შინაარსზე გადასვლა

ევა ანდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა ანდენი
დაბადების თარიღი 23 აპრილი 1886
უფსალა, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი 1970 (83 წლის)
დანდერიუდი, სტოკჰოლმი, შვედეთი
მოქალაქეობა შვედეთის დროშა შვედეთი
პროფესია ადვოკატი, ჟურნალისტი

ევა იოჰანა ანდენი( შვედ. Eva Johanna Andén;. 23 აპრილი 1886 – გ. 26 მარტი 1970) — შვედი პრაქტიკოსი იურისტი და ჟურნალისტი. პირველი ქალი ადვოკატი შვედეთში. შვედეთის ადვოკატთა ასოციაციის პირველი ქალი წევრი 1918 წლის 14 მარტიდან.[1]

ევა ანდენი დაიბადა უფსალაში 1886 წელს. მისი მშობლები იყვნენ ვაჭარი ჰერიბერტ ანდენი და ელინ ფორსმანი.

სკოლის დამთავრებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ 1907 წელს ევა შევიდა უფსალას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის იყო ერთადერთი ქალი თავის კურსზე. 1912 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო სამართლის პედაგოგის კვალიფიკაცია. 1912-1913 წლებში მოგზაურობდა შვედეთში და კითხულობდა ლექციებს Landsföreningen för kvinnans politiska rösträtt (ქალთა ხმის უფლების ეროვნული ასოციაცია) სახელით. გენდერული ნიშნის გამო მას არ ღბულობდნენ ადვოკატად, თუმცა მოახერხა სამუაოს დაწყება ფალუნის რაიონულ სასამართლოში კლერკად, შემდეგ კი 1914–1915 წლებში — ადვოკატად. ადვოკატად მუშაობდა შვედეთის ადვოკატთა ასოციაციის მდივნის, იოჰან ციორნელდის ფირმაში. დაქორწინებულ ქალებს უნდა მიეღოთ ქმრებისგან მუშაობის ნებართვა, ამიტომ ევა აცხადებდა, რომ არ იმყოფებოდა ქორწინებაში. ასეთი დისკრიმინაცია მხოლოდ 1925 წელს გაუქმდა.[2]

1915 წელს ევა სათავეში ჩაუდგა იურიდიულ ფირმას სტოკჰოლმში. ამ თანამდებობაზე მან ანა პეტერსონი შცვალა. 1918 წელს იგი მიიღეს შვედეთის ადვოკატთა კოლეგიაში. ევას ფორმალურად დაბრკოლება არ შხვედრია, თუმცა ამ ორგანიზაციაში ქალის გამოჩენა იმდენად უჩვეულო იყო, რომ ევა პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.[3]

ევა ანდენის ფირმა წარმატებული იყო. მის საქმიანობას წარმოადგენდა განქორწინების, მემკვიდრეობის, ალიმენტისა და მეურვეობის საკითხების განხილვა. ევას კლიენტები იყვნენ სელმა ლაგერლოფი,ბარბო ალვინგი და ასტრიდ ლინდგრენი . მისი მეგობრები იყვნენ ალექსანდრა კოლონტაი, კაროლინა უიდერსტრომი და ელენ ფრისი. ევა შევიდა სახელმწიფო იურიდიული კომიტეტის შემადგენლობაში. ხსენებული კომიტეტი კონსულტაციას უწევდა შვედეთის მთავრობას ქალთა და ბავშვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქალთა საარჩევნო უფლების შემოღების შემდეგ და ხელი შეუწყო რეფორმებს. შედეგად, გაძლიერდა ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების უფლებები, ხოლო გათხოვილი ქალები გათავისუფლდნენ ქმრის მეურვეობისგან.

ევა ხშირად აქვეყნებდა პრესაში სტატიებს კანონმდებლობისა და ქალთა უფლებების შესახებ ქორწინების, მემკვიდრეობის, აბორტისა და პროსტიტუციის საკითხებში. 1920-იან და 1930-იან წლებში იყო ლიბერალური ფემინისტური ყოველკვირეული ჟურნალის Tidevarvet- ის რეგულარული ავტორი. 1949-1962 წლებში ევა ანდენი იყო „ცხრათა საზოგადოების“ წევრი, რომლის ფუნქციას წარმოადგენდა ლიტერატურული პრიზების გაცემა. [4]

ევა არ დაქორწინებულა. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თავის მდივანთან ლიზა ეკედალთან. გარდაცვალებამდე მუშაობდა უფსალაში. მისი ოფისი მოქმედებდა 1995 წლამდე.[5]

  1. 18860423-1004 Andén, Eva Johanna // Sveriges dödbok
  2. Farmödrar & Förebilder: Eva Andén
  3. Magnus Ullman: Kvinnliga pionjärer verksamma i Sverige
  4. Tidevarvsgruppen (The Age Group), Fogelstad-gruppen (The Fogelstad Group) and the newspaper Tidevarvet (The Age.). Hjördis Levin's homepage. ციტირების თარიღი: 30 December 2016.
  5. Eva Johanna Andén, www.skbl.se/sv/artikel/EvaAnden, Svenskt kvinnobiografiskt lexikon (artikel av Elsa Trolle Önnerfors), hämtad 2019-03-31.