შინაარსზე გადასვლა

ედუარდ ფენეჩ ადამი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ ფენეჩ ადამი
ედუარდ ფენეჩ ადამი
ოფიციალური პორტრეტი, 2007
მალტის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2004  4 აპრილი, 2009
პრემიერ-მინისტრი  ლოურენს გონზი
წინამორბედიგვიდო დე მარკო
მემკვიდრეჯორჯ აბელა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 სექტემბერი, 1998  23 მარტი, 2004
წინამორბედიალფრედ სენტი
მემკვიდრელოურენს გონზი

ოპოზიციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი, 1996  6 სექტემბერი, 1998
პრემიერ-მინისტრიალფრედ სანტი
წინამორბედიუგო მიფსუდ ბონიჩი

ნაციონალისტური პარტიის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი, 1977  3 მარტი, 2004
წინამორბედიჯორჯო ბორგ ოლივიე
მემკვიდრელოურენს გონზი

დაბადებული7 თებერვალი, 1934
ბირკირკარა, მალტა
პოლიტიკური პარტიანაციონალისტური პარტია
მეუღლემარი ფენეჩ ადამი
შვილები5
განათლებამალტის სამეფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ხელმოწერა
საიტიhttp://eddiefenechadami.org/

ედუარდ ფენეჩ ადამი (დ. 7 თებერვალი, 1934, მალტა) — მალტელი პოლიტიკოსი, მალტის პრემიერ-მინისტრი 1987 წლიდან 1996 წლამდე და 1998 წლიდან 2004 წლამდე. შემდგომში მალტის მეშვიდე პრეზიდენტი 2004 წლიდან 2009 წლამდე. მისმა პარტიამ მოიგო ოთხ საყოველთაო არჩევნებში, 1987, 1992, 1998 და 2003 წლებში. ფენეჩ ადამმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მალტის ევროკავშირში გაწევრიანებაში.[1]


პროფესიით იურისტი, ადამი აირჩიეს პარლამენტის წევრად 1969 წელს.[2] იგი მსახურობდა პარტიის რიგ უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის ადმინისტრაციული და გენერალური საბჭოების პრეზიდენტად, აირჩიეს პარტიის ლიდერად ჯორჯო ბორჯ ოლივიეს შემცვლელად. 1977 წლის აპრილიდან მოყოლებული, ფენეხ ადამი ხელმძღვანელობდა ნაციონალისტურ ოპოზიციას.[3]


1987 წელს, ობერჟ დე კასტილში გადასვლის შემდეგ, ედუარდმა დაიწყო ეროვნული შერიგების პოლიტიკა, ინიცირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებით. მისმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ და ეკონომიკურმა პოლიტიკამ ხაზი გაუსვა დერეგულაციას, უფრო მოქნილ შრომის ბაზრებს, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზაციას. ოფიციალურად გაწევრიანების განაცხადით, 1990 წელს მალტამ დაიწყო ინტეგრაცია ევროკავშირთან.[4]

ფენეჩ ადამი ხელახლა აირჩიეს მცირე უმრავლესობით 1992 წელს. 1996 წელს კი მან დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ედუარდ ფენეჩ ადამი წარმატებით ხელმძღვანელობდა პრო-ევროპულ მოძრაობას 2003 წლის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის კამპანიაში და მოიგო მომდევნო არჩევნები. მან ხელი მოაწერა მალტის შეერთების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და წარმოადგინა მალტა ევროკავშირის სხვადასხვა სამიტებსა და თანამეგობრობის შეხვედრებზე. ადამი გადადგა ნაციონალისტური პარტიის ლიდერის თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში. ასევე გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და გახდა მალტის მეშვიდე პრეზიდენტი 2004 წლის აპრილში.

