შინაარსზე გადასვლა

ევგენია რადანოვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენია რადანოვა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი, 1977(1977-11-04) (46 წლის)
დაბ. ადგილი სოფია
სიმაღლე 170
ქვეყანა ბულგარეთი

ევგენია რადანოვა ( ბულგ. Evgeniya Nikolova Radanova, დ. 4 ნოემბერი, 1977, სოფია) — ბულგარელი სპორტსმენი, მონაწილეობდა როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ყოფილი მსოფლიო რეკორდსმენი, 2002 და 2006 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი მოკლე ტრასაზე ციგურებით ჩქაროსნული სრიალში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მრავალგზის მედალოსანი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

ევგენია რადანოვა დაიბადა სოფიაში, სადაც 10 წლის ასაკიდან დაიწყო ჩქაროსნულ სრიალში ვარჯიში. დედამისს, სტოიანკას, თავდაპირველად სურდა, რომ ის ფიგურული სრიალის მოციგურავე გამოსულიყო, მაგრამ მან ვარჯიშზე ყოფნისას დაინახა, რომ ბავშვები წრეზე სრიალებდნენ და გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა ევგენია სპორტის ამ სახეობით დაკავებულიყო.[1] მან დაიწყო ვარჯიში კლუბში „სლავია სოფიას“ და გახდა ერთ-ერთი პირველი ბულგარეთში, ვინც დაკავდა სპორტის ამ სახეობით. მისი ტრენერი კარიერის დასაწყისიდან ბოლომდე იყო ივან პანდოვი.

1987 წელს მისმა მწვრთნელმა ევგენია სოფიაში პირველ შეჯიბრზე წაიყვანა. ყველა მონაწილე გამოდიოდა სტანდარტული ციგურებით. 1989 წელს მან მონაწილეობა მიიღო თავის პირველ საერთაშორისო შეჯიბრში და გაიცნო უნგრელი მოციგურავე, რომელიც გამოდიოდა მოკლე ციგურებით, რომელიც მან პირველად ნახა. 1990 წელს იტალიის ფედერაციამ ბულგარეთის ფედერაციას გადასცა 15 წყვილი მოკლე ტრასის ციგურები დამწყებთათვის.


ევგენიამ საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობა 1994 წელს დაიწყო. 19981999 წლების სეზონში მან მოიგო თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. მომდევნო წლებში იგი რეგულარულად იკავებდა კვარცხლბეკზე საპრიზო ადგილებს მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში, მათ შორის 20002001 წლების სეზონში 500 მეტრზე სრიალში.

1998 წლის ნოემბერში მან მოხსნა 1500 მეტრზე მსოფლიო რეკორდი, რომელსაც კორეელი კიმ იუნ მი ფლობდა წამის 3 მეასედით. ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან რეკორდული დრო 2:25.14 წამი უჩვენა.

2000 წლის ოქტომბერში პროვოში, ფინალური გამოსვლის ბოლო წრეზე, რადანოვა შეეჯახა ჩინელ სპორტსმენ იან იანგს. რადანოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს იდაყვის მოტეხილობით. 2001 წლის ნოემბერში, ორთვიანი შესვენების შემდეგ, მან ბულგარეთის ნაკრებთან ერთად სოფიაში ვარჯიშის დროს, კიდევ ერთი მძიმე ტრამვა მიიღო ნიკაპის მარცხენა მხარეს, როდესაც მის წინ თანაგუნდელი დაეცა და ჭრილობა მიაყენა სახეზე სკეიტის პირით.

ინციდენტებით შეშინებულმა, მან მცირე ხნით გადაწყვიტა დაესვენა მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალისგან, სანამ საბოლოოდ დაბრუნდებოდა ყინულზე. რადანოვას დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი მოკლე ტრასაზე სრიალში 500 მ მანძილზე (43,671 წამი), რომელიც დამყარდა 2001 წლის 19 ოქტომბერს კალგარიში.[2] 2002 წლის თებერვლში მან იასპარეზა ზამთრის ოლიმპიადაზე სოლტ-ლეიკ-სიტიში, სადაც 500 მეტრზე ვერცხლი და 1500 მეტრზე ბრინჯაო მოიპოვა. ამრიგად, იგი გახდა პირველი ბულგარელი, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე მედალი მოიპოვა.

