ევგენი პაშუკანისი
ევგენი პაშუკანისი | |
---|---|
რუს. Евгений Брониславович Пашуканис | |
დაბ. თარიღი | 11 (23) თებერვალი, 1891[1] |
დაბ. ადგილი | Staritsa, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1937 (46 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და ადვოკატი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ევგენი პაშუკანისი (რუს. Евгений Брониславович Пашуканис დ. 23 თებერვალი, 1891 — გ. 1937) — რუსი საბჭოთა იურისტი, 1920-1923 წლებში მუშაობდა რსფსრ–ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში. 1922 წელს პ. სტუჩკასთან ერთად ჩამოაყალიბ კომუნისტური აკადემიური სამართლის სექცია. 1927 წლიდა იყო კომუნისტური აკადემიის ნამდვილი წევრი, შემდეგ მისი პრეზიდიუმის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. 1936 წლიდან იყო სსრკ–ის იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილე.
მისი მეცნიერული შრომები შეეხებოდა სამართლის ისტორიის, ზოგადი თეორიის, სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის საკითხებს. მისი ძირითადი ნაშრომია „სამართლის ზოგადი თეორია და მარქსიზმი“ (1924), რომელიც ქართულად თარგმნა და გამოსცა თინათინ წერეთელმა 1930 წელს. სხვა ნაშრომებია „მოძღვრება სახელმწიფოს და სამართლის შესახებ“ (1932) და „საერთაშორისო სამართლის ნარკვევები“ (1935).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 715.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევგენი პაშუკანისი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- სამართლის ზოგადი თეორია და მარქსიზმი ქართულად