განათლება და პროფესიული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედუარდ ფენეჩ ადამი დაიბადა ბირკირკარაში, ჯოზეფინ ფენეჩ ადამის, დაბადებით პეისის, და ლუიჯი ფენეჩ ადამის, საბაჟო ოფიცრის ოჯახში. ის იყო მეოთხე ბიჭი ხუთშვილიან ოჯახში. განათლება მიიღო წმინდა ალოიზიუსის კოლეჯში ბირკირკარაში. სწავლა გააგრძელა მალტის სამეფო უნივერსიტეტში, სწავლობდა ეკონომიკას, კლასიკას და სამართალს. 1959 წელს დაიწყო მუშაობა სასამართლოში. დაქორწინებული იყო მერი სციბერასზე, რომელიც გარდაიცვალა 2011 წელს. წყვილს ჰყავდა ხუთი შვილი – ჯონი, ბეპე (ნაციონალისტი დეპუტატი), მაიკლი (ნაციონალისტი, ბირკირკარის ადგილობრივი საბჭოს წევრი), მარია და ლუიჯი.[5]

ადრეული პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენეჩ ადამი შეუერთდა ნაციონალისტურ პარტიას სამოციან წლების დასაწყისში, პირველად როგორც საარჩევნო ოლქის ოფიციალური პირი, შემდეგ როგორც ადმინისტრაციული და გენერალური საბჭოების პრეზიდენტი, მდივნის მოადგილე და გაზეთის Il-Poplu რედაქტორი. მან მონაწილეობა მიიღო ორ წარუმატებელ კამპანიაში 1962 და 1966 წლებში, გახდა პარლამენტის წევრი 1969 წელს.[6]

ფენეჩ ადამმა მოითხოვა ნაადრევი არჩევნების გამოცხადება 1970 წელს, როდესაც ბრიტანელები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს კუნძულების ფინანსური და თავდაცვითი შეთანხმების განახლებაზე.[7] ნაციონალისტური პარტია დაბრუნდა ოპოზიციაში 1971 წელს, პარტიის ოფისები კუნძულების სოფლებსა და ქალაქებში ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა ან განადგურდა – ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა ოთხმოციანი წლების ბოლომდე.[8] ფენეჩ ადამი მსახურობდა როგორც ოპოზიციის სპიკერი შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური სერვისების საკითხებში.[9] მისმა პოლიტიკურმა სისუსტემ მწვერვალს მიაღწია მინტოფთან შეთანხმებით 1974 წელს მალტის რესპუბლიკის გამოცხადების თაობაზე, ამომრჩევლების კონსულტაციის გარეშე. გუიდო დე მარკომ ამას „მიუღებელი ღალატის აქტი“ უწოდა.[10] ბორჯ ოლივიეს მზარდმა სისუსტემ გამოიწვია მომდევნო საარჩევნო მარცხი 1976 წელს. ფენეჩ ადამი მკაცრად წინააღმდეგობდა პარტიის წინადადებას გაეუქმებინა საშემოსავლო გადასახადი, როგორც არასანდო.[11] საბოლოოდ, ორი თანმიმდევრული არჩევნების დაკარგვამ გამოიწვია ბორჯ ოლივიეს დამარცხება და გახსნა გზა ნაციონალისტური პარტიისთვის ახალი ლიდერის არჩევისა და მოდერნიზაციისთვის.

ნაციონალისტური პარტიის ლიდერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის შედარებით ახალბედა, ფენეჩ ადამმა მონაწილეობა მიიღო პარტიის ლიდერობის არჩევნებში სხვა ორი დამკვიდრებული დეპუტატის, ჩენსუ ტაბონესა და დე მარკოს წინააღმდეგ 1977 წელს. ფენეჩ ადამმა გაიმარჯვა ლიდერობის კონკურსში 1977 წლის აპრილში ორი მესამედის უმრავლესობით; არჩევის შემდეგ მან გადაწყვიტა შეენარჩუნებინა თავისი ორი კონკურენტი ძალიან თვალსაჩინო როლებში. ბორჯ ოლივიესგან ხელმძღვანელობის გადაბარების შემდეგ 1978 წელს, ფენეჩმა დაუყოვნებლივ დაიწყო ნაციონალისტური პარტიის რეფორმირება, მოარგო უფრო სოციალურად გააზრებული ამომრჩევლის საჭიროებებს. ამ მოდერნიზაციის პროცესმა მიიზიდა ახალი და უფრო ახალგაზრდა პარტიის წევრები.[12]

