ედუარდ ავგუსტი (კენტის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ ავგუსტი

ედუარდ ავგუსტი
ინგლისი პოლკოვნიკი
მმართ. დასაწყისი: 1786
მემკვიდრე: დედოფალი ვიქტორია
ფელდმარშალი
მმართ. დასაწყისი: 1805
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი 1767
დაბ. ადგილი: ბუკინგემის სასახლე, ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 23 იანვარი 1820
გარდ. ადგილი: სიდმოუთი, ინგლისი
მეუღლე: დე სენტ-ლორი (1818-1820)
რელიგია: კათოლიციზმი
ეროვნება:  ინგლისელი
ბრძოლები/ომები: საფრანგეთის რევოლუცია
მეოთხე კოალიციის ომი
მარტინიკის ომი 

ედუარდ ავგუსტი (კენტის ჰერცოგი) (დ. 2 ნოემბერი, 1767 — გ. 23 იანვარი, 1820) — დედოფალი ვიქტორიას მამა და კენტის ჰერცოგი დაიბადა 1767 წლის 2 ნოემბრს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში, ინგლისი. ედუარდი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფის -  ჯორჯ III-ისა და შარლოტ მეკლენბურგ-შტრელიცის 15 შვილთაგან მეხუთე, მას ედუარდი ბიძამისის - იორკის ჰერცოგის საპატივცემულოდ დაარქვეს. 1767 წლის 30 ნოემბერს ავგუსტი ბაპტისტურად მონათლეს, მისი ნათლიები კი იყვნენ ჩარლზ უილიამ ფერდინანდი, მეკლენბურგ-შტრელიცის ჰერცოგი ჩარლზი, ბრუნსვიკ-ვოლფენბუტელის პრინცესა და ჰესე-კასელის ლანდგრაფინა. კენტის ჰერცოგს თავიდან სახლში ასწავლიდა ჯონ ფიშერი, თუმცა შემდეგ ლუნენბურგში, ჰანოვერში და ჟენევაში წავიდა განათლების მისაღებად. ამ უკანასკნელში ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად ვალების აღება დაიწყო (ზოგი ისტორიკოსი ირწმუნება, რომ არათუ ედუარდმა, არამედ ლეიტენანტმა კოლონელ ვანგენჰეიმმა აიღო მისი სახელით ვალები), თანაც ვინაიდან იგი პრინცი იყო, ყველა სესხულობდა მისთვის ფულს იქიდან გამომდინარე, რომ სამეფო ოჯახის წევრი იყო, რომელიც აუცილებლად დაუბრუნებდა თანხას.

1785-1789[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1785 წელს ჰანოვერელმა მცველებმა მისი სამხედრო სწავლება დაიწყეს. 1 წლის შემდეგ, 1786 წელს, ედუარდმა პოლკოვნიკის წოდება მიიღო 18 წლის ასაკში, ხოლო მამამისმა - ჯორჯ III ჰერცოგი მის ძმასთან - იორკის ჰერცოგთან - პრინც ფრედერიკთან გაგზავნა მისახედად, რომელმაც თავის მხრივ, ძმა ლუნენბურგში გაგზავნა ლეიტენანტ კოლონელ ჯორჯ ვანგენჰეიმთან - სამეფო ცხენოსანთა გვარდიის ღირსეულ წევრთან, რომელიც მისი ერთგვარი მეურვე გახდა და აქედან გამომდინარე, სრული კონტროლი ჰქონდა მის ფინანსებსა და მიმოწერებზე. გარდა ამისა, სადაც ჰერცოგი წავიდოდა, ვანგენჰეიმიც მასთან უნდა ყოფილიყო სრული პასუხისმგებლობით.

1789 წელს ავგუსტმა ადგილობრივი მუსიკოსი, მასზე 6 წლით უფროსი ადელაიდა დუბუსი გაიცნო, რომელიც 15 დეკემბერს გარდაიცვალა ედუარდისა და თავისი შვილის - ადელაიდა ვიქტორ ავგუსტის გაჩენისას. ამ საქმის მიჩქმალვა ლეიტენანტმა კოლონელ ჯორჯმა აიღო, რომელმაც პრინცის ქალიშვილი ადელაიდას დას - ვიქტორს გაუგზავნა აღსაზრდელად, რომელიც მამამისთან - დენის დუბუსთან (შვილის მსგავსად მუსიკოსი) ცხოვრობდა. ამის სანაცვლოდ, ჯორჯ ვანგენჰეიმმა წლიური სუბსიდირება დენისს მინიმუმამდე დაუყვანა რამდენიმე პირობის გათვალისწინებით:

  1. თუ ედუარდი მოითხოვდა, დენისი და ვიქტორი ვალდებულები იყვნენ შვილიშვილი და დისშვილი უკან დაებრუნებინათ;
  2. ბავშვი პროტესტანტული წეს-ჩვეულებებით უნდა გაეზარდათ;
  3. დენისსა და ვიქტორს უნდა ეზრუნათ, რომ ადელაიდა ვიქტორ ავგუსტუსი მსახიობი არ გამხდარიყო.

