. ჰყავდათ ორი ვაჟი: ბორისი (დაიბადა 1874) და ვიქტორი (დაიბადა 1878).
სხვადსხვა წყარო ამტკიცებს, რომ ევდოკია როსტოპჩინას არაკანონიერ კავშირის შედეგად ანდრეი კარამზინთან ორი ქალიშვილი ჰყავდა. ისინი ანდრეევსკის გვარს ატარებდნენ და შვეიცარიაში იზრდებოდნენ.
გარდა ამისა, როსტოპჩინას არაკანონიერ კავშირი ჰქონდა პეტრე ალბედინსკისთან (1826-1883) და მისგანაც ვაჟი, იპოლიტე ალბედინსკი, შეეძინა (1845-1917 წლის შემდეგ). იგი თავდაპირველად ატარებდა გვარს — ივანოვი, თუმცა 1864 წელს განსაკუთრებული ბრძანებით მიეცა უფლება მიეღო თავისი აღმზრდელის გვარი და ესარგებლა მისი სტატუსით. იგი საიმპერატორო კარის გოფმეისტერი და მინსკის ვიცე-გუბერნატორი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Очерки большого света / Соч. Ясновидящей [псевд.]. — Санкт-Петербург: тип. К. Неймана и К°, 1839. — [2], VI, 207 с.
- Ростопчина Е. П. Стихотворения. СПб., 1841.
- Донна Мария Колонна-Манчини: [Стихотворение] / [Соч.] Гр. А. П. Ростопчиной. — [Санкт-Петербург], 1848. — 16 с.
- Нелюдимка. Драма. — М., 1850
- Стихотворения графини Ростопчиной: Т. 1—4. — Санкт-Петербург: А. Смирдин (сын), 1856—1859.
- Возврат Чацкого в Москву: продолжение комедии Грибоедова «Горе от ума»: сочинение графини Е. П. Ростопчиной: (написано в 1856 г.). — Санкт-Петербург: Изд. Н. К. Флиге, 1865. — 140 с.
- У пристани: Роман в письмах / [Соч.] Гр. Евдокии Ростопчиной. Ч. 1—9. — Санкт-Петербург, 1857. — (Библиотека для дач, пароходов и железных дорог. Собрание романов, повестей и рассказов, новых и старых, оригинальных и переводных/Изд. А. Смирдина)
- Дневник девушки: Роман [в стихах] гр. Е. П. Ростопчиной. — Лейпциг: печатание Ф. А. Брокгауза, 1866 (Санкт-Петербург: печатня В. Головина). — VI, 466 с.
- Поэмы, повести, рассказы и новейшие мелкие стихотворения графини Е. П. Ростопчиной. — Санкт-Петербург: печ. В. Головина, 1866. — VI, 309 с.
- Ростопчина Е. П. Сочинения, т. 1-2. СПб., 1890., тип. Скороходова.
- Собрание сочинений гр. Ростопчиной. СПб., изд. Каспари, 1910.
- Когда в Москву вернулась я…: избранная лирика, драматургия, документы, письма, воспоминания / Е. П. Ростопчина; сост. Г. Д. Климова, А. А. Зенкин. — М.: ЗАО «Московские учебники — СиДиПресс», 2012 . — 223 с.
- Счастливая женщина. — М.: Правда, 1991. — 448 с .— 100 000 экз.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Евдокия Ростопчина — стихи, драмы, повести, письма.
- Ростопчина Евдокия стихи в Антологии русской поэзии
- Ростопчина Евдокия Петровна — стихи
- Н. В. П. О графине Ростопчиной. (Из записной книжки Н. В. П.) // Русский архив, 1865. — Изд. 2-е. — М., 1866. — Стб. 1349—1350.დაარქივებული 2012-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Сушков Д. К биографии Е. П. Ростопчиной // Исторический вестник, 1881. — Т. 6. — № 6. — С. 300—305.დაარქივებული 2013-11-03 საიტზე Wayback Machine.
- Ростопчина Евдокия Петровна (1811—1858) — Литературная карта Воронежской области.
- Могилы ушедших поэтов