ევგენი მრავინსკი
| ევგენი მრავინსკი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
4 ივნისი, 1903 პეტერბურგი, რსფსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
19 იანვარი, 1988 (84 წლის) ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | დირიჟორი |
| ჯილდოები |
სსრკ სახალხო არტისტი |
ევგენი მრავინსკი (რუს. Евге́ний Алекса́ндрович Мрави́нский); დ. 4 ივნისი, 1903, პეტერბურგი, რსფსრ, სსრკ – გ. 19 იანვარი, 1988, ლენინგრადი) – რუსი საბჭოთა დირიჟორი, პიანისტი და მუსიკალური პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1954). სოციალისტური შრომის გმირი (1973). ლენინური (1961) და სტალინური (1946) პრემიების ლაურეატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1903 წლის 22 მაისს (4 ივნისს) პეტერბურგში, დიდგვაროვან ოჯახში. ბაბუა - რუსი სამხედრო ინჟინერი კონსტანტინე მრავინსკი იყო; მამა - ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1859-1918), საიმპერატორო სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, იყო იუსტიციის სამინისტროს კონსულტაციის წევრი, მსახურობდა პეტროგრადის სამხედრო ოლქის სამხედრო ოლქის საბჭოს საოლქო იურიდიულ მრჩევლად. შვილის დაბადების დროს მას ჰქონდა მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის, შემდეგ საიდუმლო მრჩევლის წოდება;[1] დედა - ელიზავეტა ნიკოლოზის ასული (1871-1958), წარმოშობით ფილკოვის კეთილშობილური ოჯახიდან იყო. მამის და - ევგენია კონსტანტინეს ასული მრავინსკაია (1864-1914), ოპერის მომღერალი, მარიას თეატრის სოლისტი; მამის ნახევარდა - ალექსანდრა მიხეილის ასული კოლონტაი (1872-1952) კი - რევოლუციონერი და საბჭოთა დიპლომატი იყო.
ექვსი წლის ასაკში მშობლებმა ევგენის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლება დაიწყეს და თეატრში დაჰყავდათ საოპერო და სიმფონიური მუსიკის კონცერტებზე.
სწავლობდა პეტერბურგის მე-2 გიმნაზიაში[2] და პეტროგრადის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დატოვა მარიას თეატრში მსახიობის ხელოვნების სწავლასთან დაკავშირებული დროის უქონლობის გამო.
1921 წლიდან იყო ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პიანისტ-აკომპანისტი, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა კლასიკური ცეკვის რთული ტექნიკა. 1929-1931 წლებში ხელმძღვანელობდა სასწავლებლის მუსიკალურ განყოფილებას.
1923 წელს სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო აკადემიურ სამლოცველოს საგუნდო ტექნიკუმში (ამჟამად მ. გლინკას საგუნდო სკოლა)[3]. 1924 წლიდან 1931 წლამდე სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში, ჯერ კომპოზიციის კლასში, ხოლო 1927 წლიდან სწავლა დაიწყო სადირიჟორო განყოფილებაში, სადაც შეიძინა ტექნიკური უნარები და პარტიტურებთან მუშაობის უნარი (დირიჟირების კლასის პედაგოგები იყვნენ ნიკოლაი მალკო და ალექსანდრე გაუკი, პოლიფონიაში ქრისტეფორე კუშნარიოვი, კომპოზიციაში ვლადიმერ შჩერბაჩოვი).
1932 წლიდან 1938 წლამდე იყო დირიჟორი (ძირითადად საბალეტო რეპერტუარის) მარიას თეატრში. 1938 წლიდან, მოსკოვში დირიჟორთა პირველ საკავშირო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ორმოცდაათი წლის განმავლობაში იყო ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი.
1939 წელს მან პირველმა შეასრულა დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეექვსე სიმფონია. ასევე პირველმა შეასრულა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა სერგეი პროკოფიევის მეექვსე სიმფონია და არამ ხაჩატურიანის სიმფონია-პოემა. მან იდირიჟორა დ. შოსტაკოვიჩის სიმფონიების (მეხუთე, მეექვსე, მერვე (ეძღვნება დირიჟორს), მეცხრე და მეათე) და მისი ორატორიის „Песнь о лесах“ მრავალ პრემიერაზე.
1940 წელს შედგა მისი დებიუტი მოსკოვში. ომის დაწყების შემდეგ ორკესტრი ევაკუირებული იქნა ნოვოსიბირსკში. ევაკუაციის დროს ორკესტრმა 538 კონცერტი გამართა.
1944 წლის სექტემბერში იგი დაბრუნდა ლენინგრადში. ორკესტრთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა საზღვარგარეთ: ფინეთში (1946, სადაც ასევე შეხვდა ცნობილ კომპოზიტორს ჟან სიბელიუსს), ჩეხოსლოვაკიაში (1955), გდრ-ში, გფრ-ში, შვეიცარიასა და ავსტრიაში (ყველა 1956 წელს), პოლონეთში (1958), გასტროლები ჰქონდა დასავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში, 34 კონცერტი (1960). მას შემდეგ ორკესტრი გასტროლებზე გადიოდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ (მათ შორის 8 ტური ავსტრიაში და 6 ტური იაპონიაში). ბოლო უცხოური ტური შედგა 1984 წელს, ბოლო კონცერტი კი 1987 წლის 6 მარტს, ლენინგრადის ფილარმონიის დიდ დარბაზში.
