ევა მარი სეინტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ევა მარი სეინტი
Eva Marie Saint 1990.jpg
ევა 1990 წელს, ემის დაჯილდოებაზე
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1924 (1924-07-04) (97 წლის)
ნიუარკი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1944-დღემდე
შვილ(ებ)ი 2

ევა მარი სეინტი (ინგლ. Eva Marie Saint; დ. 4 ივლისი, 1924) — ამერიკელი მსახიობი. მისი კარიერა 75 წელზე მეტს მოიცავს. ცნობილია ელია კაზანის ფილმით წყლის პირას (1954) და ალფრედ ჰიჩკოკის ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთისკენ-ში (1959) შესრულებული როლებით. მოგებული აქვს ოსკარი, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. ოლივია დე ჰავილენდის გარდაცვალებისთანავე, იგი 2020 წელს გახდა ყველაზე ძველი და ცოცხალი ოსკარის ლაურეატი და ერთ-ერთი უკანასკნელი გადარჩენილი ვარსკვლავი ჰოლივუდის კინოს ოქროს ხანიდან.

1957 წელს გადაიღეს ფილმში, A Hatful of Rain, რომლისთვისაც მან მოიგო ოქროს გლობუსი და BAFTA-ს ნომინაცია. გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა:როინტრეინის ოლქი (1957), დამთავრება (1960), რუსები მოდიან, რუსები მოდიან (1965), გრან პრი (1966), არაფერი საერთო (1986), ვინ დიქსის გამო ( 2005), სუპერმენი ბრუნდება (2006) და ზამთრის ზღაპარი (2014).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევა საშუალო სკოლაში, 1942 წელს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ევა მარი სეინტი დაიბადა 1924 წლის 4 ივლის, ნიუარკში, ნიუ-ჯერსში. არის ევა მარის და ჯონ მერლი სეინტის ქალიშვილი. სწავლობდა „ბეთლემის ცენტრალურ საშუალო სკოლაში“, დელმარში, ნიუ-იორკში, სკოლა დაამთავრა 1942 წელს. მსახიობობა შეისწავლა „ბოულინგის მწვანე სახელმწიფო უნივერსიტეტში“, შემდეგ შეუერთდა Delta Gamma-ს. ამ დროის განმავლობაში მან ითამაშა მთავარი როლი. [1] ბოულინგის მწვანე სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში არსებობს მისი სახელობის თეატრი. [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეინტიმ სატელევიზიო კარიერა NBC-ში მუშაობით დაიწყო. [3] ის 1946 წელს გამოჩნდა NBC-TV-ს შოუს,Campus Hoopla-ს პირდაპირ ეთერში. ამ ტელეგადაცემების აუდიოჩანაწერები დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკაში. იგი NBC-ზე 1949 წელს ასევე გამოჩნდა ბონი მეიდის სატელევიზიო სერიალში, Versa-Tile Varietes.

ის 1947 წელს გამოჩნდა ჟურნალში, Life Magazine. 1949 წელს გამოქვეყნდა გაზეთში, Life, სადაც მოთხრობილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდა ევა რომ მინიმალური თანხებით ნიუ-იორკში ეცხოვრა. 40-იანი წლების ბოლოს მან რადიოსა და ტელევიზიაში ფართო საქმიანობით განაგრძო ფულის შოვნა. 1953 წელს მან ითამაშა ჰორტონ ფუტის სპექტაკლში მოგზაურობა სიკეთისკენ (1953), რომელშიც მან ითამაშა ისეთ შესანიშნავ მსახიობებთან ერთად, როგორიცაა ლილიან გიში და ჯო ვან ფლიტი. აღნიშნული როლისთვის მან მოიგო დრამის კრიტიკოსთა ჯილდო.

