ევა გრებელი
ევა გრებელი | |
---|---|
გერმ. Eva Grebel | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 30 იანვარი, 1966 (59 წლის) |
დაბ. ადგილი | Dierdorf |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ასტრონომი და ასტროფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბონის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Lautenschläger Research Prize, Ludwig Biermann Award, Hector Wissenschaftspreis და Caroline Herschel Medal[1] |
ევა გრებელი ( გერმ. Eva Katharina Grebel, დ. 1966 წლის 30 იანვარი, დიერდორფი, ნიუვიდი, გერმანია) — გერმანელი ასტრონომი. 2007 წლიდან არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ასტრონომიული გამოთვლის ინსტიტუტის თანადირექტორი.
კვლევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევა გრებელის კვლევა ფოკუსირებულია ვარსკვლავებზე ირმის ნახტომის გალაქტიკაში და სხვა ობიექტებზე გალაქტიკათა ლოკალური ჯგუფის, მათ შორის დიდი და მაგელანის ღრუბლების, აგრეთვე ახლომდებარე ჯუჯა გალაქტიკების ჩათვლით. გრებელის კვლევა ეხება გალაქტიკების ქიმიურ ევოლუციასა და სტრუქტურას, ვარსკვლავების ფორმირებას და სხვადასხვა ვარსკვლავური პოპულაციის თავისებურებებს ირმის ნახტომისა და სხვა გალაქტიკების წარმოშობისა და ევოლუციის რეკონსტრუქციის მიზნით. [2] [3] [4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევა გრებელი სწავლობდა ფიზიკასა და ასტრონომიას ბონის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1991 წელს. ასევე გაიარა ზაფხული სკოლის პროგრამა ბალტიმორის კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტში.
ევა ორი წლის განმავლობაში (1992–1994) სწავლობდა ბონის უნივერსიტეტში. შემდეგ სწავლობდა ჩილეში ლა სილიის ობსერვატორიაში. 1995 წელს წარჩინებით დაიცვა სადოქტორი დისერტაცია. მისი დისერტაციის თემა იყო „ვარსკვლავური პოპულაციის კვლევები მეზობელ გალაქტიკებში.“ [5] [6] [7]
გრებელი შემდგომში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ილინოისის უნივერსიტეტში ურბანა-შამპენიში (1995–1996), ვიურცბურგის უნივერსიტეტში (1996–1997) და კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა კრუზი. (1997–1998). 1998 წელს მიიღო ჰაბლის სტიპენდია. 1998–2000 წლებში ჰაბლის თანამშრომლის რანგში შეუერთდა ვაშინგტონის უნივერსიტეტს სიეტლში. [5] [6]
2000 წელს გრებელი დაბრუნდა გერმანიაში და მუშაობა დაიწყო ჰაიდელბერგში მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტში კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელად. 2003 წელს დაინიშნა ბაზელის უნივერსიტეტის ასტრონომიული ინსტიტუტის ობსერვაციული ასტრონომიის კათედრაზე. მან შეცვალა გუსტავ ტამანი. 2004 წლიდან 2007 წლამდე იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი. [5] [6]
2007 წელს გრებელმა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მიიღო ასტრონომიის პროფესორის აკადემიური წოდება, სადაც ასევე გახდა ასტრონომიული გამოთვლების ინსტიტუტის ორი დირექტორიდან ერთ-ერთი. [5] [6] იმ დროს გრებელი ასტრონომიის ერთადერთი პროფესორი ქალი იყო გერმანიაში. [8]
ევა გრებელი არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების (DFG) ერთობლივი კვლევითი ცენტრის 881 „ირმის ნახტომის სისტემის“ ხელმძღვანელი [9] და საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის H1 „ლოკალური სამყარო“ კომისიის პრეზიდენტი. მეცნიერმა 2015 წელს მიიღო Hector Science Award და ასევე გახდა Hector Fellow Academy-ის წევრი. 2006 წელს პოტსდამის ასტრონომიის ინსტიტუტმა გადასცა იოჰან უემპეს ჯილდო.ევა გრებლი 1999 წელს გახდა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ჰენრი კრეტიენის საერთაშორისო კვლევითი სტიპენდიის მფლობელი, ხოლო 1996 წელს გერმანიის ასტრონომიულმა საზოგადოებამ გადასცა ლუდვიგ ბირმანის პრემია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Florin Simion @Yonescat The Caroline Herschel Medal and Prize
- ↑ Seite zum Johann-Wempe-Preis 2006 auf den AIP-Webseiten. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
- ↑ IAU member page for Eva K. Grebel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-25. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
- ↑ Pressemitteilung der Universität Heidelberg zur Berufung von Eva Grebel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 CV auf den Webseiten von Eva Grebel am ARI. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Biographische Daten zu Eva Grebel auf AcademiaNet. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
- ↑ Catalogue entry at the University and State Library, Bonn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
- ↑ Web pages of Heidelberg University. ციტირების თარიღი: 2019-06-09.
- ↑ Management-Informationen auf den Webseiten des SFB 881. ციტირების თარიღი: 2016-02-06.