ევდოკია ატროშინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევდოკია ვასილის ასული ატროშინა (დ. 1913) — კომკავშირელი სტახანოველი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1938-1948).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წლიდან მუშაობდა კომუნა „კრასნი პარტიზანის“ თამბაქოს პლანტაციებში. 2 წლის შემდეგ ის გადადის მაიკოპში, სადაც სანიტარის ქალის მოვალეობას ასრულებდა ქალაქის საავადმყოფოში. 1931 წელს ატროშინა ჩამოდის სოხუმში, სადაც ჯერ 4 მარტის სახელობის სანატორიუმის, ხოლო დეკემბრიდან კი სოიუზტრანსის კანტორის დამლაგებლად მუშაობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის გადაყვანილ იქნა ბუფეტში მომუშავედ, რომლის დროსაც ის შევიდა ლენინურ კომკავშირში. ის დაწინაურებულ იქნა კონდუქტორის თანამდებობაზე. შემდეგ მოწაფედ შევიდა საქავტოტრანსის მექანიკურ სახელოსნოში, სადაც 3 თვის შემდეგ მიიღო პირველი თანრიგის მღარველის კვალიფიკაცია. ითვლებოდა მოწინავე სტახანოველად. იყო სოხუმის ქალაქის საბჭოს და შოფერთა კავშირის რაიონული კომიტეტის წევრი.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №6 ცხაკაიას საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1938 წლის 13 ივლისიდან 1948 წლამდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №116 (214), 23 მაისი, 1938