შინაარსზე გადასვლა

ედუარდ უილიამ ბრეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ უილიამ ბრეილი
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1801(1801-09-28)
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 1 თებერვალი, 1870(1870-02-01)[1] (68 წლის)
გარდ. ადგილი იზლინგტონი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიბლიოთეკარი და გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ბირკბეკი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი

ედუარდ უილიამ ბრეილი (ინგლ. Edward William Brayley; დ. 28 სექტემბერი, 1801, ლონდონი — გ. 1 თებერვალი, 1870, იზლინგტონი) — ინგლისელი გეოგრაფი, ბიბლიოთეკარი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

ედუარდ უილიამ ბრეილი დაიბადა ლონდონში, ცნობილი ანტიკვარიატის, ედვარდ უედლეიკ ბრეილისა და მისი მეუღლის, ანას ოჯახში. მან, ადრეული განათლება, ძმების, ჰენრისა და ჰორაციოსთან ერთად, კერძოდ მიიღო. ის მკაცრად იზრდებოდა, სხვა ბავშვებთან ან სახლის გარეთ არსებულ სამყაროსთან მცირე კონტაქტით. მოგვიანებით მან სტავლა დაიწყო ლონდონის ინსტიტუტსა და სამეფო ინსტიტუტში უილიამ თომას ბრანდეს ხელმძღვანელობით.

ბრეილიმ მიატოვა მამის სურვილისამებრ მეცნიერებისადმი ადრეული მიდრეკილება. ამ პერიოდში ის აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა თემებზე რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალში, მათ შორის ფილოსოფიურ ჟურნალში, რომლის რედაქტორის ასისტენტიც 1823-1844 წლებში გახდა. 1829-1830 წლებში ბრეილი დაიქირავა როულენდ ჰილმა, რათა ლექციები წაეკითხა ფიზიკურ მეცნიერებებზე მის სკოლებში.

1834 წელს იგი გახდა ლონდონის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი, ხოლო 1865 წელს ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი. იქ ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა საკითხებზე, ასევე სამეფო ინსტიტუტში, ლონდონის მექანიკის ინსტიტუტსა და ბელგრეივის, რასელისა და მერილებონის ინსტიტუტებში. ლონდონის ინსტიტუტის დამხმარე თანამშრომელად მუშაობისას, მას ხშირად უწევდა ლექტორების დროებით ჩანაცვლება.

მისი სამეცნიერო ნაშრომების უმეტესობა სხვა ავტორების მიერ გამოქვეყნებული იდეების ანალიზსა და სინთეზს მოიცავდა. ბრეილი მუშაობდა სამუელ პარკსის „ქიმიური კატეხიზმის“ (1834) გამოცემაზე და ინგლისურ ციკლოპედიაში მრავალი ბიოგრაფიული და სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. ბრეილი უილიამ რობერტ გროუვის ახლო თანამშრომელი და მეგობარი იყო და აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად მუშაობდა გროუვის ფუნდამენტური წიგნის „ფიზიკური ძალების კორელაციის შესახებ“ (1846) გამოცემაზე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ლუკ ჰოვარდის „ბარომეტროგრაფია“-ს (1847) რედაქტირებაში.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ ერთ კრატერს დაარქვეს ბრეილი.

  • Gordon, Alexander (1912). "Hodgetts, James Frederick" . Dictionary of National Biography (2nd supplement). Vol. 2. pp. 274–275.
  • Cocks, E. E.; Cocks, J. C. (1995). Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 0-936389-27-3.
  • von Mueller, Ferdinand (1866). Fragmenta phytographiae Australiae. Vol. v.5 1865-66. Melbourne: Victorian Government Printer. pp. 143–144. Retrieved 17 July 2020.
  • Brayley, E. W. (1825). Ancient Castles of England and Wales (2 vols ed.).
  • The Utility of the Knowledge of Nature Considered; with Reference to the General Education of Youth. London: Baldwin & Cradock. 1831.
  • Hays, J. N. (2004) "Brayley, Edward William (1801/2–1870)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, accessed 8 August 2007 (subscription required)
  1. SNAC — 2010.