ევა ამური
| ევა ამური | |
|---|---|
| ინგლ. Eva Amurri | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 15 მარტი, 1985[1] [2] (40 წლის) |
| დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი |
| საქმიანობა | ტელემსახიობი, კინომსახიობი და ბლოგერი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ბრაუნის უნივერსიტეტი, Friends Seminary და Saint Ann's School |
| მეუღლე | Kyle Martino |
ევა ამური (ინგლ. Eva Amurri დ. 15 მარტი, 1985) — ამერიკელი მსახიობი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევა ამური დაიბადა 1985 წლის 15 მარტს, ნიუ-იორკში, იტალიელი კინორეჟისორის ფრანკო ამურისა და ამერიკელი მსახიობის სუზან სარანდონის ოჯახში (რომლის დედის წარმოშობაც იტალიური იყო). ამური გაზარდა დედამ და დედის ხანგრძლივი დროის პარტნიორმა ტიმ რობინსმა. მას ჰყავს ორი ნახევარძმა დედის მხრიდან — ჯეკი და მაილსი,[3] ასევე ორი მამის მხრიდან — ლეონე და აუგუსტა, რომლებიც მამამისის, ჰაიდე ლუნდთან ქორწინებიდან არიან, და ორი ნახევარდა — ტალულა და რუბი, ლუნდს წინა ქორწინებიდან ლორდ ენტონი აიზაკსთან, რომელიც მაიკლ აიზაკსის, რიდინგის მესამე მარკიზის, ვაჟია.[4][5]
მან დაამთავრა "Friends Seminary" (მანჰეტენში) საშუალო საფეხურზე სწავლისთვის და შემდეგ დაამთავრა "Saint Ann's School" ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ასევე ბრაუნის უნივერსიტეტი.[6][7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამური მონაწილეობდა კომედიურ ფილმში The Banger Sisters (2002), სადაც მისი დედა მთავარ როლს ასრულებდა — ამური დედის პერსონაჟის შვილს განასახიერებდა. მან დედასთან ერთად ითამაშა სერიალ Friends-ის ერთ ეპიზოდში (მე-7 სეზონი, მე-15 სერია – "The One with Joey's New Brain"), სადაც სარანდონი მას სილას აწნევს. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში Saved!.
ამურმა ერთ-ერთი წამყვანის როლი შეასრულა გადაცემაში Attack of the Show!, კევინ პერეირასთან ერთად. 2009 წელს ის გამოჩნდა Showtime-ის სერიალ Californication-ის მესამე სეზონში, სადაც ჯეკის როლს ასრულებდა — ის იყო სტრიპტიზიორი, სტუდენტი და მთავარი გმირის, ჰენკ მუდის (დევიდ დუხოვნი) სიყვარულის ობიექტი.
ამურმა ასევე ითამაშა მთავარ როლში 2008 წლის ფილმში Middle of Nowhere. 2009 წელს, სერიალ How I Met Your Mother-ის ეპიზოდში "The Playbook", მან შეასრულა შელის როლი. ამური მონაწილეობდა თრილერ ფილმში Isolation, რომლის რეჟისორიც სტივენ ტი კეია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ GeneaStar
- ↑ Heller, Corrine. Susan Sarandon Talks About Eva Amurri Martino's Labor: "It Was Like a National Geographic Special"—Watch!. E! (May 13, 2013). ციტირების თარიღი: January 7, 2018
- ↑ Amurri, Eva (11 March 2019). „My Sibling Story“. Happily Eva After. ციტირების თარიღი: 23 May 2021.
- ↑ Burke's Peerage, Baronetage and Knightage, 107th edition, vol. 3, ed. Charles Mosley, Burke's Peerage Ltd, 2003, p. 3299
- ↑ Lee, Linda (September 8, 2002). „A Night Out With: Eva Amurri; Glittering in Mom's Sky“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 17, 2016.
- ↑ Takeda, Allison (August 15, 2015). „Eva Amurri Martino Reveals She Had a Miscarriage: Our Angel Slipped Away“. Us Weekly. ციტირების თარიღი: October 17, 2016.