შინაარსზე გადასვლა

ევა ბოურინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა ბოურინგი
Eva Bowring
ევა ბოურინგი Eva Bowring
აშშ-ის სენატორი ნებრასკის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აპრილი, 1954 – 7 ნოემბერი, 1954
წინამორბედიდუაიტ გრიზუოლდი
მემკვიდრეჰეიზელ ეიბელი

დაბადებული9 იანვარი, 1892
ვერნონი, მისური, აშშ
გარდაცვლილი8 იანვარი, 1985
შერიდანი, ნებრასკა, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეარტურ ბოიურინგი

ევა კელი ბოურინგი (ინგლ. Eva Kelly Bowring; დ. 9 იანვარი 1892, ვერნონი მისური, აშშ — გ. 8 იანვარი 1985, შერიდანი, ნებრასკა, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის სენატის წევრი ნებრასკის შტატიდან 1954 წლის 16 აპრილიდან 7 ნოემბრამდე. ამერიკელი პოლიტიკოსის არტურ ბოურინგის მეუღლე.

ევა კელი დაიბადა 1892 წლის 9 იანვარს მისურის შტატის ვერნონის ოლქში. 1928 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ რანჩოს მფლობელსა და პოლიტიკოს არტურ ბოურინგს და მასთან რანჩოზე გადავიდა საცხოვრებლად ჩერის ოლქში, ნებრასკის შტატი. თავისი მომავალი მეუღლე ევამ შემთხვევით გაიცნო, როდესაც არტური საკუთარ რანჩოს სიახლოვეს დაეხმარა ევას, რომელსაც მანქანა ჰყავდა გაფუჭებული. არტური და ევა ერთად ცხოვრობდნენ 16 წელი. 1944 წლის 19 მარტს ნებრასკის შტატის ქალაქ ჩადრონის საავადმყოფოში არტური გარდაიცვალა გულის შეტევის შედეგად[1][2][3].

ცოლ-ქმარი ბოურინგები ნებრასკის შტატში აქტიური რესპუბლიკელი პოლიტიკოსები იყვნენ. არტური მუშაობდა საოლქო კომისაში, რომელიც ოლქის მმართველი ორგანო იყო. 1927-1929 წლებში იგი იყო ნებრასკის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან, ხოლო 1930 დან 1933 წლამდე შტატის სენატის წევრი იყო[4][5].

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ევა ბოურინგმა რანჩოს დამოუკიდებლად მართვა დაიწყო, ისე რომ პოლიტიკა არ მიუტოვებია. 1954 წელს იგი შტატის გუბერნატორმა რობერტ ბერკი კროსბმა დანიშნა აშშ-ის სენატის წევრად, რათა დაეკავებინა ვაკანტური ადგილი, რომელიც გაჩნდა სენატორ დუაიტ გრიზუოლდის გარდაცვალების შემდეგ. ამრიგად ევა ბოურინგი გახდა პირველი ქალი, რომელიც ნებრასკის შტატიდან მოხვდა სენატში. მისი სენატის წევრობა არ იყო ხანგრძლივი, იგი გაგრძელდა 1954 წლის 16 აპრილიდან 7 ნოემბრამდე. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნებრასკაში მე-15 სენატის ვადა, რომელიც გაგრძელდა 1949 წლის 3 იანვრიდან 1955 წლამდე, იყო უჩვეულო, რადგან ამ პერიოდში შეიცვალა ექვსი სენატორი, ევა ბოურინგი მათ შორის იყო მეოთხე.

აშშ-ის სენატში მსახურების შემდეგ ევა ბოურინგი რანჩოს დაუბრუნდა. 1956 წლიდან 1964 წლამდე პარალელურად ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოში.

ევა ბოუირინგი გარდაიცვალა 1985 წლის 8 იანვარს, ერთი დღით ადრე 93-ე დაბადების დღემდე. ნებრასკის შტატის თამაშებისა და პარკების კომისიამ ბოურინგების რანჩოს ისტორიული პარკის სტატუსი მიანიჭა. რანჩოში დღემდე მოქმედებს მესაქონლეობის მეურნეობა, სადაც გამოჰყავთ ჰერიფორდული ჯიში. რანჩოს სახლი და ეზოს სხვა ნაგებობები შემონახულია და დაცულია. ასევე აქვე ფუნქციონირებს ვიზიტორების ცენტრი, სადაც დოკუმენტურად შესაძლებელია ვიზიტორი გაეცნოს ბოურინგების ცხოვრებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 'Nebraska Blue Book 1932,' Biographical Sketch of Arthur Bowring, pg. 270
  2. Early History of Cherry County, Nebraska. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2020-02-15.
  3. 'Arthur Bowring, former state legislator, dies,' Nebraska State Journal, March 20, 1944, pg. 1
  4. 'Nebraska Blue Book 1932,' Biographical Sketch of Arthur Bowring, pg. 270
  5. Early History of Cherry County, Nebraska. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2020-02-15.