შინაარსზე გადასვლა

ევა კრეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

ევა კრეინი
ინგლ. Eva Crane
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1912(1912-06-12)[1] [2]
დაბ. ადგილი ლონდონი[1]
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 2007(2007-09-06)[1] [2] (95 წლის)
გარდ. ადგილი სლაუ
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი, მეფუტკრე, ენტომოლოგი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი შეფილდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი

ევა კრეინი (ინგლ. Eva Crane, დაბადებიდან ეტელ ევა ვიდოუსონი ,ინგლ. Ethel Eva Widdowson ; დ. 12 ივნისი, 1912, ლონდონი –გ.6 სექტემბერი, 2007, სლაუ, ინგლისი ) – ბრიტანელი მკვლევარი, ნაშრომების ავტორი მეფუტკრეობის შესახებ.იმოგზაურა 60-ზე მეტ ქვეყანაში, ხშირად რთულ პირობებში. მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

ევა ვიდოუსონი დაიბადა ლონდონში 1912 წლის 12 ივნისს წიგნის გამომცემლის თომას ჰენრი (ასევე ჰარი) და მკერავი როუზ (დაბად. ელფიკი) ვიდოუსონების ოჯახში. ევაზე ხუთი წლით უდროსი და ელსი ვიდოუსონი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი დიეტოლოგი გახდა. ევამ ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა დიდი აკადემიური შესაძლებლობები, რაც შემდგომში გამოიხატა მეცნიერების, ლინგვისტიკისა და მათემატიკის მიმართულებით.[3]

განათლება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევა კრეინი 1933 წლიდან სწავლობდა მათემატიკას ლონდონის კინგსის კოლეჯში. მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, შემდეგ კი 1935 წელს გახდა მაგისტრის ხარისხის მფლობელი კვანტურ მექანიკაში. 1938 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი ბირთვულ ფიზიკაში. 1941-1943 წლებში ასწავლიდა ფიზიკას შეფილდის უნივერსიტეტში.

1942 წელს ცოლად გაჰყვა ჯეიმს კრეინს (დ. 1978 წ.).

ევა კრეინმა ინტერესი მეფუტკრეობის მიმართ მას შემდეგ გამოავლინა, რაც მას და მის მეუღლეს ქორწილში საჩუქრად სკა მიართვეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ომის წლებში (შაქრის დეფიციტის გამო). (ამ ამბის მოყოლა თავად ევა კრეინს უყვარდა, თუმცა სინამდვილეში პრაქტიკული მეფუტკრეობით იგი უფრო ადრე დაკავდა.) ევა კრეინი გახდა ბრიტანეთის მეფუტკრეთა ასოციაციის (BBKA) წევრი, ხოლო შემდგომში – ამავე ასოციაციის კვლევითი კომიტეტის მდივანი. 1945 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ორი სამეცნიერო სტატია თაფლის შესახებ. 1949 წელს ბრიტანეთის მეფუტკრეთა ასოციაციასთან BBKA-სთან ერთად დააარსა ფუტკრის კვლევის ასოციაცია (Bee Research Association, BRA), რომელმაც 1976 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ევამ დაიკავა ასოციაციის პირველი დირექტორის თანამდებობა. იმავე წლიდან გახდა "Bee World"- ს რედაქტორი, 1950 წლიდან – "Apicultural Abstracts"-ის შემდგენელი და რედაქტორი, ხოლო 1962 წლიდან – ასოციაციის მიერ გამოცემული ჟურნალის, Journal of Apiculture Research-ის რედაქტორი. 1983 წელს(4?) მან დატოვა ყველა ხსენებული თაბნამდებობა. 1949-2000 წლებში დაკავებული იყო კვლევითი საქმიანობით მეფუტკრეობის შესახებ. ეწვია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანას.[4][5] [6]

დააფუძნა ორგანიზაცია Eva Crane Trust ფუტკრის კვლევისა და მეფუტკრეობის მხარდასაჭერად, რომელსაც მან უანდერძა თავისი ქონების დიდი ნაწილი. 1985 წელს გახდა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 1986 წელს მიიღო ბრიტანეთი იმპერიის ორდენი.

2012 წელს მეცნიერის დაბადებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა მისი მემორიალური დაფა სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა. მის სახელზე დაარსდა ყოველწლიური მემორიალური პრიზი, რომელსაც ჟურნალ Apicultural Research-ის რედაქტორთა საერთაშორისო ჯგუფი ანიჭებს პირს მასში გამოქვეყნებული საუკეთესო სტატიისთვის.

ევა კრეინი ავტორია 300-ზე მეტი ნაშრომის, რომელთა უმეტესობა მან დაწერა 1970-იან და 1980-იან წლებში. თავის ბოლო წიგნში, Making a Bee-line (2003), ავტორმა აღწერა თავისი მოგზაურობები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფუტკრის კვლევის მიზნით.

ევა კრეინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა გაერთიანებული სამეფოს ქალაქ სლოუში .

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #110062388 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Who Was Who In Dulwich: Elsie Widdowson CH OBE By Sharon O’Connor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-17. ციტირების თარიღი: 2021-06-27
  4. Martin, Douglas (16 September 2007), "Eva Crane, English Expert on World's Bees, Dies at 95", The New York Times, https://www.nytimes.com/2007/09/16/world/europe/16crane.html. წაკითხვის თარიღი: 7 December 2013
  5. Marren, Peter (14 September 2007), Eva Crane: Authority on the history of beekeeping and honey-hunting who travelled the world in pursuit of bees, http://news.independent.co.uk/people/obituaries/article2961245.ece. წაკითხვის თარიღი: 7 December 2013 დაარქივებული 5 September 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  6. Jones, Richard. (2007-10-04) Obituary: Eva Crane en. ციტირების თარიღი: 2021-05-23