ჩანაწერებში შედის ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის, სიბელიუსის, ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩის, შუბერტის და ონეგერის ნამუშევრები. 1961 წლის შემდეგ მას არ გაუკეთებია სტუდიური ჩანაწერები. ყველა შემდგომი ჩანაწერი გაკეთდა კონცერტებზე (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდიური ჩანაწერი - პ. ი. ჩაიკოვსკის ბოლო სამი სიმფონია „Deutsche Grammophon“-მა 1960 წელს გააკეთა).
1936-1937 წლებში და 1961 წლიდან ასწავლიდა ლენინგრადის ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1963 წლიდან კი პროფესორი.
გარდაიცვალა 1988 წლის 19 იანვარს. დაკრძალეს ლენინგრადში, ბოგოსლოვსკის სასაფლაოზე, ოჯახურ ნაკვეთზე მეორე მეუღლესთან, ინა სერიკოვასთან ერთად. საფლავზე არის სკულპტურული საფლავის ქვა, რომლის ავტორია მოქანდაკე ლევონ ლაზარევი.
2010 წლის ნოემბერში ბრიტანული კლასიკური მუსიკის ჟურნალის „BBC Music Magazine“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევგენი მრავინსკიმ მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა ყველა დროის ოცი ყველაზე გამორჩეული დირიჟორის სიაში. ამ „ოცეულში“ შედიოდნენ აგრეთვე ა. ტოსკანინი, ლ. ბერნშტეინი, ბ. ჰაიტინკი, კ. აბადო, პ. ბულეზი, ვ. ფურტვენგლერი, ს. რატლი და სხვები.[4]
„ისინი ამბობენ, რომ მთელ მსოფლიოში იყო ორი ბრწყინვალე დირიჟორი - ტოსკანინი და ფურტვენგლერი. მაგრამ სინამდვილეში იყო კიდევ ორი - ბრუნო ვალტერი და მრავინსკი.[5]“
|
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1938 : დირიჟორების 1-ლი საკავშირო კონკურსის 1-ლი პრემია
- 1939 : საპატიო ნიშნის ორდენი
- 1940 : რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1946 : რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1961 : ლენინური პრემია
- 1946 : სტალინური პრემია (I ხარისხის)
- 1954 : სსრკ სახალხო არტისტი
- 1957 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1967, 1973 : ლენინის ორდენი
- 1973 : სოციალისტური შრომის გმირი
- 1978 : ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1983 : ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
- ფირმა „მელოდიას“ პრიზი „ოქროს დისკი“ პ. ჩაიკოვსკის მე-6 სიმფონიის ჩანაწერისთვის
- 1982 : ვენის „მუსიკის მეგობრების საზოგადოების“ საპატიო წევრი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мравинский Евгений Александрович : [арх. 24 октября 2022] / Лебедева О. С. // Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — М. : Большая российская энциклопедия, 2004—2017.
- Богданов-Березовский В. М. Советский дирижер. — М.: МУЗГИЗ, 1956. — 284 с. — 2500 экз.
- Иванов А. В. Взгляд из оркестра: Тайна совершенного звучания, о работе с Евгением Мравинским. — Гармония, 2004. — ISBN 5-9268-0295-4. — 120 с.
- Вспоминая Мравинского… Воспоминания, материалы, документы / Составитель Генриетта Серова. — СПб., 2019. — 400 с., илл. — ISBN 978-5-8392-0707-3.
- Цалобанова В. «Лёгкое, как миг, прикосновенье!» // Музыкальная жизнь: Критико-публицистический иллюстрированный журнал. — 1995. — № 1. — С. 16—17.
- Цалобанова В. Разнообразен мир творца… // Нева. — 1995. — № 7. — С. 232—233.
- Цалобанова В. Балетная школа Кларка // Нева. — 1996. — № 4. — С. 231—235.
- Цалобанова В. Балетная студия Кларка: танцовщик Николай Черкасов и поэт Евгений Мравинский // Художественный вестник: Годовой российский историко-искусствоведческий журнал для любителей старины. — 2019. — Вып. 6. — С. 159—176. — ISBN 978-5-85902-175-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ევგენი მრავინსკი“ ვიკისაწყობში.- ევგენი მრავინსკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ევგენი მრავინსკის დისკოგრაფია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Пашенный Н. Л. Список бывшим воспитанникам Императорского Училища Правоведения, окончивших в оном курс наук в 1840–1917 гг. // Императорское Училище Правоведения и Правоведы в годы мира, войны и смуты. — Мадрид: Издание Комитета Правоведской кассы, 1967. — 457 с.
- ↑ Мравинский Евгений Александрович (1903-1988). Вторая Санкт-Петербургская гимназия.
- ↑ Кудрявцева Е. Михаил Георгиевич Климов // Деятели хорового искусства Санкт-Петербургской консерватории / Санкт-Петербургская Государственная Консерватория им. Н. А. Римского-Корсакова. Кафедра хорового дирижирования. — СПб., 1993. — С. 22.
- ↑ Wray C. Carlos Kleiber voted greatest conductor of all time (англ.). BBC : Press Office
- ↑ Ирина Никитина цитирует Баренбойма в передаче «Энигма. Андрей Золотов. Беседа о Мравинском», 27.02.2020
- ლენინის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- დაბადებული 4 ივნისი
- დაბადებული 1903
- გარდაცვლილი 19 იანვარი
- გარდაცვლილი 1988
- სანქტ-პეტერბურგში დაბადებულები
- რუსი დირიჟორები
- საბჭოთა დირიჟორები
- XX საუკუნის დირიჟორები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სანქტ-პეტერბურგში გარდაცვლილები