1979 წლის 15 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა დამოუკიდებელი კონსერვატიული გაზეთის, The Times of Malta-ს შენობაზე. თავდასხმების სერია განხორციელდა ენეჩის რეზიდენციაზე და ნაციონალისტური პარტიის ოფისებზე.[13][14] ეკლესიიდან სახლში მიმავალი ფენეჩი შოკში ჩავარდა ქაოსისგან: წინა კარი ფართოდ იყო გაღებული, შიგნით კი მძარცველები, რომლებიც ამსხვრევდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს, წიგნებს და ავეჯს გარეთ, ქუჩაში ისვრიდნენათი.[15]ფენეჩ ადამის რეზიდენციის პირველი სართულის ექვსივე ოთახი სრულიად განადგურდა. თვად ადამი სასტიკად სცემეს, ოჯახის წევრებმა კი გაქცევა მოასწრეს. თავდასხმამ მეტად გააძლიერა ლიდერი და მეტი მხარდამჭერი შემატა.

ნაციონალისტური პარტიის მხარდაჭერა იმდენად გაიზარდა, რომ მოიზიდა ხმების უმრავლესობა 1981 წლის არჩევნებში, მაგრამ ვერ მოიპოვა პარლამენტში ადგილების უმრავლესობა. ფენეჩ ადამი ხელმძღვანელობდა წარმატებულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიას, განმეორებით ბოიკოტირებდა პარლამენტს 1981-დან 1983 წლამდე. დაიწყო პოლიტიკური ძალადობის ზრდა ნაციონალისტური პარტიის წინააღმდეგ. ნაციონალისტურმა პარტიამ უბრძანა მხარდამჭერებს ბოიკოტი გაეწიათ მთავრობის მხარდამჭერი ბიზნესებისთვის. 1983 წლის მარტში, ნაციონალისტური ოპოზიცია უმრავლესობით დაბრუნდა პარლამენტში.[16]

პრემიერ-მინისტრი (1987–1996)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ედუარდ ფენეჩ ადამი ავიამზიდ USS John F. Kennedy (CV 67)-ზე, 2004 წლის 28 ივნისი

კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მომპოვებელ პარტიას გარანტირებული ექნებოდა საპარლამენტო უმრავლესობა. 1987 წელს ნაციონალისტურმა პარტიამ 5000 ხმით გაიმარჯვა საყოველთაო არჩევნებში.

1987-1992 წლებში ფენეჩ ადამიმ მალტაში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. გაფართოვდა საგარეო ურთიერთობები, მალტამ დაიწყო გადასვლა თანამედროვე ევროპული დემოკრატიისკენ. [17]მალტამ შეინარჩუნა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ლიბიასთან, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხელშეკრულება ხელახლა განიხილეს. ფენეჩ ადამმა გააფართოვა მალტის პოლიტიკური დისტანცია კადაფისთან, გააუქმა სამხედრო ვალდებულებები.[18]

ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურა მთლიანად გადაკეთდა, განახლდა გზები, აშენდა ახალი ქარხნები, ელექტროსადგურები, აეროპორტი. ასევე გაუქმდა იმპორტის ლიცენზიები და კვოტები. ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება და საბანკო სექტორი დერეგულირებული ან პრივატიზებული გახდა.[19] ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისისთვის ფენეჩ ადამამ დაიწყო თავისი ეკონომიკური და სამთავრობო პოლიტიკის წარმართვა მალტის ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის მიზნით. ეს მოიცავდა ადგილობრივი იმპორტისა და საბაჟო გადასახადების თანდათანობით გაუქმებას.[20] პრემიერ-მინისტრის რანგში მან მოითხოვა პრეზიდენტის არაერთი შეწყალება.[21]

ოპოზიციის ლიდერი (1996–1998)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტი ფენეჩ ადამი პოლონეთის სენატში, 2009 წლის 26 იანვარი

1996-დან 1998 წლამდე ფენეჩ ადამი იყო ოპოზიციის ლიდერი. ლეიბორისტულ მთავრობა უმრავლესობას წარმოადგენდა. ამან მძიმე პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი გამოიწვია. ლეიბორისტულმა პარტიამ რამდენიმე ეკონომიკური პოლიტიკა შემოიღო, რითაც შეასრულა დღგ-ს გაუქმების ვალდებულება, ჩაანაცვლა იგი რთული საბაჟო და აქციზის გადასახადის სისტემით (CET), შემოიღო დამატებითი გადასახადები შემოსავლების დეფიციტის შესამცირებლად და გაზარდა კომუნალური გადასახადები.