2002 წლის სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადის შემდეგ, რადანოვას დაუკავშირდა ველოსპორტის მწვრთნელი, რომელმაც დაარწმუნა, რომ ბედი ეცადა სპორტის ამ სახეობაში — ტრასაზე ველოსპორტში. უკვე 2003 წელს მან იასპარეზა სპრინტში შტუტგარტში ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მე-14 ადგილი დაიკავა.[3] 2004 წელს მან იასპარეზა 500 მეტრზე ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ველოსპორტში და ამჯერად მე-12 ადგილი დაიკავა.[4]

2006 წელს მან დაიბრუნა ევროპის ჩემპიონის ტიტული,[5] შემდეგ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი ტურნირში 500 მეტრზე და გახდა ერთადერთი ევროპელი მედალოსანი ქალთა შორის ინდივიდუალურ დისტანციებზე მოკლე ტრასაზე სრიალში.

საბოლოოდ, 2007 წელს მან უკანასკნელად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. კარიერის განმავლობაში მან მოიპოვა 47 მედალი, მათ შორის 37 ოქრო, ევროპის ჩემპიონატზე მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში. ევგენია რადანოვა არის ევროპის მრავალგზის ჩემპიონი (ოქროს მედლების რაოდენობით და რეკორდსმენი ყველა მედლის ჯამით), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, უნივერსიადის ოთხგზის გამარჯვებული. რადანოვა ცხოვრობდა და სწავლობდა იტალიაში, თუმცა ბულგარეთის დედაქალაქი სოფია, ISU-ს ოფიციალურ დოკუმენტებში, მის საცხოვრებელ ადგილად არის მითითებული.

მან ასევე იასპარეზა 2010 წლის ზამთრის მსოფლიო სამხედრო სპორტულ თამაშებზე მოკლე ტრასაზე, სადაც მოიგო 1500 მეტრზე რბოლა. 2010 წელს, მშობლიურ ქალაქ სოფიაში ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მან დაასრულა კარიერა და იქვე განაცხადა, რომ სურს თავი მიუძღვნას ბულგარელი მომავალი თაობის მოკლე ტრასაზე მოციგურავეების აღზრდას.[6]

ევგენია რადანოვა ამჟამად მუშაობს ბულგარეთში მცხოვრები ახალგაზრდა, ნორჩ ნიჭიერ მოზარდების მოკლე ტრასაზე ჩქაროსნული სრიალის მწვრთნელად .[7]

რადანოვამ დაამთავრა ეროვნული სპორტული აკადემია ქალაქ სოფიაში, სადაც სწავლობდა მწვრთნელობის ხელოვნებას. 2014 წლის 6 აგვისტოდან 7 ნოემბრამდე იგი იყო ბულგარეთის 90-ე მთავრობაში ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი. ეს იყო დროებითი მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდა პრემიერ-მინისტრის პლამენ ორეშარსკის გადადგომისა და 2014 წლის 5 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ფლობს ბულგარულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.

  1. [hhttp://en.people.cn/200602/26/eng20060226_246041.html People's Daily Online -- Skater Radanova shows off versatility]
  2. 9 февраля 2008 года в Солт-Лейк-Сити этот рекорд был побит китайской спортсменкой Ван Мэн, показавшей время 43,216 сек.
  3. Track Cycling - Evgenia Radanova (Bulgaria). ციტირების თარიღი: 2022-06-12
  4. Результаты: Афины 2004 - Велоспорт - женщины, трек, спринт индивидуальный. Olympteka.ru. ციტირების თარიღი: 2022-06-11
  5. Bulgaria's Radanova Grabs European Short-Track Title - Novinite.com - Sofia News Agency. ციტირების თარიღი: 2022-06-11
  6. Speed skater Evgenia Radanova ready to raise new generation | Reuters. ციტირების თარიღი: 2022-06-11
  7. Bulgaria’s Lubomir Kalchev wins two medals at Short Track Speed ​​Skating Cup in Hungary - Sport. ციტირების თარიღი: 2022-06-11