ევგენია საველოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენია საველოვა
რუს. Евгения Васильевна Савелова
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1908(1908-12-10)[1] ან 22 ივლისი, 1908(1908-07-22)
დაბ. ადგილი ვესენგოსკი, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი, 1983(1983-11-21)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი გერცენის უნივერსიტეტი

ევგენია საველოვა (დ. 22 ივლისი, 1908, ვესენგოსკი — გ. 21 ნოემბერი, 1983, ლენინგრადი) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევგლენია ვასილის ასული საველოვა დაიბადა 1908 წლის 22 ივლისს, კალინინის ოლქის ქალაქ ვესენგონსკში. ევგლენიას მამა — ვასილი მეტყევე იყო, ხოლო დედა — დიასახლისი. მათი ოჯახი 14 სულისაგან შედგებოდა: მშობლები, 10 შვილი და 2 ბაშვილები ბავშვი. 1926 წელს ევგლენიამ დაამთავრა საშუალო განათლება. ამავე წელს შევიდა გერცენის სახელობის ლენინგრადის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ინსტიტუტში მასწავლებელთა გავლენით ევგლენიას ფიზიკა ძალიან შეუყვარდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საველოვა დაინიშნა ოკულოვსკის სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მსაწავლებლად. სკოლაში მუშაობა მან განსაკუთრებული მონდომებით დაიწყო, რის გამოც 1930 წელს იგი ლენინგრადის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიავლინეს ასპირანტურის გასავლელად. ამავე წელსვე 24 წლის ევგლენია სათავეში უდგება სსრ კავშირის სასწავლო-პედაგოტიური გამომცემლობის ლენინგრადის განყოფილებას, ხოლო ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1933 წელს საველოვა დანიშნეს ლენინგრადის საქალაქო ლაბორატორიის ფიზიკის სექციის ხელმძღვანელად. ხუთი წლის შემდეგ ევგლენია გადაიყვანეს ლენინგრადშიახლად შექმნილ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. იგი ამ ინსტიტუტში 1952 წალმდე მუშაობდა.

1941-1945 წლებში, სამამულო ომის მძიმე პერიოდში მოხდა ლენინგრადის ბლოკადაგადატანილი ბავშვების ევაკუაცია იაროსლავლის ოლქში. საველოვა დაინიშნა ამ ეშელონის უფროსად. მან ამ დავალებას პირნათლად გაართვა თავი. ომის დამთავრების შემდგომ, 1946-1950 წლებში ევგენია მუშაობდა ჟურნალ „Физика в школе“-ს პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილედ, ხოლო 1950-1979 წლებში მუშაობს გერცენის სახელობის ლენინგრადის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (კერძოდ ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში). პარალელურად საველოვა ფიზიკის ფაკულტეტის დეკანადაც მუშაობდა 1954-1957 წლებში.

1955 წელს საველოვა იცავს საკანდიდატო დისერტაციას ფიზიკის სწვლების მეთოდიკის დარგში. მის თემას წამოადგენდა „ფიზიკის სწავლების პროცესში ფიზიკისა და ტექნიკის ისტორიის გამოყენების თეორია და პრაქტიკა“. იგი თვლიდა, რომ მეცნიერების ისტორიის გაცნობა ხელ უწყობს მოსწავლეებში მაღალი მორალის გამომუშავებას და აგრეთვე ავითარებდა შემეცნებით უნარს. ამ პრობლემის მიმართ ინტერესები საველოვას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.

1961-1979 წლებში ევგლენია საველოვა განაგებდა ფიზიკის სწავლების კათედრას ლენინგრადის პედინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ მისი მუშაობის პერიოდში ამ კათედრის ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა სსრ კავშირში. მისი ინიციაიტივით დაიწყო ქვეყნის პედაგოგიური ინსტიტუტების ფიზიკის მასწავლებლების კონფერენციები, სადაც განიხილავდნენ ფიზიკის სწავლების მეთოდიკის საჭირბოროტო საკითხებს. აგრეთვე ამ კონფერენციებზე ყოველწლიურად ეწყობოდა „ჰერცენის კითხვები“, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო რუსი ფიზიკოსები, არამედ მთელი სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლებიც.

ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში საველოვამ არსებითი წვლილი შეიტანა. მისი სამეცნიერო-მეთოდური მოღვაწეობა მიმართული იყო საბჭოთა სკოლის განვითარების მტკივნეული საკითხების გადაჭრისაკენ: მოსწავლის აღზრდა ფიზიკის სწავლების პროცესში, ფიზიკის მასწავლებლების მომზადების სრულყოფა, საშუალო და პოლიტექნიკურ სასწავლებლებში ფიზიკის სწავლების მეთოდიკის სრულყოფა და მრავალი სხვა. მისი დამსახურების აღსაწერად საკმარისია ითქვას, რომ 1956-1978 წლებში საველოვას ხელმძღვანელობით ფიზიკის სწავლების მეთოდიკის დარგში მოამზადეს და საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს 47 ასპირანტმა და მაძიებელმა (აქედან 7 ასპირანტი სოციალური ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ).

ევგენია საველოვას დაწერილი აქვს ასამდე შრომა ფიზიკის სწავლების მეთოდიკასა და ფიზიკის ისტორიაში. ყოველ მის ნაშრომში აშკარად იგრძნობა საშუალო სასწავლებლის მოსწავლეთა მიმართ დიდი სიკეთე და ზრუნვა. 1941 წლიდან იგი სკკპ წევრი გახდა.

ევგენია საველოვა გარდაიცვალა 1983 წლის 21 ნოემბერს, ლენინგრადში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 116-118, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]