1790-1802[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1790 წელს თავისი უკანასკნელი თანხით ინგლისში ჩავიდა და პატარა სასტუმროში დასახლდა. მის მიერ მიყენებული ზარალის მიუხედავად, ედუარდს ძმები - უელსის პრინცი, პრინცი უილიამ ჰენრი და კლარენსის ჰერცოგი შეხვდნენ პრემიერ მინისტრ უილიამ პიტთან ერთად, რის შემდეგაც მან 28 იანვარს 15 წუთიანი ინტერვიუ გასცა, რომელშიც იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ აიღო ამდენი ვალი. გაბრაზებულმა მამამისმა დაუყოვნებლივ გიბრალტარში, მე-7 პოლკში გაგზავნა. მომდევნო წელს, 1791 წლის პროკლამაციის შემოღებიდან 8 თვის შემდეგ ჩრდილო კანადას, ონტარიოს ეწვია, რის შედეგადაც სამეფო ოჯახის ის პირველი წევრი გახდა, რომელმაც მოცემულ ადგილას პირველად დაადგა ფეხი. ედუარდ ავგუსტი ონტარიოში მოგზაურობდა, მრავალ ადგილებს ნახულობდა (კორნუოლი, კინგსტონი და სხვადასხვა სამეფო ქალაქები) და და პირველი განაყოფის დელეგაციებს ხვდებოდა, რითიც ზემო კანადაში ბრიტანული იდენტურობის გავრცელებას, აღზრდას უწყობდა ხელს, გუბერნატორის მიწვევით კი ნიუარკის ფორტები ინახულა ა.შ.შ-ში, რის შედეგადაც სასაზღვრო დავა შეექმნა.  1793 წელს, გრენადერების ბრიგადას გაუძღვა პოლკოვნიკი მარტინიკისა და წმინდა ლუსიის დასაპყრობად ფრანგებისგან. 12 წლის შემდეგ, მას ფელდმარშალის ტიტული უბოძეს, თუმცა აქტიურად ჩართული არ ყოფილა არმიის საქმეებში. 

1798 წელს, პრინცი ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც ინგლისში წასვლა და იქ გამოჯანმრთელება გადაწყვიტა ექიმების სურვილებისა და რჩევისამებრ. მომდევნო წლის მარტს, პარლამენტმა მას წლიური ხელფასი 12000 ევრო დაუნიშნა, ერთი თვის შემდეგ კი კენტისა და სტატჰერნის ჰერცოგის წოდება მიანიჭეს, მოყოლებული ბრიტანული ჩრდილოეთი ამერიკის მთავარსარდლობით მაისში.

1802 წელს, კენტის ჰერცოგმა გიბრალტარის გენერალ-გუბერნატორის წოდება მიიღო, თუმცა მისმა უპატივცემულობამ არმიის მიმართ ცუდ შედეგებამდე მიიყვანა, ვინაიდან მან გარნიზონის არმიას ნება არ დართო, რომ ალკოჰოლური სასმელით შობა აღენიშნათ. მეომრები ყოველივე ამაზე განრისხდნენ, რის შედეგადაც სისხლი დაიღვარა, ედუარდი კი კვლავ ინგლისში დაიბარეს, თუმცა გიბრალტარის გენერალ-გუბერნატორის წოდება სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა.

ჰალიფაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცმა ედუარდმა თავისი სიცოცხლის საკმაო ხანი (1794-1800) ჰალიფაქსში გაატარა, სადაც აქტიურად მოგზაურობდა როგორც რეგიონის შიგნით, ასევე მოსაზღვრე ნიუ ბრუნსვიკში. ამ პერიოდში მან ისეთი მნიშვნელოვანი შენობების აშენებაში მიიღო მონაწილეობა ნოვა სკოტიაში, როგორებიცაა ჰალიფაქსის საათი, ფორტ ანას ოფიცრების საცხოვრებელი ბინები და პრინცის ინოვაციური ტელეგრაფი, რომელიც 1812 წლის ომისას ჰალიფაქსში თავდაცვის გეგმისას გამოიყენეს.

