ევგენი ხრუნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევგენი ხრუნოვი (დ. 10 სექტემბერი, 1933, პრუდი — გ. 19 მაისი, 2000) — რუსი კოსმონავტი, მფრინავი, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა სამხედრო-საავიაციო სკოლა. 1956 წელს დაამთავრა ბატაისკის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. 1968 წელს დაამთავრა ჟუკოვსკის სამხედრო საჰაერო საინჟინრო აკადემია. მუშაობდა ავიაციაში. 16960 წლიდან იყო კოსმონავტთა რაზმში. 1969 წლის 15 ივნისს გაფრინდა კოსმოსში ხომალდ „სოიუზ-5“-ით, რომელსაც ბორის ვოლინოვი მართავდა. ასრულებდა მკვლევარი ინჟინრის ფუნქციებს. 16 იანვარს ა. ელისეევთან ერთად გადავიდა ხომალდ სოიუზ-4-ში, რომელსაც მართავდა ვ. შატალოვი და რომელიც დედამიწაზე დაეშვა 17 იანვარს. ღია კოსმოსში დაჰყო 37 წუთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]