ევგენი არტემიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ევგენი გაბრიელის ძე არტემიძე (დ. 4 აგვისტო, 1920 — გ. 22 ივნისი, 2010) — მეორე მსოფლიო ომის ქართველი მონაწილე, 1945 წ. ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

1940 წ. გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1941 წ. აგვისტოში ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის არმიას და მოხვდა რუმინეთის ერთ-ერთ ტყვეთა ბანაკში, საიდანაც აყვანილ იქნა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. 1945 წ. იყო ტექსელზე ქართული ბატალიონის ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1945 წ. რეპატრირებული იქნა საქართველოში. ცხოვრობდა დაბა მანგლისში. გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ომის დაწყებიდან 69 წლის თავზე, 90 წლის ასაკში. გამოქვეყნებული აქვს მოგონებები „მანგლისიდან ინგლისამდე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არტემიძე, ე., „მანგლისიდან ინგლისამდე (აჯანყება კუნძულ ტექსელზე)“. თბ., 2003