მინტოფი, რომელიც სანტის მთავრობაში უკანა რიგებში მყოფი წევრი იყო, საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყდა. ლეიბორისტულმა მთავრობამ ვერ შეძლო მინტოფის პროტესტის შეკავება 1997 წლის მკაცრი ბიუჯეტისა და კოტონერაში სანაპირო ზოლის რეკონსტრუქციის პროექტის წინააღმდეგ და დანიშნა ვადამდელი არჩევნები. ფენეჩ ადამმა დაიბრუნა ხმების ცვლადი რაოდენობა, მოიპოვა 13,000 ხმით უმრავლესობა და მისი პარტია 1998 წლის სექტემბერში ხელისუფლებაში დაბრუნდა.

პრემიერ-მინისტრი(1998–2004)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფენეჩ ადამი მიესალმება წმინდა გიორგის მოედანზე შეკრებილ ხალხს მისი მემკვიდრის, ჯორჯ აბელას, ფიცის დადების დღეს.

მალტის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რომელიც წინა ლეიბორისტულმა მთავრობამ შეაჩერა, ხელახლა გააქტიურდა და მოლაპარაკებები 2002 წლის დეკემბრისთვის დასრულდა. ფენეჩ ადამმა წარმატებით უხელმძღვანელა პროევროპულ მოძრაობას 2003 წლის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის კამპანიაში და მოიგო მომდევნო არჩევნები.[22] მან მალტის ევროკავშირთან გაწევრიანების ხელშეკრულებას 2003 წლის 16 აპრილს მოაწერა ხელი და მალტას ევროკავშირის სხვადასხვა სამიტსა და თანამეგობრობის შეხვედრებზე წარმოადგენდა. 2003 წლის დეკემბერში, ბრიუსელში დაფუძნებული გავლენიანი გაზეთის, „ევროპული ხმის“ მიერ მალტის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მისი ურყევი ძალისხმევის აღსანიშნავად, მან 2003 წლის „წლის ევროპელის“ ჯილდო მიიღო.ფენეჩ ადამი ნაციონალისტური პარტიის ლიდერის თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში გადადგა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და პარლამენტის მანდატიც 2004 წლის 23 მარტს დათმო, რითაც მალტის დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დიდხანს მოღვაწე პრემიერ-მინისტრი გახდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ფენეჩ ადამი მალტის პრეზიდენტად 2004 წლის 4 აპრილს დაინიშნა. მან თანამდებობა ხუთწლიანი ვადით დაიკავა. 2009 წლის 4 აპრილს იგი ჯორჯ აბელამ შეცვალა.[9]