1955 წელს მან ითამაშა ფილმში, შუაღამე, რომლისთვისაც იგი ნომინირდა ემი ჯილდოზე. მან კიდევ ერთი ემის ჯილდო მოიგო, 1955 წლის მიუზიკლში, ჩვენ ქალაქში ნათამაშები როლით. ჩვენი ქალაქი თორნტონ უაილდერის სპექტაკლის სატელევიზიო მუსიკალური ვერსიაა. მასთან ერთად ფილმში მონაიწლეობას იღებდნენ მსახიობები პოლ ნიუმანი და ფრანკ სინატრა. მისი წარმატება და აღიარება სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში იმდენად მაღალი დონის იყო, რომ ერთმა ოდნავ ჰიპერბოლურმა სატელევიზიო კრიტიკოსმა მას ტელევიზიის ჰელენ ჰეიზი უწოდა.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ფილმ, ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთისკენ-ში შესრულებული როლი მას ვარსკვლავთა უმაღლესი რანგისკენ მიჰყავდა, სეინტმა გადაწყვიტა რომ შეეზღუდა თავისი კინემატოგრაფიული კარიერა, რათა 1951 წლიდან მეტი დრო გაეტარებინა მეუღლესთან, რეჟისორ ჯეფრი ჰეიდენთან და მათ ორ შვილთან. გასული საუკუნის 60-იან წლებში მან განაგრძო სამსახიობო საქმიანობა, და პოლ ნიუმანთან ერთად ითამაშა ფილმში დამთავრება (1960), ფილმი ისტორიული დრამაა ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შესახებ, რომელიც ლეონ ურისის ამავე სახელწოდების რომანისგან არის ადაპტირებული. აღნიშნული ფილმის რეჟისორი იყო ოტო პრემიინჯერი. მან უორენ ბიტისთან, კარლ მოლდენთან და ანჯელა ლენსბერთან ერთად ითამაშა დრამაში, All Fall Down.

ის ელიზაბეთ ტეილორთან და რიჩარდ ბარტონთან ერთად გამოჩნდა მელოდრამში The Sandpiper, ხოლო ჯეიმზ გარნერთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ტრილერში 36 საათი (1965), აღნიშნული ფილმის რეჟისორი ჯორჯ სიტონია. შემდეგ იგი გადაიღეს კომედიურ სატირაში რუსები მოდიან, რუსები მოდიან, რომლის რეჟისორია ნორმან ჯევისონი. 1966 წელს ასევე ითამაშა საერთაშორისო სარბოლო დრამაში, გრან პრი (1966), ფილმის რეჟისორია ფრანკენჰეიმერი.

სეინტმა კარგი შეფასებები მიიღო ფილმ მოსიყვარულე-ში (1970) შესრულებული როლით, აღნიშნულ ფილმში მან მოირგო ჯორჯ სიგალის მეუღლის როლი. ფილმი ეხებოდა კომერციული მხატვრის ურთიერთობას მეუღლესთან და სხვა ქალებთან; ის კრიტიკულად მოიწონეს, მაგრამ ფართო მაყურებელი არ ჰყოლია.

1970-იან წლებში ძირითადად მეორე ხარისხოვანი კინოროლების შეთავაზებების გამო, სენთი დაუბრუნდა ტელევიზიას, ხოლო სცენას დაუბრუნდა 1980-იან წლებში. იგი გამოჩნდა არაერთ სატელევიზიო ფილმში; მან ითამაშა სატელევიზიო სერიალში მთვარის ნათება, რომელიც სამ წელს გაგრძელდა. 1977 წელს გადაიღეს მინისერიალში როგორ მოიგო დასავლეთი, ხოლო 1978 წელს ითამაშა დრამატიკულ ფილმში, ტაქსი, აღნიშნულ ფილმებში მონაწილეობისთვის მან მოიგო ორი ემის ნომინაცია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The duo smiling in formal wear
სეინტი და მისი ქმარი, ჯეფრი ჰეიდენი, 1990 წლის ემის დაჯილდოებაზე

1951 წლის 28 ოქტომბერს მსახიობი დაქორწინდა პროდიუსერზე და რეჟისორზე, ჯეფრი ჰეიდენზე. წყვილს ორი შვილი ეყოლათ: ვაჟი დარელ ჰეიდენი (დაიაბდა 1955) და ქალიშვილი ლაურეტ ჰეიდენი (დაიბადა 1958). მათი პირველი შვილი, ოსკარის მოგებიდან ორი დღის შემდეგ დაიბადა. ისინი ქორწინებაში 65 წლის განმავლობაში, ჰეიდენის გარდაცვალებამდე იყვნენ. ჰეიდენი გარდაიცვალა 2016 წლის 24 დეკემბერს, 90 წლის ასაკში. . [5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Key 1944 (1 January 1944). ციტირების თარიღი: 24 July 2020
  2. Eva Marie Saint receives Lifetime Achievement Award from alma mater en. ციტირების თარიღი: 2019-12-29
  3. Buckley, Cara (2008-10-14). „For NBC Pages, 'Please Follow Me' Is a Fervent Wish“. The New York Times. p. A23. ციტირების თარიღი: 2009-03-26.
  4. Shindler, Merrill. (1990-05-13) Eva Marie Saint Finds TV Full of Contradictions en-US. ციტირების თარიღი: 2019-12-28
  5. Jeffrey Hayden, TV Director and Husband of Eva Marie Saint, Dies at 90.