ედუარდ ყაზაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედუარდ ყაზაიშვილი (დ. 15 მარტი, 1935, თბილისი) — ქართველი ექიმი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი.

1959-1961 წლებში მუშაობდა მოსკოვის რკინიგზის პოლიკლინიკაში თერაპევტად. 1961-1964 წლებში იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უფროსი სანიტარული ექიმი. 1964-1972 წლებში იყო სსრკ სამედიცინო აკადემიის უროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1972-1976 წლებში I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგი. 1976-1996 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1996 წლიდან ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის ასისტენტი. არის 26 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს შრომის ვეტერანის მედალი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა − „წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სტრუქტურულ-ჰისტოქიმიური თავისებურებანი“, დაიცვა 1972 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]