  • ეროვნული ღირსების ორდენის საპატიო თანამგზავრი (1990) უფლებით როგორც პრემიერ-მინისტრი, შემდგომში მალტის პრეზიდენტი[23]
  • პრინც ჰენრის ორდენის დიდი ჯვარი, პორტუგალია (09.11.1994)[24]
  • სამი ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის მეთაური, ლატვია (2004)
  • რუმინეთის ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით (2004)
  • იტალიის რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დიდი ჯვრის რაინდი დიდი კორდონით (2005)[25]
  • აბანოს ორდენის საპატიო რაინდი დიდი ჯვარი, გაერთიანებული სამეფო (2005)
  • მეფე ტომისლავის დიდი ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, ხორვატია (2006)[26]
  • უნგრეთის დამსახურების ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით (2007)[27]
  • პრინც ჰენრის ორდენის დიდი საყელო, პორტუგალია (11.12.2008)
  • თეთრი არწივის ორდენის რაინდი, პოლონეთი (2009)[28]
  • საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის მეთაური (2010)[29]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Martens, Wilfried (2009). Europe: I Struggle, I Overcome: I Struggle, I Overcome. Springer Science & Business Media, გვ. 200–201. ISBN 978-3540892892. 
  2. Dr Edward Fenech Adami (1987 – 1996, 1998 – 2004). Government of Malta – DOI. ციტირების თარიღი: 2014-07-20
  3. (2014) Heads of States and Governments Since 1945. Routledge, გვ. 542. ISBN 978-1134264902. 
  4. Office of the Prime Minister - Eddie Fenech Adami
  5. Ltd, Allied Newspapers. „Fenech Adami is Malta's seventh President“. Times of Malta (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-07.
  6. Official Website of the President of Malta. Government of Malta (2006). ციტირების თარიღი: 20 August 2006
  7. „Fenech Adami bows out“. 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2014-07-20.
  8. (2014) Heads of States and Governments Since 1945. Routledge, გვ. 542. ISBN 978-1134264902. 
  9. 1 2 Vella, Matthew. (2009-01-04) Three decades of Eddie. ციტირების თარიღი: 2014-07-20
  10. Vella, Matthew. (2014-02-25) Eddie: Manifest destinity. ციტირების თარიღი: 2014-07-20
  11. (1985) Human rights in Malta: A report. International Helsinki Federation for Human Rights, გვ. 13. 
  12. East, Roger; Thomas, Richard J. (2014) Profiles of People in Power: The World's Government Leaders. Routledge, გვ. 340–341. ISBN 978-1317639404. 
  13. Sansone, Kurt. (2009-10-16) Black Monday should never have happened – Labour leader. Times of Malta. ციტირების თარიღი: 2014-07-20
  14. Grech, Herman; Massa, Ariadne. Unfaded memories of Black Monday. Times of Malta (2009-11-10). ციტირების თარიღი: 2014-07-20
  15. Sansone, Kurt. (2009-11-10) Shades of Black Monday. Times of Malta. ციტირების თარიღი: 2014-07-20
  16. Vassallo, Raphael (2006-01-12). „The Malta Independent Online“. ციტირების თარიღი: 2014-07-20.
  17. Thompson, Wayne C. (2013). Western Europe 2013. Rowman & Littlefield, გვ. 370. ISBN 978-1475805079. 
  18. Motyl, Alexander J. (2000). Encyclopedia of Nationalism, Two-Volume Set. Academic Press, გვ. 315. ISBN 0080545246. 
  19. (2002) Worldmark Encyclopedia of the Nations: World leaders. Gale Group, გვ. 370. ISBN 0787666106. 
  20. Cases against Zeppi l-Hafi dropped (2009-05-05). ციტირების თარიღი: 2015-04-09
  21. All Proceedings against Zeppi l-Hafi dropped off. The Malta Independent (2009-05-06). ციტირების თარიღი: 2015-04-10
  22. Foreword to EU Studies Guide 2004 Eddie Fenech Adami, Maltese Prime Minister. European Voice (2004). ციტირების თარიღი: 20 August 2006
  23. Rudolf, Uwe Jens; Berg, Warren G. (2010) „The Dictionary“, Historical Dictionary of Malta. Scarecrow Press, Inc, გვ. 91. ISBN 978-0810853171. 
  24. Cidadãos Estrangeiros Agraciados com Ordens Portuguesas. ციტირების თარიღი: 4 August 2017
  25. Le onorificenze della Repubblica Italiana. ციტირების თარიღი: 18 July 2019
  26. Odluka o odlikovanju Njegove Ekscelencije dr. Edwarda Fenech-Adami, predsjednika Republike Malte Veleredom kralja Tomislava s lentom i Velikom Danicom za izniman doprinos promicanja prijateljstva i razvitka uzajamne suradnje između Republike Hrvatske i Republike Malte. ციტირების თარიღი: 18 July 2019
  27. Köztársasági Elnöki Hivatal.
  28. Postanowienie Prezydenta Rzeczypospolitej Polskiej z dnia 23 stycznia 2009 r. o nadaniu orderów i odznaczenia. ციტირების თარიღი: 18 July 2019
  29. France bestows on President Emeritus Eddie Fenech Adami with its highest (...) – La France à Malte. ციტირების თარიღი: 2017-03-01