ჯორჯ III

პიროვნული თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედუარდ ავგუსტი ცუდი რეპუტაციის მიუხედავად სამხედრო დისციპლინაში, პოპულარული იყო მსახურებში, რითაც მამამისს ჰგავდა, რომელიც მასავით ბევრ დროს ატარებდა გარეთ, ცოტას ჭამდა და სვამდა, ზრდილობიანი, ყურადღებიანი, იყო ქალების მიმართ და დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მრავალი წყაროს მიხედვით, ლურჯთვალა 1.87 მეტრი სიმაღლის ჰერცოგის საუბრები ჭკვიანური და საინტერესო იყო, გარდა ამისა კი საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა. ეწეოდა ისეთი სახის ქველმოქმედებებს, როგორებიცაა სალიტერატურო სფეროების დაფინანსება. აინტერესებდა რობერტ ოუენის გამოკვლევები, წინააღმდეგი იყო მონათმფლობელობის და მხარდაჭერას უცხადებდა კათოლიკურ ემანსიპაციას, რაც მამამისის მიერ შვილის მტრობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყო. ედუარდის მიმოწერები ლეგენდარული იყო - 1806 წელს, პირადად მან უპასუხა 3850 წერილს ყოველგვარი დახმარების გარეშე, ხოლო 1807 წელს პასუხების რაოდენობამ 4500-ს მიაღწია.[1]

მადამ დე სენტ-ლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევაში ყოფნისას, ავგუსტმა მადამ დე სენტ-ლორი გაიცნო, რომელიც 28 წელი, 1790 წლიდან 1818 წლამდე მისი ქალბატონი იყო, ხოლო ქორწილამდე, 1818 წლამდე ყველგან დაჰყვებოდა სადაც პოლკოვნიკი წავიდოდა. 1791 წელს, ხმელთაშუა ზღვის მაღალი ტემპერატურის გამო ედუარდმა მოითხოვა, რომ კვებეკში თავის ქალბატონთან ერთად გაეგზავნათ, რაც მოახერხა კიდეც, სადაც იგნაკე-მიშელ-ლუის ანტუანების ფრანგულ-კანადურ ოჯახს დაუახლოვდნენ, რომელთა ვაჟების სამხედრო აღზრდაც ჰერცოგმა ითავა.

1818 წელს, დე სენტ-ლორი პარიზში გაემგზავრა სადაც დანარჩენი ცხოვრება გაატარა. ისტორიული მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მათ შვილები ჰყავდათ, თუმცა კანადაში მყოფი რამდენიმე ოჯახი ირწმუნება, რომ ისინი ედუარდ ავგუსტისა და მადამ დე სენტ-ლორი შთამომავლები არიან.

დედოფალი ვიქტორია

1819 წლის აპრილს, ედუარდმა და მადამ დე სენტ-ლორმა დაფინანსება მოითხოვეს რათა თავიანთი შვილი - დედოფალი ვიქტორია კენსინგტონის სასახლეში დაბადებულიყო, თუმცა რეგენტმა თხოვნაზე უარი განაცხადა. ამისდა მიუხედავად, წყვილმა სურვილი მაინც აისრულა და 1819 წლის 24 მაისს ალექსანდრინა ვიქტორია კენსინგტონის სასახლეში დაიბადა, 1 თვის შემდეგ, 24 ივნისს კი მოინათლა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820 წლის 23 იანვარს, პრინცი ედუარდი, კენტისა და სტრატჰერნის ჰერცოგი ვულბრუკის კოტეჯში, სიდმოუთში, თავისი ქალიშვილის დაბადებიდან ერთ წელზე ნაკლებ ხანში გარდაიცვალა, ხოლო დაკრძალეს სენტ-ჯორჯესის სამლოცველოში[2], ვინძორის სასახლეში. მისი გარდაცვალებიდან 6 დღის შემდეგ მამამისი - ჯორჯ III გარდაიცვალა. იმისდა მიუხედავად, რომ ედუარდს სამი უფროსი ძმა ჰყავდა დარჩენილი, მემკვიდრეობა მაინც მისი შვილის - ვიქტორიას ხელში გადავიდა, რომელმაც მამამისის ვალები საბოლოოდ გაისტუმრა ტახტზე ასვლისას, ბიძამისის - მეფე უილიამ IV-ის გარდაცვალებისას, 1837 წელს, ვინაიდან ძმებს არც ერთი ცოცხალი და ლეგიტიმური შვილი არ ჰყავდათ დარჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.biographi.ca/en/bio/edward_augustus_5E.html https://www.regencyhistory.net/2012/10/prince-edward-duke-of-kent-1767-1820.html https://en.wikipedia.org/wiki/Prince_Edward,_Duke_of_Kent_and_Strathearn http://www.unofficialroyalty.com/prince-edward-duke-of-kent-and-strathearn/ https://www.britannica.com/biography/Edward-Augustus-duke-of-Kent-and-Strathern-earl-of-Dublin https://www.dundurn.com/books/Prince-Edward-Duke-Kent დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine. https://www.halifaxpubliclibraries.ca/blogs/post/halifaxs-own-royal-prince-edward-duke-of-kent/ https://www.regencyhistory.net/2012/10/prince-edward-duke-of-kent-1767-1820.html

  1. Prince Edward, Duke of Kent, Father of The Canadian Crown, A Quest Biography/Nathan Tidridge/2013/Library and archives Canada Cataloguing in publication/ ISBN 978-1-4597-0790-0, pg 39. paragraph 4.
  2. შუა საუკუნეების გოთიკური სტილის სამლოცველო