ედუარდ ცირამუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედუარდ ცირამუა
ედუარდ ცირამუა.jpg
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1933
დაბ. ადგილი თბილისი
საქმიანობა ეკონომისტი
ჯილდოები საერთაშორისო საიმპერატორო მედალი, ღირსების მედალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ედუარდ ცირამუა (დ. 31 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობით, შემდეგ მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1956 წელს. იყო მუშა, აღმრიცხველი, ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში ფინანსებისა და ფასების სტატისტიკის განყოფილების უფროსი, ფინანსთა სამინისტროში რესპუბლიკის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსი, ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში საგეგმო-საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი. 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან მოწვეულ ლექტორად, 1991-1998 წლებში დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1998 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად 1990-2006 წლებში იყო ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აღრიცხვისა და აუდიტის განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 77-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 მონოგრაფიული და სასწავლო წიგნი, 19 ცალკეული სამეცნიერო ნაშრომი, 22 საჟურნალო სამეცნიერო სტატია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აუდიტი : თეორია, მეთოდიკა, ტექნიკა : სახელმძღვ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, შ.პ.ს. „დარბეგი“, 2009. - 355გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]