ევგენი კოვტუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევგენი ვიაჩესლავის ძე კოვტუნი (რუს. Евге́ний Вячесла́вович Ковтун; დ. 14 აპრილი 1977, მოსკოვი, სსრკ) — რუსი სამართალმცოდნე.

არის ექსპერტი სათამაშო და სალატარეო საქმიანობათა სახელმწიფოებრივი რეგულირების დარგში, სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი რეგულირებისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნის ავტორი. ევგენი კოვტუნის ნამუშევრები გამოქვეყნებულია მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში, როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ, და ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე (კერძოდ: ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, პოლონურ, ბულგარულ, რუმინულ, ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, უკრაინულ, სომხურ, ქართულ და სხვა ენებზე). მისი ნაშრომები ეძღვნება სათამაშო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საკითხებს, რომელთაგან აღსანიშნავია: „აზარტული თამაშების დაბეგვრა“ (2004), „აზარტული თამაშები და სანაძლეობები რუსეთში“ (2005) და სხვა. ევგენი კოვტუნი არის აგრეთვე რუსეთისა და საზღვარგარეთის პრესაში აზარტული თამაშების ისტორიის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სათამაშო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირებისადმი მიძღვნილი სტატიების ავტორი.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ევგენი კოვტუნის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-01. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
  2. ევგენი კოვტუნის შესახებ